ქეთი ხუციშვილი ქართველმა მაყურებელმა სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაიცნო. „ლუნამ“ მალევე შეძლო მაყურებლის გულის დაპყრობა. როგორი დედაა ქეთი და როგორ გაზარდა ერთადერთი ვაჟიშვილი მარტომ, მსახიობი თავად მოგიყვებათ.
- პირველი შვილი გოგონა მეყოლა, ულამაზესი ნინო, რომელმაც 3 თვემდე იცოცხლა და მერე დამტოვა. ეს საკმაოდ რთული გადასატანი იყო ჩემთვის. ამ ფაქტმა ძალიან ბევრი რამ შეცვალა ჩემს ცხოვრებაში...
24 წლის ვიყავი, როცა გიორგი შემეძინა. როცა მომიყვანეს, ისეთ ემოციებში ჩავვარდი, სიხარულისგან წნევამ ამიწია. მთელი ცხრა თვე მოუთმენლად ველოდი, როდის შევხვდებოდი, როგორი იყო, რა ფერის
თვალები ექნებოდა, როგორი თითები და ა.შ. ეს ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი განსაკუთრებული და ემოციური დღე იყო.
- როგორი ორსულობა გქონდათ?
- არაჩვეულებრივი ორსულობა მქონდა. მთელი ცხრა თვის განმავლობაში სულ დავდიოდი, არ გავჩერებულვარ.
- ბავშვის აღზრდაში ვინმე გეხმარებოდათ?
- აბსოლუტურად არავინ არ მეხმარებოდა. იმიტომ კი არა, რომ ვინმეს არ ჰქონდა ამის სურვილი, უბრალოდ მე არ ვაძლევდი არავის ამის საშუალებას. იმდენად სხვანაირად აღვიქვი ჩემი შვილი, რომ არც ძიძის, არც მშობლის დახმარება არ მინდოდა. ღამეები თითქმის არ მეძინა, მაგრამ ამის გამო არასოდეს ვწუწუნებდი. საოცარი განცდა დამეუფლა, როცა პირველი სიტყვა თქვა. ეს იყო ჩემი გარდაცვლილი დის, ლიკას სახელი. მაშინ რვა თვის იყო, გავგიჟდი, როგორ დაიძახა ეს სახელი. როცა წამოიზარდა, იმ პერიოდში ხშირად ვიყავი დედაჩემთან და მერე უკვე დედაც მეხმარებოდა. გაგრძელება