ამოუცნობი მფრინავი ობიექტების თემა საზოგადოების გარკვეულ ნაწილში ღიმილს იწვევს. ზოგი მათ უნდობლობას უცხადებს, ნაწილს მათი არსებობის სჯერა და არსებობენ სპეციალისტებიც, რომლებიც უცხოპლანეტელებთან დაკავშირებულ საკითხებს სერიოზულად სწავლობენ და ამაზე არაერთხელ დაგვიწერია.
საქართველოშიც არსებობენ ადამიანები, რომლებიც ირწმუნებიან, რომ ჰქონიათ კონტაქტი უცხოპლანეტელებთან. ერთ-ერთია ცნობილი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი. მისი თქმით, წლების წინ საქართველოში უცხოპლანეტელებს შეხვდა და ამასთან დაკავშირებით დაუვიწყარი მოგონებებიც აქვს.
რა უამბეს და რა განიცადა ასტროლოგმა მათთან შეხვედრისას - ამაზე მიხეილ ცაგარელი AMBEBI.GE-ს ესაუბრება.
"იმის თქმა, რომ მხოლოდ ჩვენ ვართ მთელ ამხელა სამყაროში და ჩვენ გარდა სხვა არავინ, არ შეიძლება. სამყარო ვითარდება გრადაციის პრინციპით, შესაბამისად, "რაღაც ქვევითაა და რაღაც - ზევით" და ეს ცნობილი გამონათქვამიც სულ ძალაშია. ისე მარტივად არ არის საქმე, რომ - მოვედით და წავედით. საიდან მოვედით ან სად მივდივართ, ვინმემ იცის საერთოდ?! იცით, ჩვენ გარდა, დედამიწაზე კიდევ რამდენი სამყაროა? ცხოველთა სამყარო, მინერალების, მცენარეების და ამ სულების გრადაციას კარგად არც ვიცნობთ. მაგრამ თუ რა ხდება ჩვენი სამყაროს მიღმა, ამის უამრავი მანიშნებელია თუნდაც სვეტიცხოვლის ერთ-ერთ კედელზე, სადაც უცხოპლანეტელები არიან გამოსახულნი. მსგავსის მოძებნა სხვადასხვა რელიგიაში შეიძლება.
ცნობილია, რომ უამრავი პლანეტარული გემია ჩამოსული დედამიწაზე. არსებობს მოსაზრებაც, რომ ადამიანი უცხოპლანეტელების მიერ არის შექმნილი, რომ ადამიანი მათი ექსპერიმენტული პროექტია. უამრავი ინფორმაციაა, მაგრამ ამ ყველაფერს უცხოპლანეტელებთან ჩემი შეხვედრა უფრო ცხადყოფს".
- სად შეხვდით მათ?
- სულ 2 შეხვედრა მქონდა. შევხვდი უდიდესი პიროვნების, უფოლოგ თალეს შონიას მეშვეობით. უცხოპლანეტელებთან შეხვედრა 90-იან წლებში მქონდა, როცა ისინი მეტად იყვნენ გააქტიურებულები. შევხვდი რუსთავში დათქმულ ადგილას და ის ემოცია არასდროს მავიწყდება. ის არ იყო პირდაპირი ლაპარაკი, უფრო ტელეპათიური საუბარი გახლდათ. დაახლოებით, კომპიუტერში რომ გავუშვათ ხმა და იმ ხმამ გითარგმნოს და აზრი მოგაწოდოს ქართულ ენაზე. ასეთი უცნაური რამ იყო. განაგრძეთ კითხვა