საყვარელი ადამიანები ჩვენგან ნაადრევად მიდიან თუ ღრმა სიბერის ჟამს, მათი სიკვდილი დიდ ტკივილს გვაყენებს.
ჟურნალმა "გზამ" გადაწყვიტა, მომღერალ ნინი ბადურაშვილისთვის, მსახიობ ჯანო იზორიასთვის, მუსიკოს გიორგი უშიკიშვილსა და მსახიობ ეკა მჟავანაძისთვის ეკითხა, თუ ვინ არის მათთვის დაუვიწყარი...
"სიზმარში ისე მიხარია, რომ რეალობაში დაბრუნება მწყინს"
ნინი ბადურაშვილი:
- ჩემი მეგობარი - ელენე შენგელაია (ელდარ შენგელაიას შვილი), სამწუხაროდ, ავტოკატასტროფის შედეგად გარდაიცვალა. ჩვენ ერთად ვიზრდებოდით. საოცარი, "სუფთა", ალალი ადამიანი იყო - ცხოვრებისგან "გაფუჭებული" არ გახლდათ... იუმორის არაჩვეულებრივი გრძნობა ჰქონდა. მასთან ერთად ყოველთვის კარგ ხასიათზე ვიყავი. თითქმის მთელ დროს ერთად ვატარებდით. სიზმრებში ხშირად ვხედავ. რამდენჯერმე ისეთი სიზმარიც ვნახე, რომელშიც თითქოს რაღაც საფრთხეზე მიმანიშნა და შემდეგ რეალურად მართლა ასე მოხდა...
რაღაცნაირად, ამ ადამიანთან სულიერ კავშირს ვგრძნობ. მენატრება, მართლა ძალიან დამაკლდა. ჩემს შვილს მისი სახელი - ელენე დავარქვი. არ მჯერა, რომ აქ არ არის. ისე მინდა, ცოცხალი იყოს, მესიზმრება ხოლმე, რომ ჩემთან მოდის და მეუბნება, - იცი, ნინი, მე განვიკურნე, ისევ შენთან ვარო (არადა, არაფერი სჭირდა). სიზმარში ისე მიხარია, რომ რეალობაში დაბრუნება მწყინს. ელენე ჩემთვის დიდი, ნათელი წერტილი იყო, რომელიც სამწუხაროდ, ჩაქრა და მისი სახით, რაღაც ძალიან დიდი გამომეცალა - ჩემი უახლოესი მეგობარი და დიდი ტკივილი... წაიკითხეთ სრულად