მოკლული თაკო გამრეკელაშვილის მამა ზვიად გამრეკელაშვილი ახალ დეტალებზე საუბრობს.
როგორც მან ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" საუბრისას განაცხადა, მისი შვილი მეუღლისგან მუდმივად ფსიქოლოგიურ ზეწოლას განიცდიდა. როგორც ზვიად გამრეკელაშვილი ამბობს, მის სიძეს, ირაკლი აბულაძეს მკვლელობაში ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძესთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა.
"თაკო მკვლელობამდე ერთი კვირით ადრე იყო ჩემთან და ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ. თავის პრობლემებზე მელაპარაკებოდა, პირად პრობლემებზე. თაკო დიდ ფსიქოლოგიურ ზეწოლას განიცდიდა მეუღლისგან, თუ ყოფილი მეუღლისგან... როგორ დავარქვა, არ ვიცი, რადგან ბოლო დროს ერთად არ ცხოვრობდნენ. ვეფხია ბაქრაძე და თაკოს ყოფილი ქმარი ძალიან დაახლოებული პირები იყვნენ. ისინი ერთ მიზანს ემსახურებოდნენ, რომ ვეფხიას დაეჩაგრა ჩემი შვილის დედა და ირაკლის - ჩემი შვილი. ცდილობდნენ, დედა-შვილი დაეკნინებინათ.... განაგრძეთ კითხვა