ეს ამბავი ერთ გოგონაზეა, რომელსაც 14 წლის წინ ოცნება აუხდა. ეს ოცნება მას გიო ხუციშვილმა აუსრულა.
ელენე მარგალიტაშვილი გიო ხუციშვილზე წერს - ბავშვობის ახდენილი ოცნება და გულწრფელი წერილი, რომელიც არავის დატოვებს გულგრილს!
"დაახლოებით 13-14 წლის წინ, როცა ინტერნეტი ახალი ხილი იყო და მეილიც ახალი გახსნილი მქონდა, TV Imedi-ს ეთერში ვნახე, რომ საახალწლოდ "იმედის ექსპრესი" იგეგმებოდა - უნდა გაგეგზავნა ყველაზე სანუკვარი ოცნება და ისინი შეეცდებოდნენ, ახალი წლის ღამეს აესრულებინათ.
მამაჩემს სამსახური არ ჰქონდა. და 13 თუ 14 წლის ელენეს ყველაზე დიდი ოცნება ის იყო, რომ მამამისს სამსახური ჰქონოდა. მაშინ ჩვეულებრივ ამბად მეჩვენებოდა ეს სურვილი. ახლა ვხვდები, რომ ჩვეულებრივი არ იყო.
თელავის ერთადერთ ინტერნეტკაფეში მივედი და "იმედს" მივწერე. რა ეწერა, სიტყვა-სიტყვით მახსოვს, მაგრამ ჯერ კიდევ არ ვარ მზად ემოციურად, რომ გავასაჯაროო. ერთ კვირაში პასუხი დამხვდა - საკონტაქტო ინფორმაციას მთხოვდნენ. მეგონა, რაღაც ავტომატური შეტყობინება იყო. დედაჩემის მობილურით მაინც მივწერე. ეს იყო და ეს.
1-2 თვე გავიდა.
31 დეკემბერს დედაჩემის ნომერზე დარეკეს. მე ვუპასუხე. "იმედიდან" ვართ და გთხოვთ, დღეს საახალწლო გადაცემას ბოლომდე უყუროთო. ჩემ გარდა არავინ იცოდა, რაც გავაკეთე. ძალიან ავნერვიულდი და, პირველ რიგში, დედაჩემს და ჩემს დას ვუთხარი. განაგრძეთ კითხვა