ალექსი კიკვიძე „X ფაქტორში“ ბიჭების კატეგორიაში მღერის. მისი მენტორია სტეფანე მღებრიშვილი. ბოლო ლაივზე ის აუტსაიდერებში მოხვდა, მაგრამ ჟიურის გადაწყვეტილებით, პროექტს არ გამოეთიშა.
დღევანდელ ლაივზე კი თორნიკე ყიფიანთან ერთად იმღერებს. ალექსი გვესაუბრა პროექტზე და თავისი სიყვარულის ისტორიაც მოგვიყვა.
- წინა ლაივზე აუტსაიდერი გახდით. ელოდით თუ არა ამ შედეგს? როგორ ფიქრობთ, რა იყო ამის მიზეზი?
- არა, არ ველოდი. მიზეზს რაც შეეხება, ვფიქრობ, პირველ ლაივზე მესამე ადგილზე რომ გავედი, ხალხი ცოტა მოდუნდა.
გია ჯაჯანიძესთან საუბრის დროს ახსენეთ, რომ თქვენი მეუღლე ხშირად ეჭვიანობს. ბოლო ლაივზე სიმღერის დროს მოცეკვავე გოგონები თავს გეხვეოდნენ. რა რეაქცია ჰქონდა შოუს ამ ნაწილზე?
- გავეხუმრე, რა გოგოებს ვეცეკვებოდი-მეთქი (იცინის)?! „მერე რაო?“ - ეგრე მითხრა. ცოტა იეჭვიანა, მაგრამ არ მაგრძნობინა.
როგორ დაიწყო თქვენი სიყვარულის ისტორია, ერთმანეთი როგორ გაიცანით?
- მე სადაც ვიქირავე ოთახი, კერძო სახლში, მოპირდაპირედ ცხოვრობდა. 15 წლის იყო. ერთმანეთი მოგვეწონა ურთიერთობაში და როცა 18 წლის გახდა, გავიპარეთ. უკვე 12 წელია ერთად ვართ.
სიყვარულში პირველი რომელი გამოუტყდით?
- დღემდე არ მითქვამს, მიყვარხარ-მეთქი, ყველაფერი თავისით მოვიდა...
ხომ არ შეგიმუშავებიათ რაიმე სტრატეგია, რომ კვლავ აუტსაიდერებში არ მოხვდეთ?
- სტრატეგია ის არის, რომ ძალიან მაგარ სიმღერას ვმღერი და ვიცი, ძალიან ეფექტური იქნება. გარდა ამისა, თორნიკე ყიფიანთან ერთად ვმღერი.
თორნიკეზე რას იტყვით?
- თორნიკე ჩემი ძველი მეგობარია, წლების მეგობრობა გვაკავშირებს, ერთად ვყოფილვართ სხვა პროექტებშიც. ვიცი, რა "დუხის" ბიჭიცაა. მისი და ჩემი ენერგეტიკა ერთად, ვფიქრობ, საინტერესო კომბინაცია გამოვა. ძალიან გამიხარდა, როცა გავიგე, რომ თორნიკესთან ერთად უნდა ვიმღერო.
რას იტყვით ჟიურის შეფასებაზე? როგორ ფიქრობთ, ობიექტური ჟიური ჰყავს „X ფაქტორს?” ჟიურის რომელი წევრი მიგაჩნიათ ყველაზე ლოიალურად და რომელი პირიქით, ყველაზე მკაცრად?
- მკაცრად არც ერთი არ მიმაჩნია. თუ ვერ ვიმღერებ, შესაბამისი იქნება მათი კომენტარიც. ჟიურის სიმკაცრეცა და ლოიალობაც ჩემზეა დამოკიდებული. ვფიქრობ, ობიექტურად აფასებენ ყველაფერს.
თქვენ რომ ყოფილიყავით მენტორი, როგორ დააკომპლექტებდით თქვენს გუნდს?
- გიორგი ფუტკარაძეს და... არ ვიცი, ყველანი თანაბრად ძლიერები არიან, რთული სათქმელია.
ქუჩაში ალბათ ხალხი გცნობთ, როგორი გრძნობაა?
- სიმართლე გითხრათ, თავიდან დავკომპლექსდი, მერე უკვე შევეჩვიე და დავაბალანსე ყველაფერი.
რა მოლოდინი გაქვთ "იქს ფაქტორისგან"?
- ცნობადობა, ხალხის სიყვარული და რა ვიცი, აბა. ბინას თუ მოვიგებ, ბავშვებს ვაჩუქებ (იღიმის).
რას ეტყოდით ხალხს?
- ხალხს ვეტყოდი, რომ ძალიან მიყვარს საქართველო და თითოეული ქართველი. თქვენი ალექსი კიკვიძე თქვენთვის მღერის.
უყურეთ მესამე ლაივ-შოუს დღეს, 22:00 სთ-ზე, "იმედის ეთერში"
<div class="apester-media" height="686" data-media-id="5b265a2aed4c53cf53864f87"></div>
<script src="http://static.apester.com/js/sdk/v2.0/apester-javascript-sdk.min.js"></script>
მერიემ კაკაურიძე