ლიკუნა თუთისანი X ფაქტორის სცენაზე გამოჩენისთანავე შეიყვარა მაყურებელმა, ერთგულ გულშემატკივართან, დიდ ბებიასთან ერთად. ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ ბოლო ლაივზე ლიკუნა კონკურსს გამოეთიშა. ყველა დაითრგუნა, თუმცა ლაღი და პოზიტიური ახალგაზრდა მომღერალი ითვალისწინებს ბებიის აზრს, რომელიც ამბობს, რომ გოგონას ყველაფერი წინ აქვს, არ ეპუება დაბრკოლებებს და თავაწეული განაგრძობს მიზნებისა დ ოცნებბებისკენ სვლას.
რა იყო ყველაზე დიდი მოულოდნელობა შენთვის X ფაქტორში?
- მაყურებლისა და ჟიურის ასეთი გამოხმაურება და საერთოდ აქამდე მოსვლა. მართლა, ვერც ვიფიქრებდი რომ ნახევარფინალამდე მოვიდოდი.
რამდენი ხანია, რაც მღერი, შეგიძლია პირველი წარმატება გაიხსენო?
- 6 წლიდან ვმღერი, გრანპრი ავიღე მუსიკალური სკოლების ფესტივალზე ჩემი საყვარელი სიმღერით "georgia on my mind".
შეგიძლია დაასახელო ჟანრი, რომელშიც არასდროს გიმღერია, რომელიც შენთვის ყველაზე უცხოა?
-როკი ყველაზე უცხოა ჩემთვის (იცინის).
უკვე თითქმის ერთი კვირაა, რაც X ფაქტორი შენი ყოველდღიურობის ნაწილი აღარაა.. როგორი გრძნობაა?
-აუ, ცუდი გრძნობაა. ძალიან მივეჩვიე სიტუაციას და გადაჩვევა მიჭირს.
რას ფიქრობ, რა იყო მოვლენების ამგვარად განვითარების მიზეზი?
-ჩემი აზრით, ხალხმა ჩათვალა, რომ სხვების მოცემული ხმები მეყოფოდა. გულშემატკივრები ბოლომდე ერთგულად მედგნენ გვერდში. კონკურსში ძალიან ძლიერი კონკურსანტები დარჩნენ, უბრალოდ ორივე „ბავშვების კატეგორიის" წევრის ერთდროულად წასვლა მოულოდნელი და საწყენი იყო.
ჟიურიზე რას იტყვი?
-ჟიურის თითოეული წევრი ძალიან ობიექტურად და სამართლიანად აფასებს, ყველანი ბუნებრივად გამოთქვამენ აზრს. ნანიკო ძალიან მიყვარს! საოცრად გულწრფელი ადამიანია, ბავშვებთან მეგობრობა იცის.
ბებიამ ალბათ ძალიან განიცადა, რას გეუბნება,როგორ გამხნევებს?
-მამხნევებს და მეუბნება, რომ ყველაფერი წინაა. ამით არაფერი არ დამთავრებულა, პირიქით დაიწყო...
სამომავლო გეგმებზე მოგვიყევი...
-მუსიკას მივყვები, სასწავლებლად მინდა წასვლა ამერიკაში, ბერკლის უნივერსიტეტში სწავლაზე ვოცნებობ...
შეგახსენებთ, რომ ორშაბათს, 22:00 სთ-ზე, ტელე "იმედის" ეთერში შოუს გრანდიოზული ფინალი გელით. ხვალ გამოვლინდება, ვინ გახდება გამარჯვებული. შეგახსენებთ, ფინალისტების ვინაობას: გორის გოგონათა გუნდი,გიორგი ფუტკარაძე, თამთა ხუხუნაიშვილი, ანრი გუჩმანიძე.
უგულშემატკივრეთ თქვენს რჩეულს და დაეხმარეთ მას გამარჯვებაში.