მარიამ გვასალია ერთ-ერთი ლიდერია იმ ქართველ დიზაინერებს შორის, რომელსაც უცხოური მედია ყველაზე ხშირად აშუქებს.
წლებია, მის კოლექციებს სისტემატურად თვალს ადევნებენ სხვადასხვა ქვეყნის Vogue, Elle, Bazaar და Grazia, ისევე, როგორც NOWFASHION; ჟურნალმა W-მ კი მისი 2017 წლის კოლექციის შესახებ დაწერა: "გვერდზე გაიწიე, დემნა! გაიცანით მარიამ გვასალია, თბილისის საუკეთესო ამომავალი დიზაინერი!"
გვასალიას კოლექციებში უხვადაა საინტერესო დიზიანით შექმნილი ტანსაცმელიც და ფეხსაცმელიც, თუმცა, როგორც ჟურნალ „ბომონდთან“ ინტერვიუში თავადვე აღნიშნავს, ქართველ მომხმარებელს ყველაზე მეტად მისი ფეხსაცმელები იზიდავს.
„განსაკუთრებული ინტენსივობით სპორტული ფეხსაცმელები იყიდება. მომხმარებლები ხშირად აღნიშნავენ, რომ პრაქტიკულია, თანაც, სამსახურის დრესკოდშიც იდეალურად ინტეგრირდება, და თუ სამსახურიდან სადმე საღამოსაც მოუწიათ გასვლა, არც იმ გარემოდანაა ამოვარდნილი - საღამოს ღონისძიებებზეც შესაბამისად გამოიყურებიან.“ - ამბობს დიზაინერი.
გადავწყვიტეთ, მისი კოლექციის მარგალიტები შემოგთავაზოთ: