ამჯერად ჩვენი სტუმარი საოცარი შემართების მქონე ადამიანი - ჯაბა ნათენაძეა. მას საკუთარი "ფეისბუქფეიჯიც" აქვს- "ჯაბაი/Jabai-50კგ".
- როდის მიხვდით, რომ წონასთან დაკავშირებით პრობლემები გქონდათ და მასთან ბრძოლის როგორი გზები შეიმუშავეთ თავიდან?
- 2016 წელი იყო, როდესაც ჩემმა წონამ თავის მაქსიმუმს მიაღწია და 120 კგ გავხდი. არც ერთი საზაფხულო ტანსაცმელი აღარ მერგებოდა და ამისთვის რომც არ მიმექცია ყურადღება, ნელ-ნელა ჯანმრთელობის პრობლემებიც შემექმნა: მაღალი წნევები, ამის გამო სისხლდენები ცხვირიდან, თავის ტკივილები, სწრაფად დაღლა.
უკვე სიარულიც კი მეზარებოდა და მანამდე თუ ვამბობდი, საერთოდაც არ მაწუხებს წონა და "მშვენივრად" გამოვიყურები-მეთქი, ნელ-ნელა სარკეში ჩახედვისას მივხვდი, რომ საკუთარი თავი თავადაც აღარ მომწონდა.
ზოგადად, ფიზიკური აქტივობის და დიეტების მხრივ (ალბათ, როგორც ფუმფულების უმეტესობა) ძალიან ზარმაცი ვიყავი. ამიტომ დასაკლებად არცერთ მათგანს არ განვიხილავდი. თან ვერ წარმომედგინა, რომ მე ოდესმე სუსტი ვიქნებოდი (სულ ფუმფულა ვიყავი).
მეგობარმა მირჩია წყლის სმის დარეგულირება - ჭამამდე 30 წუთით ადრე. რა თქმა უნდა, როგორც მკითხველთა უმეტესობა იფიქრებს, მეც მსგავსად - ნიჰილისტურად შევხედე ამ საქმეს, თუმცა, ვიფიქრე, რომ ცდად ღირდა.
თან წყალი იყო და რამე დიდ "შრომას" არ მოითხოვდა ჩემგან. ამიტომ დავიწყე წყლის დალევა და ზუსტად ერთ თვეში (ან ოდნავ მეტში) აშკარა სიმსუბუქე ვიგრძენი.
მივხვდი, რომ ჩემმა ორგანიზმმა (წონამ) რაღაც პოზიტიური ცვლილებები დაიწყო. მერე უკვე გამიჩნდა მოტივაცია, მემოძრავა და ამ ყველაფრისთვის ცოტა ფიზიკური აქტივობებიც დამემატებინა, ანუ კი არ ვვარჯიშობდი, უბრალოდ, უფრო მეტს ვმოძრაობდი.
- რა პროდუქტები გამორიცხეთ რაციონიდან?
- ერთადერთი, რაზეც უარი ვთქვი, იყო მაიონეზი და გაზიანი სასმელები, სხვა საჭმელები კი რაოდენობაში შევამცირე. ვცდილობდი, რაც შეიძლება მსუბუქად მეჭამა.
მარტო წყლით და ჭამით არ დამიკლია. ამას დავუმატე სწრაფი ნაბიჯებით ყოველდღე სიარული. ჯერ 3 კმ-ით დავიწყე და მერე ავედი 8 კმ-ზე დღეში.
- როგორი განცდა იყო, როცა სარკეში გამხდარი მამაკაცი აღმოაჩინეთ, რომელიც ნამდვილად თქვენ იყავით?
- აი, სარკეში რომ ვიხედები, თან მიხარია და თან მგონია, სიზმარში ვარ. ახლაც კი შემომრჩა კომპლექსები და სურათის გადაღების დროს შესუნთქული ვდგავარ.
ამ ეტაპზე კი ფიტნეს-დარბაზში დავიწყე სიარული და ახალი მიზნები დავისახე.
<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>
- რას ურჩევდით ადამიანებს, რომლებსაც მოტივაცია აკლიათ და რა საშიშროების წინაშე შეიძლება აღმოჩნდნენ ათასგვარი დიეტის ცდით და არასწორად დაცვით?
- 29 წლის ვიყავი იმ დროს, როცა გადავწყვიტე, ჩემი წონისთვის მიმეხედა.
ვფიქრობ, რომ წლები უბრალოდ დავკარგე- კომპლექსებში, განცდებში, იმაზე ფიქრში, რომ მე მაინც ასეთი გავჩნდი და არაფრის შეცვლა არ შემიძლია.
შევდიოდი მაღაზიებში და (ეს განცდა არ მცილდება, ყველგან ვსაუბრობ მასზე) ვერასოდეს ვერ ვყიდულობდი იმას, რაც მომწონდა, ყოველთვის ვყიდულობდი იმას რაც მომერგებოდა.
ისეთი დიდი ზომის და სერიოზული კაცების (არადა, ბავშვი ვიყავი მაშინ) ტანსაცმელი მეცვა, ახლა უბრალოდ მიკვირს, ეს რამ მაყიდინა-მეთქი. ალბათ, იმან, რომ მაღაზიაში შესვლისას, როდესაც ვათვალიერებდი რამეს, გამყიდველები მეუბნებოდნენ, თქვენთვის თუ ეძებთ, მაინც შესაბამისი ზომა არ გვაქვს და ეს გრძელდება დაუსრულებლად და გიყალიბდება საშინელი კომპლექსი.
მოიშორეთ ფიქრი იმაზე, რომ მაინც არაფერი შეიცვლება. დიახაც, შეიცვლება და თქვენ ამას შეძლებთ. ნუ დაიწყებთ ამ მიზნის მისაღწევად საშინელი (მოგებაზე გათვლილი) დიეტების გამოყენებას, რომელთა უმრავლესობაც (ყველას არ ვგულისხმობ - არის სწორ კვებაზე ორიენტირებული დიეტებიც) გაძლევთ ერთჯერად "კარგ" ეფექტს და მერე ორმაგად გამატებინებთ. პირველ რიგში, ამ ყველაფრისთვის მოემზადეთ ფსიქოლოგიურად: გადაწყვიტეთ, ნამდვილად გინდათ თუ არა შეცვალოთ თქვენი ცხოვრება (და დამიჯერეთ, ცხოვრება რადიკალურად იცვლება) არა შიმშილით და დეპრესიაში ყოფნით, არამედ, ეტაპობრივად.
<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>