წარმატებული მოდელი და 2012 წლის "მის საქართველო" - თამთა შედანია ამჟამად სატელევიზიო პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობს. ძლიერი, დამოუკიდებელი, ცხოვრებისგან გამოცდილებამიღებული თამთა გულახდილად გვესაუბრა პროექტზე, შვილზე, სიყვარულზე...
- ალბათ, როგორც ყველა გოგონა, ბავშვობიდან კომპლიმენტებით განებივრებული ვიყავი, თუმცა ამას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებდი. როდესაც ქალიშვილობის ასაკში შევედი და სამოდელო კარიერა დავიწყე, დამოუკიდებელ პიროვნებად ჩამოვყალიბდი. უკვე ვხედავდი, რომ სილამაზე, გარეგნობა ჩემი "კოზირი" იყო, რომელიც შემეძლო გამომეყენებინა.
- შენთვის გარეგნობას რამეში შეუშლია ხელი?
- პირიქით, მეხმარებოდა - რადგან მოდელობა გადავწყვიტე, ამ პროფესიისთვის კი მთავარი გარეგნობა, სხეულის ფორმებია. ვერ ვიტყვი, რომ ხელი შემიშალა, მაგრამ გარკვეულ დისკომფორტს ვგრძნობ ხოლმე, რადგან საზოგადოების ყურადღების ქვეშ ყოფნა არ მიყვარს - უბრალოდ, მრცხვენია (იღიმის)...
- ინტრიგების, ჭორების მსხვერპლი ყოფილხარ?
- კი, ხშირად. ალბათ, ცნობილი ადამიანების თანმდევია, როდესაც მათზე ჭორაობენ. კონკრეტულად ინტრიგებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ჩემ შესახებ ბევრი ისეთი ჭორი მომისმენია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. საერთოდ, სკანდალები და ინტრიგა არ მიყვარს. გაგრძელება