ჩვენი რესპონდენტი სტილისტია, რომელსაც საზოგადოების მაღალ წრეებში გოგასუსის სახელით იცნობენ. ის არაერთი ცნობილი ადამიანის ვარცხნილობაზე ზრუნავს. მათ შორის არიან პოლიტიკოსებიც. გოგასუსი არაერთ უცხოურ პროექტზე მუშაობს. ასევე, ზრუნავს ქართველი მოდელების ვარცხნილობაზე კონკურსების დროს.
- გოგა, როდის და რატომ გადაწყვიტეთ სტილისტობა?
- ჯერ კიდევ ბავშვობაში, როცა დავინახავდი თოჯინებს, მათ თმას ვჭრიდი, ბავშვებსაც ხშირად ვუცვლიდი ვარცხნილობას და ა.შ. როცა წამოვიზარდე, მითხრეს, ჯობია ამ საქმით დაკავდეო, მაგრამ დედაჩემი წინააღმდეგი იყო და ამიტომ ჩუმად დავიწყე ამ საქმის შესწავლა. თან სამედიცინოზე ვსწავლობდი, კერძოდ, სტომატოლოგიურზე, თან ვსწავლობდი ჩემს საყვარელ საქმეს. ვთვლი, რომ ჩემს სფეროში მე ვარ წარმატებული. პირველივე დღიდან, როცა ამ სფეროს შევეხე, ზუსტად ვიცოდი, რა მინდოდა და ისიც ვიცოდი, ვის უნდა ევლო ჩემთან, პრეზიდენტი იქნებოდა ის თუ მერი. არასდროს არ ვჩერდები, ყოველთვის ვსწავლობ და ვვითარდები. ეს ხომ არ არის მხოლოდ თმის შეჭრა? წარმატებაც თავისთავად მოვიდა. ეს მუდმივი შრომის და სწავლის შედეგია.
- ვიცით, რომ ბევრი ცნობილი პირი, მათ შორის, პოლიტიკოსებიც დადიან შენთან. მოგვიყევი ცოტა მათ შესახებ და მათი მოთხოვნების შესახებ...
- ჩემი ერთ-ერთი მომხმარებელია, მაგალითად, ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარე. მას აქვს კონკრეტული მოთხოვნა - არ უყვარს მოკლე თმა. მას მოსწონს ასე. ბევრი განიხილავს მის თმას, რაც ძალიან მწყინს. ძალიან კარგი ადამიანია და ალბათ, ცუდს რომ ვერაფერს პოულობენ მასში, მერე თმაზე “ჭორაობენ“, მაგრამ ჩვენთან ასეა, უფრო მეტი კრიტიკა უნდა ვთქვათ, ვიდრე კარგი. მას მოსწონს ასე და უხდება კიდეც. გაგრძელება + ფოტო