ინტერვიუ

მიმი შელიას და ვლად რამის პირველი ინტერვიუ მათ პირველ შეხვედრაზე და ურთიერთობის საიდუმლოებებზე

ვლადი მომღერალია. მიმი - მოთხოვნადი მოდელი. ერთად კი შოუ ბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე „ხმაურიანი წყვილი“. მათი რომანის შესახებ ინფორმაცია ერთი წლის წინ გახდა ცნობილი.


როგორ გაიცანით ერთმანეთი?

ვლადი: კლიპის გადაღების წინ გავიცანით ერთმანეთი. მაშინვე მივხვდი, რომ მიმი ჩემი უნდა გამხდარიყო (იცინის).
მირანდა: ვლადის კლიპში გადაღება შემომთავაზეს და მეც დავთანხმდი. ჩვენ ერთმანეთს შევხვდით და მას შემდეგ, განუყრელები ვართ. გამოდის, რომ პირველი პაემანი კლიპის გადაღებაზე გვქონდა.


დაასახელეთ ერთმანეთის სამი საუკეთესო თვისება

ვლადი: მე სამში ვერ ჩავეტევი. მიმი კეთილი, ლამაზი, ჭკვიანი, ერთგული და საუკეთესოა!
მირანდა: არ მინდა რამე გამომრჩეს. ეს ჩემი ადამიანია, ნამდვილი! და მე ის ძალიან მიყვარს!


რას ეძახით ერთმანეთს მოფერებით?

მირანდა: დუსიკ, ან უბრალოდ ლუ. როცა გაბრაზებული ვარ, სახელით მივმართავ.
ვლადი: მე მას - მი, მიმიჩკა, მირანდა, საყვარელო.

რაზე ჩხუბობთ და როგორ რიგდებით?

მირანდა: ვჩხუბობთ ათასი წვრილმანის გამო, როგორც ჩვეულებრივი ადამიანები. სწრაფად ვრიგდებით, რადგან ორივე ვიცავთ წესს: ვივიწყებთ წყენას, თითქოს არაფერი მომხდარა.
ვლადი: მიმის ეს „ფიშკა“ ძალიან უყვარს.

mimi shelia

რას აკეთებთ დასვენების დღეებში?

ვლადი: ყოველი დასვენების დღეს ვმხიარულობთ.
მირანდა: ვპატიჟებთ მეგობრებს, ხშირად სტუდიაში ვართ, ვუსმენთ ვლადის ჩანაწერებს.


ვლადის ფანები არ ეჭვიანობენ შენზე?

მირანდა: თავიდან ჩემი სიკვდილიც კი უნდოდათ, მაგრამ მერე შევძელი ამეხსნა, რომ მე არავის ვართმევ ვლადს და ყველაფერი კარგადაა.

როგორ ფიქრობთ, რაშია ბედნიერი ურთიერთობის საიდუმლო?

მირანდა: მთავარი ურთიერთგაგებაა, პატივისცემა, თუ ეს არ არის, ურთიერთობა ნორმალურს აღარ ჰგავს...


რას არ აპატიებთ არასოდეს ერთმანეთს?

მირანდა: ტყუილს.

ხანგრძლივი ურთიერთობის დროს, რომანტიკა კვდება?

ვლადი: ჩვენს ურთიერთობაში რომანტიკა ცოცხლობს და ყოველთვის ასე იქნება. დღემდე დავდივართ პაემნებზე და გვიყვარს ერთმანეთის გაოცება.

წყარო: peopletalk.ru

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93