ყოფილი ტელე და რადიოწამყვანი, თამუნა მუსერიძე, 4 თვის წინ მეორე შვილის, მარიანას დედა გახდა, მაგრამ ცხოვრების რიტმი მაინც არ შეუცლია. ისევ დატვირთული გრაფიკი აქვს, საღამოები მიჰყავს, საკუთარი ბიზნესიც წამოიწყო და აქტიურად ჩაერთო არასამთავრობო ორგანიზაციის მუშაობაში, რომელიც ადამიანებს ბიოლოგიური მშობლების პოვნაში ეხმარება.
თამუნასთვის ეს თემა ძალიან მტკივნეულია. 2 წლის წინ, დედის გარდაცვალების შემდეგ აღმოაჩინა, რომ აყვანილი იყო და მას შემდეგ ეძებს ბიოლოგიურ დედას. თუ რა გაარკვია ამ პერიოდის განმავლობაში ან რა ხდება მისი და მსახიობ სანდრო მიკუჩაზე-ღაღანიძის ოჯახურ ცხოვრებაში, თამუნამ „სარკეს“ უამბო.
- თამუნა, მარიანას დაბადებამ რა შეცვალა ცოლ-ქმრის ურთიერთობაში?
- ბავშვის დაბადებას ურთიერთობაში არაფერი შეუცვლია, მანამდე როგორც ვიყავით, ახლაც ისე ვართ.
- ურთიერთობის რაღაც ეტაპზე იჩხუბეთ და დაშორდით. ახლა როგორ გახსენდებათ ეს პერიოდი და რა შეცდომები დაინახეთ საკუთარ თავში?
- ამ თემაზე აღარ ვლაპარაკობთ, არ ვიხსენებთ. ყველა წყვილის ურთიერთობაში ხდება უთანხმოება, ჩვენ უბრალოდ დიდხანს გაგვიგრძელდა. მერე დავლაგდით.
- როდის იწერთ ჯვარს ან ხელს როდის აწერთ?
- ახლა, 10 ოქტომბერს უნდა გვქონოდა ჯვრისწერა, მაგრამ სანდროს გასტროლი ჰქონდა და ვერ მოვახერხეთ. 10 ოქტომბერს ჩემს დაბადების დღეს აღვნიშნავდი, მაგრამ მერე აღმოჩნდა, ამ დღეს არ ვარ დაბადებული. მინდოდა 10 ოქტომბერი მნიშვნელოვან თარიღად დარჩენილიყო ჩემს ცხოვრებაში და ჯვრისწერა ამ დღეს ამიტომ გადავწყვიტე. სამწუხაროდ, არ მოხერხდა, სხვა დღეს კი არ მინდა.
- ანუ კიდევ 1 წლით გადაიდო?
- ასე გამოდის.
- ქორწილს გეგმავთ, გინდათ, რომ თეთრი კაბა ჩაიცვათ?
- კი, როგორ არა, ქორწილი არასდროს მქონია და არც თეთრი კაბა მცმია. სანდროს უნდა, საბერძნეთში გავფრინდეთ და იქ დავიწეროთ ჯვარი, მე კი აქ მინდა. რაღაცებში ვერ ვთანხმდებით.
გაგრძელება