ინტერვიუ

"ამერიკაში რომ წავალ, ამ ადამიანს არ დავკარგავ" - ირინკა კავსაძე მეწყვილესთან ურთიერთობასა და სამომავლო გეგმებზე

"ამერიკაში რომ წავალ, ამ ადამიანს არ დავკარგავ" -  ირინკა კავსაძე მეწყვილესთან ურთიერთობასა და სამომავლო გეგმებზე
ირინ­კა კავ­სა­ძეს ცოტა ხნის წინ ასე მა­სობ­რი­ვად ჩვენ­ში არ იც­ნობ­დნენ, "ცეკ­ვა­ვენ ვარს­კვლა­ვე­ბით" გა­იც­ნეს. დღემ­დე, თა­ვის სა­ო­ცარ მე­წყვი­ლეს­თან, ოთო ფო­ლა­დაშ­ვილ­თან ერ­თად, მა­ყუ­რე­ბელს და­უ­ვი­წყა­რი ნომ­რე­ბი შეს­თა­ვა­ზა და მა­ყუ­რე­ბელ­საც გა­მორ­ჩე­უ­ლად უყ­ვარს ეს წყვი­ლი. ასე რომ, ამე­რი­კი­დან ამ პრო­ექ­ტის­თვის ჩა­მოს­ვლა ნამ­დვი­ლად ღირ­და.

- შენც ხვდე­ბი და ჩვენც, რომ სწორი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღე, რომ ამ პრო­ექ­ტში იღებ მო­ნა­წი­ლე­ბას. რას იტყვი?


- ჩემ­თვის ცოტა და­უ­ჯე­რე­ბე­ლია, მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, და­თან­ხმდე ისეთ პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, რო­გო­რიც "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბია". ამი­ტომ სა­ო­ცა­რი გან­ცდა მაქვს და მგო­ნია, ცოტა სიზ­მარ­შიც
ვარ. მი­ხა­რია, რომ მა­ყუ­რებ­ლის­გან ასე­თი პო­ზი­ტი­უ­რი რე­აქ­ცია მი­ვი­ღეთ, რო­მე­ლიც ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. მთა­ვა­რია, მა­ყუ­რე­ბელ­მა ისი­ა­მოვ­ნოს. ახლა მათი სით­ბო მაძ­ლევს იმედს, სტი­მულს, რომ შემ­დეგ კვი­რას ჩე­ვე­ნი წყვი­ლი უკე­თე­სად დავ­ბრუნ­დეთ...

- ცეკ­ვასა და ამ პრო­ექ­ტში რა აღ­მო­ა­ჩი­ნე?


- სა­მე­ჯლი­სო ცეკ­ვა ჩემ­თვის სრუ­ლი­ად ახა­ლი და უცხო "ტე­რი­ტო­რი­აა". ცეკ­ვა ყო­ველ­თის მიყ­ვარ­და და სცე­ნა­ზე პა­ტა­რა დო­ზით მი­ცეკ­ვია კი­დეც, მაგ­რამ ასე მას­შტა­ბუ­რად, რო­გორც ამ პრო­ექ­ტში, არა. აქ ტექ­ნი­კა სპე­ცი­ფი­კუ­რია, სხვა წე­სე­ბია, ყვე­ლა­ფერს სხვა­ნა­ი­რად უნდა მი­უდ­გე. ამი­ტომ ეს ცეკ­ვე­ბი ჩემ­თვის ძა­ლი­ან ახა­ლია, რი­თაც დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას ვი­ღებ. შე­იძ­ლე­ბა დაღ­ლი­ლი ვიყო, მაგ­რამ თავს უფ­ლე­ბას არ ვაძ­ლევ, რომ მოვ­დუნ­დე ან რე­პე­ტი­ცი­ა­ზე გავ­ჩერ­დე, იმი­ტომ, რომ თუ გვინ­და, უკე­თე­სი შე­დე­გი გვქონ­დეს, მე­ტად უნდა ვი­მუ­შა­ოთ.


- პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი პარტნი­ო­რი გყავს, თა­ვის სფე­რო­ში ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლია, თქვე­ნი ტან­დე­მი შედ­გა. ად­ვი­ლად გა­უ­გეთ და აე­წყვეთ ერ­თმა­ნეთს?


- ძა­ლი­ან კარ­გად და ად­ვი­ლად შე­ვე­წყვეთ ერ­თმა­ნეთს, იმი­ტომ, რომ პა­ტივს ვცემ შრო­მის­მოყ­ვა­რე ადა­მი­ა­ნებს. ოთო­ში ეს და­ვი­ნა­ხე, სხვა­თა შო­რის, ჯერ კი­დევ მა­შინ, სა­ნამ ჯგუ­ფურ რე­პე­ტი­ცი­ებ­ზე დაგ­ვა­წყვი­ლებ­დნენ. ნი­ჭი­ე­რი რო­მაა, ეს ყვე­ლამ იცის, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნი თა­ვი­დან ბო­ლომ­დე არის პო­ზი­ტი­ვი. მას­თან რე­პე­ტი­ცი­ა­ზე არ გრძნობ იმას, რომ იღ­ლე­ბი და მუ­შა­ობ. პი­რი­ქით, დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას იღებ და მი­ხა­რია, რომ ამ ადა­მი­ან­თან ერ­თად მი­წევს მუ­შა­ო­ბა და მგო­ნი, მაგ მხრივ ერ­თმა­ნეთს ვგა­ვართ... არ გვინ­და, გავ­ჩერ­დეთ. ძა­ლი­ან მომ­თხოვ­ნია სა­კუ­თა­რი თა­ვის მი­მარ­თაც და სხვე­ბის მი­მარ­თაც, რა­საც ვა­ფა­სებ.


- დღე­ის­თვის ერ­თად 6 და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი ცეკ­ვა წარ­მო­ად­გი­ნეთ... რა იყო ისი­ნი თქვენ­თვის?


- დიდი მად­ლო­ბა ასე­თი შე­ფა­სე­ბის­თვის. ზუს­ტად ეს გვინ­და, მუდ­მი­ვად რომ და­ა­მახ­სოვ­რდეთ ჩვე­ნი ნომ­რე­ბი. "ტან­გო" ჩემ­თვის დიდი ოც­ნე­ბა იყო, ყო­ველ­თვის მინ­დო­და, მე­ცეკ­ვა და ამის­თვის თა­ვი არ დავ­ზო­გეთ. გვინ­დო­და, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და უნი­კა­ლუ­რი ნო­მე­რი გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა. მთავა­რია, მა­ყუ­რე­ბელ­მა მარ­თლაც და­ი­მახ­სოვ­როს და ისი­ა­მოვ­ნოს. გაგრძელება
ბეჭდვა
e87a93