კონკურს „მის დეკოლტეს“ ორგანიზატორი და დამფუძნებელი ნინო ადამაშვილი პროფესიით მსახიობია, მუშაობდა ტელეკომპანია „202“-ში, „იმედში“, ახლა კი „პოსტ ტვ“-ს ჟურნალისტია. ჰყავს ორი შვილი და მიუხედავად კარიერული ცხოვრებისა, ბავშვების ცხოვრებაში აქტიურადაა ჩართული. რა სირთულეებს წააწყდა საკუთარი გარგნობის, კერძოდ კი დიდი მკეკრდის გამო, როგორია დედის ამპლუაში და რატომ გადაწყვიტა კონკურს „მის მკერდის“ ჩატარება, ამას თავად ნინოსგან შეიტყობთ.
- 28 წლის ვიყავი, პირველი შვილი რომ გავაჩინე, სრულიად გააზრებული მქონდა ყველაფერი და დიდი სიხარულით ველოდი ბავშვის დაბადებას, რის შემდეგაც სამყაროს სრულიად სხვა თვალით შევხედე, მომემატა პასუხისმგებლობა და ახალი ეტაპი დაიწყო ჩემს ცხოვრებაში.
- ბავშვს მარტო ზრდიდით, თუ გეხმარებოდათ ვინმე?
- ძიძა არ მყოლია, დედაჩემი მუშაობს, მაგრამ როცა ახერხებდა, პერიოდულად მეხმარებოდა.
- მეუღლე რამდენად იყო ჩაართული ბავშვის აღზრდაში?
- რამდენადაც რჩებოდა დრო, იმდენად იყო ჩართული, უფრო საღამოობით მეხმარებოდა, სახლში რომ მოდიოდა, ძირითადი ტვირთი მაინც ჩემზე იყო.
- მეორე შვილი რანდე ხანში გააჩინეთ?
- 2 წელიწადში. დაგეგმილი არ მქონია მეორე ბავშვის მალევე გაჩენა, მაგრამ რომ გავიგე, ორსულად ვიყავი, გამიხარდა და გავაჩინე.
- რა დადებითი და უარყოფითი ფაქტორები ახლავს შვილების მიყოლებით გაჩენას?
- ამას დადებითი მხარე აქვს ის, რომ ბავშვებს ერთად ზრდი, რამდენიმე წელიწადში ერთდროულად მიდიან ბაღში, სკოლაში,
ერთმანეთთან მეგობრობენ და მეტი კომუნიკაცია აქვთ, მეტად ესმით ერთმანეთის. ამ ყველაფრის მინუსი არის ის, რომ ორი ბავშვის ერთად გაზრდა რთულია, მით უმეტეს, დამხმარეც რომ არ გყავს. შვილების დიდი ინტერვალით გაჩენა ნიშნავს იმას, რომ ისევ სახლში უნდა დავმჯდარიყავი, ისევ თავიდან უნდა დამეწყო ყველაფერი, მოვმწყდარიყავი საქმეს. ამ მხრივ უმჯობესი იყო მეორეს მალევე გაჩენა.
- ბუნებრივია, იმ პერიოდში არ მუშაობდით. მერე არ გაგიჭირდათ ხელახლა სამსახურში ჩადგომა და გასვლა?
- სანამ გავთხოვდებოდი, ტელეკომპანია „202“-ში ვმუშაობდი, მერე მოგეხსენებათ, „202“ დახურეს, ზუსტად ამ პერიოდში გავთხოვდი და გავაჩინე შვილები. 4-5 წლის იყვნენ ჩემი შვილები, როცა "ტელეიმედში" იგივე გუნდთან, შალვა რამიშვილის გუნდთან მივედი სამუშაოდ. „იმედიდან“ წამოსვლის შემდეგ 1-წლიანი ინტერვალი მქონდა და ახლა „პოსტ ტვ“-ში ვმუშაობ. გათხოვებამდე კარიერული თვალსაზრისით ნიადაგი მომზდებული მქონდა, ამიტომ დაბრუნება არ გამჭირვებია. ისე გამოდის, რომ პაუზა მქონდა და მერე ისევ გავაგრძელე ჩემი საქმიანობა.
- 10 წლის და 8 წლის ბავშვები გყავთ, მათ ახლაც სჭირდებათ ყურადღება და მზრუნველობა, როგორ ახერხებთ სამსახურთან ერთად ამას?
- ბავშვები სკოლაში დადიან, ერთი რუსულ სკოლაშია, მეორე კერძო სკოლაში. დღის დიდ ნაწილს სკოლაში ატარებენ, ბიჭს წრეებიც სკოლაში აქვს და იქაა დატვირთული, გოგონა მხატვრულ ტანვარჯიშზე დადის, სხვათა შორის, შარშანაც და წელსაც საქართველოს ჩემპიონი გახდა. ძირითადად გოგონა გვყავს ხოლმე ტანვარჯიშზე წასაყვანი, ხან მე მიმყავს, ხან - ჩემს მეუღლეს, ხან - ბიძას, ხან - ჩემს ნათლულს და ასე რაღაცნაირად ვახერხებთ.
გაგრძელება