ინტერვიუ

"ბინაში დაგროვილი გაზის აფეთქება, შეიძლება ტელეფონის ზარმაც გამოიწვიოს" - უსაფრთხოების ზომები, რომლებიც ყველამ უნდა იცოდეს

"ბინაში დაგროვილი გაზის აფეთქება, შეიძლება ტელეფონის ზარმაც გამოიწვიოს" - უსაფრთხოების ზომები, რომლებიც ყველამ უნდა იცოდეს
ენერ­გე­ტი­კოს­მა გია არა­ბი­ძემ ბუ­ნებ­რივ აირ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბის და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "ნი­უს­რუ­მის" ეთერ­ში ისა­უბ­რა.
კი­თხვა­ზე, რამ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს აფეთ­ქე­ბა, თუ ბი­ნა­ში არა­ვინ არ არის მთე­ლი დღის მან­ძილ­ზე (ერთ-ერთი ვერ­სი­ით, დიდ დი­ღომ­ში მომ­ხდა­რი აფეთ­ქე­ბის ად­გი­ლას, გა­ზის დაგ­რო­ვე­ბა და­კე­ტილ ბი­ნა­ში მოხ­და, სა­დაც არა­ვინ ცხოვ­რობს), ენერ­გე­ტი­კო­სი პა­სუ­ხობს:

"და­ვუშ­ვათ, გაზ­მა მი­აღ­წია მაქ­სი­მა­ლურ კონ­ცენ­ტრა­ცი­ას 9%-ის ფარ­გლებ­ში, ამ დროს გა­ი­ღო ლიფ­ტის კარი და გა­ის­მა ხმა­უ­რი - ამა­საც კი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ეწ­ვია აფეთ­ქე­ბა. ან და­რე­კა სახ­ლის ტე­ლე­ფონ­მა - ესეც საკ­მა­რი­სია, რომ
აფეთ­ქე­ბა მოხ­დეს. ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ხდე­ბა თვი­თა­ფეთ­ქე­ბაც, ანუ ისე­თი კონ­ცენ­ტრა­ცი­აა უკვე, რომ თვი­თონ შე­უძ­ლია მო­ლე­კუ­ლებს აფეთ­ქდეს. ეს ძა­ლი­ან რთუ­ლი პრო­ცე­სია... როცა სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­ში ლიფ­ტია, სა­დარ­ბა­ზო­ში ვი­ღაც მოძ­რა­ობს, ან ის­მის ტე­ლე­ფო­ნის ხმა, დაგ­რო­ვი­ლი გა­ზის აფეთ­ქე­ბის უამ­რა­ვი მი­ზე­ზი არ­სე­ბობს.

მივ­მარ­თავ მო­სახ­ლე­ო­ბას, საკ­მა­რი­სია ოდო­რან­ტის სუნი იგ­რძნოთ და იმ წუთ­ში­ვე უნდა გა­მო­ი­ძა­ხოთ სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი! თუ გა­მო­ძა­ხე­ბა ვერ ხერ­ხდე­ბა, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა გა­და­ი­კე­ტოს გა­ზის მთა­ვა­რი სარ­ქვე­ლი. თუ ოდო­რან­ტის სუნი არის შე­ნო­ბა­ში, იქ არ შე­იძ­ლე­ბა გა­ზის ექ­სპლუ­ა­ტა­ცია და აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­ი­კე­ტოს" - აღ­ნიშ­ნა გია არა­ბი­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, თუ რამ­დე­ნად უსაფრ­თხოა სა­დარ­ბა­ზო­ში გაყ­ვა­ნი­ლი მი­ლე­ბი, ენერ­გე­ტი­კო­სის თქმით, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში სა­დარ­ბა­ზოს ფან­ჯრე­ბი არ არის ჰერ­მე­ტუ­ლი და იქ შე­უძ­ლე­ბე­ლია გა­ზის დაგ­რო­ვე­ბა მოხ­დეს. ასე რომ, სა­დარ­ბა­ზო­ში აფეთ­ქე­ბის შემ­თხვე­ვა იშ­ვი­ა­თად არის, უფრო სახ­ლი­დან ხდე­ბა აფეთ­ქე­ბა. მი­სი­ვე თქმით, სა­უ­კე­თე­სო ვა­რი­ან­ტია, გა­ზის მილი და­მონ­ტა­ჟე­ბი­სას გაყ­ვეს კე­დელს გა­რე­დან. ამ შემ­თხვე­ვა­ში აბ­სო­ლუ­ტუ­რად და­ცუ­ლია, თუ რა­ი­მე პრობ­ლე­მა მოხ­დე­ბა მილ­ში.


"თუმ­ცა, არის კორ­პუ­სე­ბი, რო­მელ­საც არ უხერ­ხდე­ბა გა­რე­დან მი­ლის გაყ­ვა­ნა. ამ შემ­თხვე­ვა­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია სა­დარ­ბა­ზო­ებ­ში გაყ­ვა­ნა, თუმ­ცა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რო­გორ მი­დის სა­დარ­ბა­ზო­დან სახ­ლში გა­ზის მო­წყო­ბი­ლო­ბამ­დე. გა­ზის მი­ლი­დან, ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში უნდა მო­ხერ­ხდეს გა­ზის მიყ­ვა­ნა გა­ზის ხელ­სა­წყოს­თან, სხვა სა­თავ­სო­ე­ბის გავ­ლის გა­რე­შე" - ამ­ბობს ენერ­გე­ტი­კო­სი და სახ­ლში და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი ცენ­ტრა­ლუ­რი გათ­ბო­ბის ქვა­ბე­ბი­სა თუ გა­ზის გა­მა­ცხე­ლებ­ლე­ბის შე­სა­ხებ დას­ძენს: გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
e87a93