ინტერვიუ

"მე და სოსო კადრს მიღმა, საოცრად "ტკბილი ცოლ-ქმარი" ვართ" - როგორ მოხვდა ''ქეთევან ღლონტი" "ჩემი ცოლის დაქალებში"

"მე და სოსო კადრს მიღმა, საოცრად "ტკბილი ცოლ-ქმარი" ვართ" - როგორ მოხვდა ''ქეთევან ღლონტი" "ჩემი ცოლის დაქალებში"
მსა­ხი­ობ თა­მუ­ნა ნი­კო­ლა­ძეს არ­ნა­ხუ­ლი პო­პუ­ლა­რო­ბა კო­მე­დი­ურ­მა სე­რი­ალ­მა - "შუა ქა­ლაქ­ში" მო­უ­ტა­ნა, სა­დაც ქე­თე­ვან ღლონ­ტის როლს 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში თა­მა­შობ­და. რო­დე­საც ასე­თი მსა­ხი­ო­ბი არა­ნაკ­ლებ პო­პუ­ლა­რულ, მაგ­რამ არა­კო­მე­დი­უ­რი ჟან­რის სე­რი­ალ­ში ინაც­ვლებს, საფრ­თხე ყო­ველ­თვის არ­სე­ბობს, რომ შე­საძ­ლოა, მა­ყუ­რე­ბელ­მა ვერ მი­ი­ღოს. თა­მუ­ნამ ეს საფრ­თხე მარ­ტი­ვად დაძ­ლია, ორ­გა­ნუ­ლად შე­ერ­წყა "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებს".
ის ექი­მი აჩი­კოს ცოლი, თა­თია გახ­ლავთ და არა­ვის ახ­სოვს ქე­თე­ვან ღლონ­ტი. ეს ის აჩი­კოა, რომ­ლის სე­რი­ალ­ში გა­მო­ჩე­ნამ ყვე­ლა­ფე­რი ყი­რა­ზე და­ა­ყე­ნა. რო­გორ მო­ა­ხერ­ხა თა­მუ­ნა ნი­კო­ლა­ძემ ქე­თე­ვან ღლონ­ტის ჩრდი­ლი­
დან გა­მოს­ვლა და რა მო­უ­ტა­ნა "და­ქა­ლებ­ში" გა­მო­ჩე­ნამ, ამა­ზე AMBEBI.GE-ს მკი­თხველს თა­ვად უამ­ბობს:

- "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" მე­თო­თხმე­ტე სე­ზო­ნი გა­სულ ოქ­ტომ­ბერს ახა­ლი და­წყე­ბუ­ლი იყო, როცა მი­მიწ­ვი­ეს. ძა­ლი­ან მომ­წონს ქეთი დევ­და­რი­ა­ნის ხედ­ვა, აქ­ტუ­ა­ლურ და პრობ­ლე­მა­ტურ თე­მებს ეხე­ბა. სამ­წუ­ხა­როა, მაგ­რამ ბევ­რი ქა­ლის თუ მა­მა­კა­ცის სათ­ქმელს ამ­ბობს. მე რო­გო­რი ქა­ლის თა­მა­შიც მო­მი­წია, ასე­თე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რნი არი­ან. ისი­ნი ით­მე­ნენ ღა­ლატს იმის­თვის, რომ ოჯა­ხი არ და­ან­გრი­ონ; ფიქ­რო­ბენ იმას, "რას იტყვის ხალ­ხი"; ბავ­შვის გამო ხუ­ჭა­ვენ თვა­ლებს, რომ პა­ტა­რა უმა­მოდ არ გა­ი­ზარ­დოს...

როცა ქალ­ბა­ტონ­მა ეკა მჟა­ვა­ნა­ძემ, კას­ტინ­გის მე­ნე­ჯერ­მა და­მი­რე­კა, მთხო­ვა, სა­სინ­ჯი სცე­ნა ჩა­მე­წე­რა. როცა ჩავ­წე­რეთ, მი­თხრა - რო­გორც კი ექი­მის ცოლი დაგ­ვჭირ­დე­ბა, და­გი­ძა­ხებთ, ამ როლ­ზე პირ­და­პირ შენ წარ­მო­გიდ­გი­ნეო... კი­დევ ერთხელ მად­ლო­ბა მას ამის­თვის. ეკ­რან­ზე დრა­მა­ტუ­ლი როლი აქამ­დე არ მქონ­და ნა­თა­მა­შე­ბი. არა­და, თე­ატ­რში, ჩემს სფე­რო­ში ბევ­რი კარ­გი რე­ჟი­სო­რის­გან ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი, დრა­მა­ტუ­ლი რო­ლე­ბით ახ­ლაც გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი ვარ... ჩემი კო­მე­დი­უ­რი ჟან­რის მსა­ხი­ო­ბო­ბა "შუა ქა­ლაქ­ში" გა­მო­ჩე­ნამ გან­სა­ზღვრა და კო­მე­დი­უ­რი სახე ამ სე­რი­ალ­მა გა­მო­ავ­ლი­ნა.
- თუმ­ცა ქე­თე­ვან ღლონ­ტის სა­ხეს "და­ქა­ლებ­ში" სე­რი­ო­ზუ­ლად გა­ე­ქე­ცით, კო­მე­დი­ი­დან დრა­მა­ში გა­დას­ვლა ბუ­ნებ­რი­ვად მოხ­და და სე­რი­ალ­ში ორ­გა­ნუ­ლად ჩა­ე­წე­რეთ...

- ბევ­რი დრა­მა­ტუ­ლი რო­ლიც მქო­ნია, რომ­ლებ­საც მერე ტკბი­ლად და მშვი­დად გა­მო­ვემ­შვი­დო­ბე. მსა­ხი­ო­ბი როლს არ უნდა მის­ტი­რო­დეს და არ უნდა ენა­ნე­ბო­დეს როლი, რო­მე­ლიც წლე­ბი თა­მა­შობ­და. უბ­რა­ლოდ, ტკბილ მო­გო­ნე­ბად უნდა და­ტო­ვოს. უნდა გა­ა­კე­თოს ახა­ლი და მო­რიგ სა­ფე­ხურს შე­ე­ჭი­დოს. ამი­ტომ, "და­ქა­ლე­ბის" ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი ვარ. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ეკ­რან­ზე კი­დევ ბევრ რა­ღა­ცას ვი­თა­მა­შებ, რად­გა­ნაც ღვთის წყა­ლო­ბა მაქვს და რე­ჟი­სო­რე­ბი­საც, რა­საც სულ ვგრძნობ.

ჩემი ის­ტო­რია დღეს არ და­წყე­ბუ­ლა, 3 წლის ასა­კი­დან მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის სცე­ნა­ზე დავ­დე­ქი, ბავ­შვო­ბი­დან ჯერ შტატ­გა­რე­შე მსა­ხი­ო­ბი ვი­ყა­ვი, მერე სხვა­დას­ხვა თე­ატ­რში ვთა­მა­შობ­დი. სხვა პრო­ფე­სი­ა­ზე ცხოვ­რე­ბა­ში არ მი­ფიქ­რია! რაც და­ვი­ბა­დე და რამ­დე­ნი წლი­საც ვარ, ჩემ­ში თე­ატ­რი სულ არის. სხვა­ნა­ი­რად ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია ცხოვ­რე­ბა. გააგრძელეთ კითხვა
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
e87a93