ინტერვიუ

"კახა სახელით მომმართავს, ნინო - ჩვეულებრივ ასე მეძახის" - რას ყვება კახა კალაძის სიდედრი

"კახა სახელით მომმართავს, ნინო - ჩვეულებრივ ასე მეძახის" - რას ყვება კახა კალაძის სიდედრი
"რაც კახა კალაძე ჩვენი სიძე გახდა და აქტიურად ჩაერთო პოლიტიკურ-საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ჩემს მეუღლეს სთხოვა, ძალოვან სტრუქტურაში აღარ ემუშავა"
წლებია უკვე, რაც არაობიექტურად გაშუქებული ინფორმაციების გამო ანუკი არეშიძეც და მისი ოჯახის სხვა წევრებიც ჟურნალისტებთან ურთიერთობას ერიდებიან. ანუკის დედა, ნინო ჭუმბურიძე ექიმი-ენდოკრინოლოგი გახლავთ და გარდა ამისა, უკვე დიდი ხანია, რაც აქტიურად არის ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში... ადვილი არ იყო ქალბატონი ნინოს დათანხმება შეხვედრაზე. თუმცა, კარგა ხნის ყოყმანის შემდეგ გვენდო და სასაუბროდ შინ მიგვიპატიჟა...

გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნებული
ინტერვიუდან:

"ანუკის საოცრად ანებივრებდა მამამისი, ბიჭების დაცვა ბადრისგან მე მიხდებოდა, ხოლო ანუკის ჩემგან მამამისი იცავდა. უზომოდ ონავარი და ცელქი იყო, მოუსვენარი, თან ძალიან საყვარელი... ლაღი და ხალასი ბუნება ჰქონდა. მეოთხე ბავშვი რომ დაიბადა და მე და ბადრიმ ანუკი პატარასთან ერთად დავინახეთ, ერთმანეთს გადავხედეთ და ვუთხარით, - როგორ წარმოვიდგენდით, რომ წლების შემდეგ ის პატარა გოგონა 4 ვაჟკაცის დედა იქნებოდაო..."

"კახა სახელით მომმართავს. ნინო - ჩვეულებრივ ასე მეძახის. ანუკიც სახელით მიმართავს დედამთილს, ხოლო რაც შეეხება კახას მამას, მხოლოდ ანუკის აქვს უფლება კარლოს შინაურული სახელი - ბულია დაუძახოს, განსაკუთრებულად ანებივრებს რძალს (იცინის)..."

- ამას წინათ ერთ ღონისძიებაზე, სადაც როგორც წარმატებული ქალი, ისე დაგაჯილდოვეს, წამყვანის წარდგენის შემდეგ თქვენ განაცხადეთ: მე კი არ ვარ კალაძის სიდედრი, ის არის ჩემი სიძეო.
- უხერხულობა შემიქმნა საქვეყნოდ იმის განცხადებამ, რომ მე ვიყავი კალაძის სიდედრი. ყველაზე საუკეთესო რამ, რაც შეიძლება ადამიანს ამშვენებდეს, ეს თავმდაბლობაა, არ მიყვარს სახალხოდ რამით ტრაბახი. ასეთი წარდგენა ჩემთვის მოულოდნელი იყო - მე თუ იმ სცენაზე ვიდგებოდი, როგორც კალაძის სიდედრი, ეს ჯილდო სულ არ მჭირდებოდა, იქ სიდედრებს ხომ არ აჯილდოებდნენ?.." გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
გიოგიო
კალაძე -გადადგება?-გადააგდებენ თუ ჩუმად წავა?.....
23:39 / 11-07-2019
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
e87a93