მიუხედავად იმისა, რომ სერიალით პოპულარული გახდა, მსახიობ თამუნა ნიკოლაძის საქმიანობა მხოლოდ ტელესერიალებში თამაში არ არის - წლებია, "თავისუფალი თეატრის" მსახიობია და არაერთი დრამატული როლი აქვს შესრულებული.
რამდენიმე დღის წინ "თავისუფალ თეატრში" კიდევ ერთი დრამატული როლი ითამაშა რეჟისორ ვანო ხუციშვილის სპექტაკლში "მუდამ ერთად". მისი გმირი - იოანა პოპესკო არსებული მდგომარეობის, რეჟიმისა და სიყვარულის მსხვერპლი აღმოჩნდა. დები - იოანა და ალექსანდრა პოპესკოების ცხოვრება სხვადასხვა ქვეყანაში დრამატულად ვითარდება - ალექსანდრა საყვარელი ადამიანისგან შორს ყოფნას განიცდის, იოანას - დის შეყვარებული შეუყვარდა.
"მუდამ ერთად" გასართობი სპექტალი არ არის, ის მათთვისაა, ვისაც ფიქრი და ჩაღრმავება უყვარს, წარმოდგენა უამრავ კითხვას აჩენს - თუნდაც იმას, შეძლებენ თუ არა დები მომავალში ურთიერთობას, მიუხედავად იმისა, რომ ერთ დროს ერთმანეთს ერთად ყოფნა შეჰფიცეს.
თამუნა ნიკოლაძე:
- მსახიობი ყოველთვის ოცნებობს, ჰქონდეს საინტერესო სამუშაო, იყოს მუდმივ ძიებაში. ეს პროცესი ამჯერად, 2-3 თვის განმავლობაში, ამ წარმოდგენაზე მუშაობისას მქონდა. ჩემი გმირი იოანა პოპესკო პირველ სცენაში 17 წლისაა, თეატრალური ინსტიტუტის პირველი კურსის სტუდენტია. ბოლოს კი, 35 წლის ქალი. ამიტომ, სცენაზე 18 წელი მქონდა გასანაწილებელი. არ ვიცი, ეს როგორ მოხერხდა, ყოველ შემთხვეაში, ვცდილობდი, დაწყებული პატარა დეტალით, ემოციური მახსოვრობით დამთავრებული, ყველაფერს ვაკონტროლებდი... ვანო ხუციშვილი ის რეჟისორია, თუ კონკრეტულ როლზე ზუსტად არ წარმოუდგენიხარ, არ დაგაკავებს. როცა მსახიობს აირჩევს, მერე აღარ ცვლის.
- კი, გადასანაწილებელია ტექნიკური ძალა, ფიზიკური პლასტიკა. ჩემს პერსონაჟს ცალი თვალით რომ შევხედოთ, უარყოფითი გმირია, მაგრამ როგორც მსახიობი, ყოველთვის ვცდილობ, ნებისმიერ როლს, რომელსაც ვთამაშობ, ადამიანური გამართლება მოვუძებნო. იოანა არის დროის, მდგომარეობის მსხვერპლი. ყველა სპექტაკლი რაღაც მესიჯს მიგზავნის ცხოვრებაში, როგორ შეიძლება მოვიქცე და როგორ - არა. ამ სპექტაკლმა მასწავლა, რომ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ეტაპზე, აუცილებლად უნდა მიხედო საკუთარ თავს და არ უნდა დაგრჩეს გვერდით პირადი ცხოვრება. იოანა დის წასვლას გადაჰყვა, დის შეყვარებულს და გაიხლართა ამ სასიყვარულო სამკუთხედში. ბოლოს კი ჯანმრთელობის, სამუშაოს, პროფესიის, შვილის, ქმრის გარეშე დარჩა და 35 წლის ასაკში 35 წლის ფიტული აღმოჩნდა.
- ეს აუცილებელი იყო, თემამ მოითხოვა გაშიშვლებული სხეული გაშიშვლებულ ემოციებთან და გრძნობებთან ერთად. ამას ასე მარტივად და სხვა სპექტაკლში ვერ გავაკეთებდი და არ გავაკეთებდი, ვიმეორებ, ამის აუცილებლობა თემამ მოიტანა. გაშიშვლებული მკერდები, - ეს არის ერთ ქალად ქცეული 2 ქალი, - "შეუმდგარი" მკერდი, "შეუმდგარი" რძე, "შეუმდგარი" დედობა. უშვილოდ დარჩენილი ორი ქალის ბედი, - ამ ყველაფერს ასე შევხედე და ასე გავამართლე. სცენაზე პატარა ყვავილიც კი არ შეიძლება გაუმართლებლად დააგდო... ბევრს ჩემგან ეს სითამამე გაუკვირდა, რადგანაც საკმაოდ ჩაკეტილი და დისტანციური ადამიანი ვარ, ცოტა მეგობრიანი, ვინც მყავს, ისინიც ამორჩევით. ასეთი ხასიათი მაქვს. ღმერთმა გვაჩუქა დედა, მამა, ბებია ბაბუა, და-ძმა, ხოლო მეორე ნახევრებს და მეგობრებს ვირჩევთ. ამიტომ, როცა გვეძლევა არჩევანის საშუალება, მინდა, ისეთი ავირჩიო, ვინც მინდა, რომ გვერდით მყავდეს. ჩემი, სიყვარულის და მეგობრობის ერთგულები. გაგრძელება