ინტერვიუ

"არ დავქორწინებულვართ, მაგრამ სრულფასოვანი ოჯახი ვართ" - ანი ბებიას და ილო ბეროშვილის სიყვარულის ისტორია

"არ დავქორწინებულვართ, მაგრამ სრულფასოვანი ოჯახი ვართ" - ანი ბებიას და ილო ბეროშვილის სიყვარულის ისტორია
მსა­ხი­ო­ბე­ბი, ილო ბე­როშ­ვი­ლი და ანი ბე­ბია, თა­ვი­ანთ სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბას კარ­გა ხანი მა­ლავ­დნენ, ამ თე­მა­ზე სა­ჯა­როდ არ სა­უბ­რობ­დნენ, მაგ­რამ თბი­ლის­ში რა და­ი­მა­ლე­ბა. მათი და­წყვი­ლე­ბის შე­სა­ხებ ხმე­ბი ჯერ კი­დევ მა­შინ გავ­რცელ­და, ვიდ­რე სე­რი­ალ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" ახალ სე­ზონ­ზე მათ პერ­სო­ნა­ჟებს შო­რის გაჩ­ნდე­ბო­და ინ­ტრი­გა. ცოტა ხნის წინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ილოს და ანის ერ­თობ­ლი­ვი ფოტო გა­მოჩ­ნდა, კო­მენ­ტა­რებ­ში მათ და­ქორ­წი­ნე­ბას ულო­ცავ­დნენ. ოფი­ცი­ა­ლუ­რად გახ­დნენ ცოლ-ქმა­რი თუ არა, მათ "სარ­კეს­თან" ისა­უბ­რეს შე­პი­რე­ბულ ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­ში.
- თქვენ­მა ერ­თობ­ლივ­მა ფო­ტომ დიდი აჟი­ო­ტა­ჟი გა­მო­იწ­ვია სო­ცი­ა­ლურ
ქსელ­ში. გი­ლო­ცავ­დნენ და­ქორ­წი­ნე­ბას. რა ხდე­ბა, ჩვენც მო­გი­ლო­ცოთ?

ანი:

რე­ა­ლუ­რად დაქრწი­ნე­ბუ­ლე­ბი არ ვართ.


ილო:

ამ ფო­ტოს ის­ტო­რია ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია: ერთ-ერთი კომ­პა­ნი­ის კორ­პო­რა­ტი­უ­ლი სა­ღა­მოს წამ­ყვა­ნე­ბი ვი­ყა­ვით. ანის ფო­ტო­ში აც­ვია თეთ­რი კაბა, რო­მელ­საც ფე­რად-ფე­რა­დი კოპ­ლე­ბი აქვს. სა­ზო­გა­დო­ე­ბას ჩვე­ნი ქორ­წი­ლი ალ­ბათ ასეთ სტილ­ში წარ­მო­უდ­გე­ნია.

ანი:

რამ­დე­ნი­მე თვეა ერ­თად ვართ. როცა პირ­ვე­ლი ფოტო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დავ­დეთ, არა­ფე­რი ეტყო­ბო­და, თუ ჩვენ შო­რის რამე ხდე­ბო­და, მაგ­რამ მა­შინ­ვე მოჰ­ყვა ერთი ამ­ბა­ვი, რომ სა­უ­კე­თე­სო წყვი­ლი ვართ. არა­და მა­შინ ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში ბევ­რი რამ არ იყო გარ­კვე­უ­ლი. სა­ნამ თვი­თონ გა­ვერ­კვე­ო­დით, ვი­ყა­ვით თუ არა შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი, ინ­ტერ­ნეტ­გა­მო­ცე­მებ­მა ეს ჩვენ მა­გივ­რად გა­ა­კე­თეს. ყვე­ლა­ფერ­ში როცა გა­ვერ­კვი­ეთ, ამის აფი­ში­რე­ბის სურ­ვი­ლი არ გაგ­ვიჩ­ნდა. რად­გან ისე­დაც დიდი დო­ზით ერე­ო­და სა­ზო­გა­დო­ე­ბა ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში. ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­ჯა­რო გახ­და ილოს და­ბა­დე­ბის დღე­ზე, როცა ბახ­ვამ (ბრეგ­ვა­ძე) გა­დაგ­ვი­ღო ვი­დეო, სა­დაც ილო მკოც­ნის. ამის შემ­დეგ უკვე ყვე­ლამ გა­ი­გო ჩვე­ნი ამ­ბა­ვი.

გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
e87a93