მსახიობები, ილო ბეროშვილი და ანი ბებია, თავიანთ სასიყვარულო ურთიერთობას კარგა ხანი მალავდნენ, ამ თემაზე საჯაროდ არ საუბრობდნენ, მაგრამ თბილისში რა დაიმალება. მათი დაწყვილების შესახებ ხმები ჯერ კიდევ მაშინ გავრცელდა, ვიდრე სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" ახალ სეზონზე მათ პერსონაჟებს შორის გაჩნდებოდა ინტრიგა. ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ილოს და ანის ერთობლივი ფოტო გამოჩნდა, კომენტარებში მათ დაქორწინებას ულოცავდნენ. ოფიციალურად გახდნენ ცოლ-ქმარი თუ არა, მათ "სარკესთან" ისაუბრეს შეპირებულ ექსკლუზიურ ინტერვიუში.
- თქვენმა ერთობლივმა ფოტომ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია სოციალურ ქსელში. გილოცავდნენ დაქორწინებას. რა ხდება, ჩვენც მოგილოცოთ?
ანი:
რეალურად დაქრწინებულები არ ვართ.
ილო:
ამ ფოტოს ისტორია ძალიან მარტივია: ერთ-ერთი კომპანიის კორპორატიული საღამოს წამყვანები ვიყავით. ანის ფოტოში აცვია თეთრი კაბა, რომელსაც ფერად-ფერადი კოპლები აქვს. საზოგადოებას ჩვენი ქორწილი ალბათ ასეთ სტილში წარმოუდგენია.
ანი:
რამდენიმე თვეა ერთად ვართ. როცა პირველი ფოტო სოციალურ ქსელში დავდეთ, არაფერი ეტყობოდა, თუ ჩვენ შორის რამე ხდებოდა, მაგრამ მაშინვე მოჰყვა ერთი ამბავი, რომ საუკეთესო წყვილი ვართ. არადა მაშინ ჩვენს ურთიერთობებში ბევრი რამ არ იყო გარკვეული. სანამ თვითონ გავერკვეოდით, ვიყავით თუ არა შეყვარებულები, ინტერნეტგამოცემებმა ეს ჩვენ მაგივრად გააკეთეს. ყველაფერში როცა გავერკვიეთ, ამის აფიშირების სურვილი არ გაგვიჩნდა. რადგან ისედაც დიდი დოზით ერეოდა საზოგადოება ჩვენს ცხოვრებაში. ეს ყველაფერი საჯარო გახდა ილოს დაბადების დღეზე, როცა ბახვამ (ბრეგვაძე) გადაგვიღო ვიდეო, სადაც ილო მკოცნის. ამის შემდეგ უკვე ყველამ გაიგო ჩვენი ამბავი.
გაგრძელება