"კასტინგზე 19 წლის გოგო დედასთან ერთად ხელჩაკიდებული მივედი. ამის გამო დღემდე დამცინიან"
ნიჭიერი, ლამაზი და პოზიტიური გოგონა - ბაბი კირკიტაძე ამჟამად გადაცემაში - "ღამის შოუ გიორგი გაბუნიასთან ერთად", Yellow ბენდთან თანამშრომლობს, თუმცა კომედიური ჟანრის გარდა, მისი ნაბიჯი სერიოზული მომღერლის ამპლუაშიც წარმატებული აღმოჩნდა - მის მიერ შესრულებულ სიმღერას (რომელიც რეზო ბლიაძემ დაუწერა) ინტერნეტში უამრავი "ნახვა" აქვს... რეალურ ცხოვრებაში ბაბი ხშირად აღმოჩენილა გაუთვალისწინებელ სიტუაციებში: კაბის გახევა, ელვაშესაკრავის გაფუჭება, საბურავის დაშვება მისთვის ჩვეულებრივი ამბავია.
იმასაც გაგიმხელთ, რომ მამა გოგონას თაყვანისმცემლებს და მათ მიერ მიძღვნილ თაიგულებს ახლოსაც არ აკარებს...
- ბენდის წევრები და "ღამის შოუს" თანამშრომლები, ყველა პროფესიონალია. წლებია, მათთან ვურთიერთობ. ამიტომ ვთვლი, რომ სახლში, ჩემს კომფორტულ გარემოში ვიმყოფები.
- "ღამის შოუს" რომელ სტუმარს გამოარჩევ და რატომ?
- ვინც გადაცემაში მოდის, ყველა განსაკუთრებულია. მაგალითად, ირმა ინაშვილს დაგისახელებთ, რომელმაც გიორგი გაბუნიასთან ერთად იმღერა. სხვათა შორის, ჩაწერამდე მხოლოდ 2-3 რეპეტიცია გაიარეს და ისე იმღერეს. ნიჭიერი ადამიანები აღმოჩნდნენ. ქალბატონ ირმასთან გადაცემის მიღმა შეხება არ მქონია, მაგრამ გადაცემაში ჩანდა, რომ იუმორის გრძნობა ნამდვილად კარგად აქვს განვითარებული.
- როგორი სამუშაო რეჟიმი გაქვს?
- შოუსთვის მუშაობა დამღლელი საერთოდ არ არის, რადგან მაქსიმუმ, კვირაში 2-3-ჯერ ვმუშაობ. თან, როცა გიყვარს, რასაც აკეთებ, დაღლილობას საერთოდ ვერ გრძნობ. ექსკლუზიურად გეტყვით, რომ ახალი პროექტის დაწყებას ვაპირებთ. შესაბამისად, ალბათ უკვე მთელი კვირა დაკავებული ვიქნები. ბევრს ვიშრომებთ, მაყურებელი რომ კმაყოფილი იყოს. იმედია, 2 თვეში პროექტი უკვე ეკრანზე იქნება.
- მსახიობის ამპლუაში იქნები თუ წამყვანის?
- მსახიობის. დანარჩენ დეტალებს ნუ გამომძალავ (იცინის).
- ცეკვა-თამაში და სიმღერა შენი თვითნაბადი ნიჭია თუ რაიმე პროფესიული განათლება გაქვს მიღებული?
- ალბათ, უფრო გენეტიკურია. როგორც ყველას, სკოლაში ზეიმები მეც მქონდა. აქტიური ბავშვი ვიყავი - სულ სოლოების შესრულება მინდოდა და ვასრულებდი კიდეც. ძალიან ვინდომებდი.
- ახლა, როცა ცნობილი ხარ, მშობლები ხომ არ ნანობენ, რომ თეატრალურ უნივერსიტეტში ჩაბარება დაგიშალეს?
- სხვათა შორის, დედამ მითხრა: არ მინდა, გულში პროტესტივით, საყვედურივით გქონდეს, რომ თეატრალურ უნივერსიტეტში ჩაბარებაზე უარი გითხარი - მაინც იმას აკეთებ, რაც გიყვარსო. მერე შემომთავაზა - თეატრალურში ახლა ხომ არ ჩააბარებდიო? - ახლა მე არ მინდა-მეთქი, - ვუთხარი.
განაგრძეთ კითხვა