რა ხდება, როცა სამი მიმზიდველი, ქარიზმატული მომღერალი ერთმანეთს უწევს კონკურენციას? ალბათ, იმარჯვებს საუკეთესოთა შორის საუკეთესო, სხვები კი მარცხდებიან, არა?
თუმცა, ჯგუფ sparkle-ის გოგონებმა, პროექტ “ახალ ხმაში” დათო ფორჩხიძის გუნდში ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლის შემდეგ, გადაწყვიტეს, თავიანთი ძალები გაეერთიანებინათ და მალევე შეძლეს მსმენელის გულების დაპყრობა.
ქართულ "იქს ფაქტორში" მეორე ადგილი დაიკავეს და 2015 წელს მონაწილეობა მიიღეს უკრაინულ "იქს ფაქტორში". პირველ გამოსვლას მილიონზე მეტი ნახვა აქვს. ისინი დღემდე თანამშრომლობენ უკრაინულ ტელეკომპანია СТБ-სთან.
დაახლოებით ექვსი თვის წინ ჯგუფი სალომე მერებაშვილმა დატოვა. როგორც თავად გოგონები განმარტავენ, მიზეზი დროის უქონლობა იყო. სალომეს ადგილი sparkle-ში ია ორჯონიკიძემ დაიკავა. “ია სიამოვნებით დაგვთანხმდა , ძალიან კარგად შევეწყვეთ და შევეგუეთ ერთმანეთს” - ამბობენ ისინი.
მათი სავიზიტო ბარათი განსხვავებული კომპოზიციების მიქსია. ცოტა ხნის წინ ქართული ესტრადისა და Maroon 5-ის ჰიტის კომბინაციით ინტერნეტსივრცე დაიპყრეს და მეტიც, sparkle-ის ხმამ ჯესი ჯეიმდეც მიაღწია. ჩვენ დავინტერესდით sparkle-ის ისტორიითა და გეგმებით და დავუკავშირდით გოგონებს.
- ჩვენი გზები გადაიკვეთა ერთ-ერთ პროექტში, სადაც ერთმანეთის კონკურენტები ვიყავით. შემდეგ სპეციალურად "იქს ფაქტორისთვის" შექმნეს ჩვენგან ჯგუფი. ხუთი წელი გახდება, რაც ერთად ვმღერით.
- ერთ-ერთ რეპეტიციაზე მოგვივიდა რამე ახლის და პოზიტიურის შექმნის იდეა. ვფიქრობთ, რომ ხალხი დაიღალა ამდენი ნეგატივით. ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობთ, ვასიამოვნოთ და გავაღიმოთ ჩვენი მსმენელი - იმის მიუხედავად, რომ ძალიან ბუნებრივად და თავისუფლად ვმღერით, ვფიქრობ, არც ისე მარტივია ამდენი განსხვავებული კომპოზიციის ერთად შეკვრა.
- განსაკუთრებით მაშინ, როცა სამივე ერთად ვართ. ძირითადად თინეიჯერი გულშემატკივრები გვცნობენ და ვუყვარვართ ძალიან.
- მე პროფესიით ვარ კულტურის მენეჯერი. ამჟამად ვარ Mess Dance Studio-ს პიარ-მენეჯერი. ახლო მომავალში მექნება საკუთარი სილამაზის სალონი.
ია პროფესიით ხელოვნებათმცოდნეა. თავისი პროფესიით სტაბილურად არა, მაგრამ სხვადასხვა საინტერესო პროექტზე უმუშავია. ასევე ითავსებს პიარ-მენეჯერობასაც, 2 წელი იყო რამდენიმე ტურისტული კომპანიის პიარ-მენეჯერი ერთობლივად. ამ ეტაპზე მხოლოდ სიმღერითაა დაკავებული, მაგრამ ბევრი საინტერესო იდეა და გეგმა აქვს, რასაც განახორციელებს ახლო მომავალში.
ნინი მუშაობს რადიოში, ერთ-ერთი გადაცემის წამყვანია.
- ბევრ საკითხში ვგავართ ერთმანეთს სამივე და ამასთან ერთად, სამივეს გვაქვს ჩვენი ინდივიდუალური ნიშა და ხედვა, რაც sparkle-ს მრავალფეროვანს და საინტერესოს ხდის. ერთმანეთს ვგავართ მუსიკალური გემოვნებით, და არამარტო… საკვები ობიექტები, მაღაზიები, ბრენდებიც კი ერთნაირი მოგვწონს… ბევრი საერთო გვაქვს. სწორედ ამიტომ კარგი მეგობრები ვართ და ბავშვობის დაქალებზე მეტად ერთმანეთთან უფრო დიდ დროს ვატარებთ. ჩვენი საერთო ჩათი არასდროს ჩუმდება და სწორედ მანდ ცხვება ახალ-ახალი იდეები. ინდივიდუალური კი გვაქვს გარეგნობა, შესრულების მანერა, ტემბრი და კიდევ ბევრი რამ.
- დიახ, ჯესი ჯეიმ ჩვენი ვიდეო "ინსტაგრამის" გვერდზეც გამოაქვეყნა. რა თქმა უნდა, ძალიან მოულოდნელი იყო მსოფლიო დონის ვარსკვლავის გამოჩენა.
სანამ გავიაზრეთ, არ გვჯეროდა. მართლაც თითქმის ყველა ქვეყნიდან გვწერენ, გვეპატიჟებიან თავისთან და გვესიყვარულებიან.
უდიდესი ბედნიერებაა მომღერლისთვის, როდესაც შრომას გიფასებენ და დადებითად ეხმაურებიან.
ამ ბოლო დროს ხასიათს უფრო ვაქცევ ყურადღებას, ვიდრე გარეგნობას. როგორი, ასე ვერ ვიტყვი კონკრეტულად არ აქვს მნიშვნელობა თმის და თვალის ფერს. ყურადღებიანი, მზრუნველი, თავის საქმის პროფესიონალი, იუმორი აუცილებლად.