ინტერვიუ

წონაში კლება დიეტის და საკვების შეზღუდვის გარეშე - როგორ ვმართოთ ემოციები და გამოვიმუშავოთ სწორი კვების ჩვევები

წონაში კლება დიეტის და საკვების შეზღუდვის გარეშე - როგორ ვმართოთ ემოციები და გამოვიმუშავოთ სწორი კვების ჩვევები
„საკვებზე ემოციური დამოკიდებულება ჯერ კიდევ ბავშვობაში ჩნდება“
ჭარბწონიანობა მსოფლიოში მილიონობით ადამიანის პრობლემაა. სამწუხაროდ, გამონაკლისი არც საქართველოა. ჭარბი წონა საშიშია ჯანმრთელობისთვის. იგი არაერთი დაავადების გამომწვევი შეიძლება გახდეს. მასთან საბრძოლველად უამრავი სახის დიეტას იყენებენ. არსებობს სხვადასხვა მეთოდით წონაში კლება, მათ შორის, ცილების, ნახშირწყლების, საათობრივი დიეტები და ა.შ. რომლებსაც არამხოლოდ ჭარბი წონის მქონე ადამიანები, არამედ ისინიც მიმართავენ, რომელთაც, ასე ვთქვათ, ფორმაში ჩადგომა, წონის კორექცია სურთ. თუმცა, ხშირ შემთხვევაში ერთჯერადი დიეტები, რომლებსაც თან ახლავს საკვების შეზღუდვა და ზოგჯერ შიმშილიც,
მხოლოდ ერთჯერადი ეფექტის საშუალებას იძლევა და მომხმარებელი სტაბილური შედეგის მიღწევას ვერ ახერხებს.


რა არის ამის მიზეზი?


ამის უმთავრესი მიზეზი არის ის, რომ ადამიანები არ იაზრებენ და წონის კორექციის პრობლემას არ აანლიზებენ, ანუ გაუაზრებლად შიმშილობენ, წონაშიც იკლებენ, თუმცა, მალევე ისევ ძველ წონას უბრუნდებიან. ხელში კი რჩებათ შიმშილი დღეების და ზოგჯერ კვირების განმავლობაში, რასაც უხასიათობა, გაღიზიანება და შესაძლოა, სხვა პრობლემებიც მოჰყვეს, მათ შორის, ჯანმრთელობის.

როგორც ფსიქოთერაპევტი ქეთი მესხიშვილი ამბობს, რაც უნდა დაიკლოს ადამიანმა, თუ მან არ გააცნობიერა, რომ მის მიერ საკვების გადაჭარბებულად მიღების მიზეზი არის ემოციურ და ფსიქოლოგიურ დონეზე, მერე აუცილებლად ისევ იმატებს დაკარგულ კილოგრამებს.

„მაგალთად, მოწყენილი ვარ და ემოციურ სიამოვნებას ვერ ვიღებ. ამიტომაც ვფიქრობ, მოდი, შევჭამ საჭმელს, რომ კვებით მაინც მივიღო სიამოვნება. ანუ კვება არის, როგორც სიამოვნების მიღების წყარო. კვების ჩვევები ყალიბდება ჯერ კიდევ ბავშვობაში, როდესაც ბავშვებს მშობლები ასწავლიან არასწორ კვებას. ჩნდება ემოციური დამოკიდებულება საკვებზე, მაგალითად, როდესაც ბავშვი ტირის და მშობლები მათ საკვებით აწყნარებენ, ეს ბავშვები როდესაც იზრდებიან, ცხოვრების იმ ეტაპზე, როცა ყველაზე მეტად უჭირთ, იწყებენ საკვების არასწორად მიღებას ემოციების ფონზე“ , - აღნიშნავს ფსიქოთერაპევტი.


როგორ ვებრძოლოთ ამ ჩვევას?


ფსიქოთერაპევტები ამბობენ, რომ ამისათვის მნიშვნელოვანი არა საკვების შეზღუდვა, არამედ სწორად კვება და ფსიქოთერაპიაა. სწორად კვება ადამიანებს განსხვავებულად ესმით. ქეთი მესხიშვილის თქმით, ზოგს ჰგონია, რომ მხოლოდ მოხარშული საკვები უნდა ჭამოს. სინამდვილეში კი საჭიროა დაბალანსებული კვება, როგორც ცილებით, ასევე ცხიმებით და ნახშირწყლებით.

სწორად კვებას სწავლა სჭირდება. სწორედ ამ მიზნით, საქართველოში პირველად ფსიქოთერაპიისა და კონსულტაციის სახლი „დიალოგი“ მსურველებს კვებითი დამოკიდებულების მართვის ტრენინგს სთავაზობს. ტრენინგის ფარგლებში მისი მონაწილეები ისწავლიან, სად გადის ზღვარი დანაყრებასა და "ბევრ ჭამას" შორის; გაიგებენ, თუ რატომ იმატებენ წონაში, შეინარჩუნებთ სასურველ მოცემულობას და მოტივაციას როგორც ფიზიოლოგიურ, ასევე ემოციურ დონეზე და გააცნობიერებენ კვებითი დამოკიდებულების ფსიქოლოგიურ მიზეზებს. წონის კორექციის ეს მეთოდი ადაპტირებული და ხშირად გამოყენებულია ევროპის ქვეყნებში და მას აქვს ძალიან ეფექტური შედეგი.


„ჩვენ ვმუშაობთ ჭარბ წონაზე, როგორც კვებით დამოკიდებულებასა და ფსიქოლოგიურ პრობლემაზე. ჩვენი მეთოდის ამომავალი წერტილი არის ჯგუფურ ფსიქოთერაპიულ და ინდივიდუალურ მუშაობაზე აგებული მიდგომა, რომლის პარალელურადაც ვასწავლით სწორ კვებას, რეალურ სწორ კვებას და არა დიეტას. ვასწავლით ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების სწორად გადანაწილებას. ჩვენ ვასწავლით, რომელია დაბალკალორიული და მაღალკალორიული პროდუქტი. ვასწავლით, რომ დღის განმავლობაში უნდა მიიღონ საკვები, მზა კერძები და კვება უნდა იყოს რეგულარული“, - ამბობს ქეთი მესხიშვილი.
კვებითი დამოკიდებულების მართვის ტრენინგი პარასკევს, 29 მარტს დაიწყება. შეხვედრები ჩატარდება შაბათ-კვირასაც. საერთო ჯამში, ტრენინგი 4-თვიანია. მსურველებს ექნებათ უფასო კონსულტაციების საშუალებაც. ასევე, პირველ ჯგუფში დარეგისტრირებულებს „დიალოგი“ სთავაზობს 50%-იან ფასდაკლებასაც.
ინდივიდუალური და ჯგუფური შეხვედრები ადამიანებს მისცემს საშუალებას, ემოციურ დონეზე გააანალიზონ, თუ რას ნიშნავს კვება და შეეცდებიან ჩამოიყალიბონ სწორი კვების ჩვევა, რაც მათ წონის კორექციის საშუალებას მისცემს. თან ეს ყველაფერი ისე მოხდება, რომ მათ არ მოუწევთ რაციონში შეზღუდონ რომელიმე პროდუქტი.


დამაინც, როგორია სწორი კვება?

ფსიქოთერაპევტ ქეთი მესხიშვილის თქმით, ადამიანი უნდა იკვებებოდეს რეგულურად - 3-3.5 საათში ერთხელ. აუცილებელია დილის საუზმე. საღამოსაც უნდა ჭამოს ადამიანმა და ღამეც, თუ ღამის გათენება უწევს. თუმცა, საღამოს საათებში უფრო ცილოვან პროდუქტებზე და ბოსტნეულზე უნდა გააკეთოს აქცენტი, რომლებიც ნაკლებად კალორიულია და ამავდროულად, დანაყრების საშუალებას იძლევა. ასეთია, მაგალითად, კვერცხი, ხაჭო, ზეთისხილი. არ არის რეკომენდებული წვნიანი კერძების მიღება ღამის საათებში. ასევე გასათვალისწინებელია, რომ კვება დაძინებამდე 1-1.5 საათით ადრე უნდა მოხდეს.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30