რატომ არ აჩვენებს ნათესავებს მარიამ სანოგო თავის შვილს? - Marao

რატომ არ აჩვენებს ნათესავებს მარიამ სანოგო თავის შვილს?

2019-03-28 16:24:36+04:00

აფრიკული წარმოშობის, საქართველოში გაზრდილი მოდელი მარიამ სანოგო ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო, როცა პოდიუმზე გამოვიდა. პარალელურად, "ტელეიმედის" საინფორმაციო გამოშვებაში ამინდის პროგნოზი მიჰყავს.

თებერვალში მარიამის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი მოვლენა მოხდა - ის და მისი ქმარი, მსახიობი გიორგი ლაშქარაძე ბიჭის მშობლები გახდნენ.

"კეთილი იყოს შენი ჩემს სამყაროში შემობრძანება", - დაწერა მარიამმა სოციალურ ქსელში, როცა პატარა ზურაბი გაჩნდა.

- მარიამ, მშობიარობის შემდეგ ტელევიზიაში ჩვეულ რეჟიმში აგრძელებთ მუშაობას, სამოდელო სფეროშიც ასეთი აქტიური ხართ თუ ბავშვის გაჩენამ ხელი შეგიშალათ?

- ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამოდელო სფეროში შვებულების აღება მომიხდა. სხვათა შორის, ორსულობის ბოლო დღემდე გადაღებებში ვმონაწილეობდი. ჩემთვის ძალიან კარგი გამოცდილება იყო იმ პერიოდში გადაღებებზე სიარული.

- სამოდელო კარიერას, ალბათ, გააგრძელებთ...

- რა თქმა უნდა.

- რაზე მოგიწიათ უარის თქმა ორსულობისას?

- ბევრ პროცედურაზე მომიწია უარის თქმა. მაგალითად, აცეტონს ვერ ვიყენებდი. ზეთოვანი სითხით შევცვალე. ამ დროს არ შეიძლება სახის წმენდა, ლაზერული ეპილაცია, მაკიაჟზეც უარის თქმა მომიწია. გამიჭირდა, რადგან ყოველდღე ეთერში გავდიოდი.

- დედობა როგორ გაითავისეთ?

- ჯერჯერობით კარგად ვართმევ თავს. არ მიჭირს ბავშვის მოვლა, პირიქით, ყველაფერს სიამოვნებით ვაკეთებ.

- ვინმე გეხმარებათ?

- მეუღლე. საკმაოდ მოხერხებული ბიჭია. თანაბრად ვიყოფთ მოვალეობებს.

- ძიძის აყვანას არ აპირებთ?

- ჯერჯერობით ძიძა არ გვჭირდება. სამსახურში ძალიან მიწყობენ ხელს. როცა სამუშაოდ მივდივარ, ბავშვს მეუღლეს ვუტოვებ. განაგრძეთ კითხვა