აფრიკული წარმოშობის, საქართველოში გაზრდილი მოდელი მარიამ სანოგო ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო, როცა პოდიუმზე გამოვიდა. პარალელურად, "ტელეიმედის" საინფორმაციო გამოშვებაში ამინდის პროგნოზი მიჰყავს.
თებერვალში მარიამის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი მოვლენა მოხდა - ის და მისი ქმარი, მსახიობი გიორგი ლაშქარაძე ბიჭის მშობლები გახდნენ.
"კეთილი იყოს შენი ჩემს სამყაროში შემობრძანება", - დაწერა მარიამმა სოციალურ ქსელში, როცა პატარა ზურაბი გაჩნდა.
- მარიამ, მშობიარობის შემდეგ ტელევიზიაში ჩვეულ რეჟიმში აგრძელებთ მუშაობას, სამოდელო სფეროშიც ასეთი აქტიური ხართ თუ ბავშვის გაჩენამ ხელი შეგიშალათ?
- ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამოდელო სფეროში შვებულების აღება მომიხდა. სხვათა შორის, ორსულობის ბოლო დღემდე გადაღებებში ვმონაწილეობდი. ჩემთვის ძალიან კარგი გამოცდილება იყო იმ პერიოდში გადაღებებზე სიარული.
- სამოდელო კარიერას, ალბათ, გააგრძელებთ...
- რა თქმა უნდა.
- რაზე მოგიწიათ უარის თქმა ორსულობისას?
- ბევრ პროცედურაზე მომიწია უარის თქმა. მაგალითად, აცეტონს ვერ ვიყენებდი. ზეთოვანი სითხით შევცვალე. ამ დროს არ შეიძლება სახის წმენდა, ლაზერული ეპილაცია, მაკიაჟზეც უარის თქმა მომიწია. გამიჭირდა, რადგან ყოველდღე ეთერში გავდიოდი.
- დედობა როგორ გაითავისეთ?
- ჯერჯერობით კარგად ვართმევ თავს. არ მიჭირს ბავშვის მოვლა, პირიქით, ყველაფერს სიამოვნებით ვაკეთებ.
- ვინმე გეხმარებათ?
- მეუღლე. საკმაოდ მოხერხებული ბიჭია. თანაბრად ვიყოფთ მოვალეობებს.
- ძიძის აყვანას არ აპირებთ?
- ჯერჯერობით ძიძა არ გვჭირდება. სამსახურში ძალიან მიწყობენ ხელს. როცა სამუშაოდ მივდივარ, ბავშვს მეუღლეს ვუტოვებ.
განაგრძეთ კითხვა