ინტერვიუ

გვანცა დარასელიას გულახდილი ინტერვიუ ოჯახურ ცხოვრებაზე

გვანცა დარასელიას გულახდილი ინტერვიუ ოჯახურ ცხოვრებაზე
ქა­ლურ ამ­ბებ­ზე ტე­ლე­წამ­ყვან გვან­ცა და­რა­სე­ლი­ას ვე­სა­უბ­რეთ, რო­მე­ლიც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­ცხოვ­რებ­ლად მცხე­თა­ში გა­და­ვი­და. გა­ვარ­კვი­ეთ, რის გამო კა­მა­თობს მე­უღ­ლეს­თან, ჰქო­ნია თუ არა კრი­ზი­სუ­ლი პე­რი­ო­დი ცოლ­ქმრულ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში, რა ეშ­მა­კუ­რი ხერ­ხი მო­ი­ფიქ­რეს მან და მის­მა მე­გობ­რებ­მა, რომ ოჯა­ხურ ცხოვ­რე­ბას­თან ერ­თად, არც მე­გობ­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის და­ნაკ­ლი­სი ჰქო­ნო­დათ...
- სხვა­თა შო­რის, ეგ დრო მახ­სოვს: "გუ­შინ უშნო ვი­ყა­ვი, დღეს არა მი­შავს" - და­ახ­ლო­ე­ბით ასე­თი დღე მქონ­და. თან, იმ დღეს ბევ­რი კომ­პლი­მენ­ტი მი­ვი­ღე. მი­ზე­ზი არ ვიცი, წარ­მოდ­გე­ნა არ მაქვს - ერთი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი დღე იყო (მო­ზარ­დი
გახ­ლდით). უბ­რა­ლოდ, მა­შინ პირ­ვე­ლად ვიგ­რძე­ნი თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა, თო­რემ მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ყო­ველ­თვის მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, - რა ლა­მა­ზი ხარო, თავს ლა­მა­ზად სა­ერ­თოდ არ მი­ვიჩ­ნევ­დი. როცა ადა­მი­ა­ნი სა­კუ­თარ გა­რეგ­ნო­ბას შეჩ­ვე­უ­ლი ხარ, ვერ აღ­მოგხდე­ბა - ვა­ი­მე, რა ლა­მა­ზი ვარო. ამ­ბო­ბენ, კარ­გია, რომ შენს თავს კომ­პლი­მენ­ტი უთხრაო, მაგ­რამ ჩემს გა­რეგ­ნო­ბა­ზე ასე "ჩა­ციკ­ლუ­ლი" არ ვარ. თუმ­ცა, რა თქმა უნდა, სა­სი­ა­მოვ­ნოა, როცა ქა­თი­ნა­ურს გე­უბ­ნე­ბი­ან.

- ზრდას­რუ­ლო­ბი­სას გქო­ნია პე­რი­ო­დი, როცა გი­ფიქ­რია, უშნო ვარო?


- კი, რო­გორ არა! უიღ­ბლო დღე ყვე­ლას აქვს, როცა ადა­მი­ანს თმა სა­შინ­ლად გაქვს, მა­კი­ა­ჟი არ მოგ­წონს, თავს ცუ­დად გრძნობ, არც შენი სხე­უ­ლის ფორ­მე­ბი მოგ­წონს... რო­გორც ყვე­ლა ქალს, ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი მეც მქო­ნია, მაგ­რამ პი­რი­ქი­თაც ყო­ფი­ლა და მერე ერთი მე­ო­რეს აბა­ლან­სებს.



- თავს ძლი­ერ ქა­ლად მი­იჩ­ნევ?


- თავს ყო­ჩაღ ქა­ლად უფრო მი­ვიჩ­ნევ, ვიდ­რე ძლი­ე­რად. იცი, რა­ტომ? ჩემი ძლი­ე­რე­ბის გა­დამ­წყვე­ტი გა­მოც­და ჯერ არ ყო­ფი­ლა, რად­გან ოჯახ­შიც გა­მი­მარ­თლა ("ზურ­გი" ყო­ველ­თვის მყავ­და) და მე­უღ­ლე­შიც (და "ზურ­გი" ახ­ლაც მყავს). სა­კუ­თარ თავ­ზე დიდი ტვირ­თის აღე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა არ მაქვს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ უამ­რავ რა­მეს ვაგ­ვა­რებ: ოჯა­ხურ საქ­მე­ებს, ბავ­შვე­ბის აღ­ზრდას, მაგ­რამ მა­ინც მგო­ნია, რომ სი­ტყვა "სი­ყო­ჩა­ღე" უფრო შე­მე­ფე­რე­ბა, ვიდ­რე "ძლი­ე­რე­ბა". ძლი­ე­რი აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა შე­იძ­ლე­ბა იყოს: ბავ­შვიც, ქა­ლიც, კა­ციც...

- ოჯა­ხის შექ­მნის მერე, შენს სა­მე­გობ­როს ხში­რად ხვდე­ბი?


- კი, ასე­თი სა­მე­გობ­რო მყავს. თან, ეშ­მა­კუ­რი რა­ღაც მო­ვი­ფიქ­რეთ: იმ და­სახ­ლე­ბა­ში, სა­დაც სა­ცხოვ­რებ­ლად გა­და­ვე­დით, ჩვენ­მა ბევ­რმა მე­გო­ბარ­მა იყი­და სახ­ლი. ასე რომ, მე­გობ­რე­ბი მე­ზობ­ლე­ბიც გავ­ხდით. ამი­ტომ მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის და­ნაკ­ლი­სი აბ­სო­ლუ­ტუ­რად არ მაქვს, რად­გან ხან ერ­თთან ვიკ­რი­ბე­ბით, ხან - მე­ო­რეს­თან, ამ მხრივ გაგ­ვი­მარ­თლა. პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი ისე ლაგ­დე­ბა, რომ ადა­მი­ანს მა­ინც სახ­ლში მი­გეჩ­ქა­რე­ბა - მხო­ლოდ ბავ­შვებ­ზე ზრუნ­ვა ხომ არაა სა­ჭი­რო? მე­უღ­ლე­საც მე­უღ­ლის­გან არა­ნაკ­ლე­ბი ყუ­რა­დღე­ბა სჭირ­დე­ბა, რო­გორც მა­გა­ლი­თად - ბავ­შვებს, სამ­სა­ხურს... დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ხან­და­ხან ოთხად ვერ გა­იჭ­რე­ბი, რომ მე­გობ­რე­ბიც ნახო, იმუ­შაო კი­დეც, ბავ­შვებ­ზეც იზ­რუ­ნო და ყუ­რა­დღე­ბა არც მე­უღ­ლეს მო­აკ­ლო. ამი­ტომ სა­მე­გობ­როს შეკ­რე­ბა კვი­რა­ში ერთხელ თუ გა­მოგ­ვი­ვი­და, კარ­გია.


- ცოლ­ქმრულ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში კრი­ზი­სუ­ლი პე­რი­ო­დი გქო­ნია?


- კი, კრი­ზი­სუ­ლი სი­ტუ­ა­ცია ყვე­ლა ურ­თი­ერ­თო­ბა­შია. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ დგე­ბა, როცა წყვი­ლი რა­ღაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხზე ვერ თან­ხმდე­ბა. ასე­თი სი­ტუ­ა­ცია ჩვენც გვქო­ნია, თუმ­ცა გა­დაგ­ვი­ლა­ხავს - სხვა რა­ღა­ცე­ბი გა­და­წო­ნის ხოლ­მე: 1-2 დღე გა­ვი­ბუ­ტე­ბით და მერე ვრიგ­დე­ბით, რო­გორც ყვე­ლა.


- კა­მა­თი­სას ძი­რი­თა­დად, ვინ თმობს?


- "დათ­მო­ბა" რას ნიშ­ნავს? თუ ამ­ბობ, ვუთ­მო­ბო, მა­შინ აღარც უნდა ეკა­მა­თო ადა­მი­ანს. როცა ეკა­მა­თე­ბი, გინ­და თუ არა, უკვე კონ­ფლიქ­ტია - დათ­მო­ბაც აღარ გა­მო­დის. ბო­ლოს, უკვე ძა­ლი­ან მაგ­რად რომ იჩხუ­ბებ, დათ­მო­ბას აზრი აღარ აქვს (იღი­მის). ამი­ტომ ან სა­ერ­თოდ უნდა და­უთ­მო და "გა­ა­ტა­რო", რაც შენ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია, ან - ბო­ლომ­დე უნდა შე­უ­ტიო. სი­ტუ­ა­ცი­ას გა­აჩ­ნია, მაგ­რამ ბევ­რჯერ და­მით­მია. გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93