ინტერვიუ

"დანამდვილებით ვიცი, რომ სიყვარულმა შემცვალა" - როგორია "ლეკას" რეალური ცხოვრება

"დანამდვილებით ვიცი, რომ სიყვარულმა შემცვალა" - როგორია "ლეკას" რეალური ცხოვრება
ახალ­გაზ­რდა მსა­ხი­ო­ბი ქეთი წიქ­ვა­ძე ქარ­თუ­ლი გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი ტე­ლე­სე­რი­ა­ლის, "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" ერთ-ერთი მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟის, ჩი­კას "სკან­და­ლუ­რი" და­ქა­ლის როლს ას­რუ­ლებს, თუმ­ცა, რო­გორც ქეთი აღ­ნიშ­ნავს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ხე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში გა­ი­ზარ­და, პრო­ფე­სი­ით ტელე-კი­ნო­მე­ნე­ჯე­რია და სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით მოხ­ვდა ამ რო­ლის ქას­თინ­გებ­ზე. ქეთი მსა­ხი­ობ ნანა ლორ­თქი­ფა­ნი­ძის შვი­ლი და რე­ჟი­სორ გიგა ლორ­თქი­ფა­ნი­ძის შვი­ლიშ­ვი­ლია.
ახალ­გაზ­რდა მსა­ხი­ობს ორი შვი­ლი ჰყავს. რო­გორც ქეთი აღ­ნიშ­ნავს, კინოროლი მის­თვის პირ­ვე­ლია და სა­ერ­თოდ არ ჰგავს იმ პერ­სო­ნაჟს, რო­მელ­საც სე­რი­ალ­ში გა­ნა­სა­ხი­ე­რებს.

ლე­კას რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი "ბო­მონ­დის" ბლიც-ინ­ტერ­ვი­უს კი­თხვებს პა­სუ­ხობს:

ბავ­შვო­ბა­ში ვი­ყა­ვი...


- საკ­მა­ოდ პუტ­კუ­ნა და საყ­ვა­რე­ლი...

როლი, რო­მელ­საც სი­ა­მოვ­ნე­ბით მო­ვირ­გებ­დი...


- დიახ, არც მეტი, არც ნაკ­ლე­ბი, ჯუ­ლია რო­ბერტსი ვიქ­ნე­ბო­დი და დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით მის ყვე­ლა როლს მო­ვირ­გებ­დი.



ოჯა­ხი...


- ჩემ­თვის ოჯა­ხი ყვე­ლა­ფე­რია. ეს არის ბედ­ნი­ე­რე­ბა, რო­მელ­საც წლებ­თან ერ­თად აა­ნა­ლი­ზებ და ხვდე­ბი, თუ რამ­დე­ნად ძვირ­ფა­სი რამ არის.

შემ­თხვე­ვა, რო­მელ­მაც შემ­ცვა­ლა...


- შემ­თხვე­ვას, რო­გორც ასეთს, ვერ ვიხ­სე­ნებ, თუმ­ცა და­ნამ­დვი­ლე­ბით ვიცი, რომ სიყ­ვა­რულ­მა გა­ნა­პი­რო­ბა ჩემი შეც­ვლა. ეს ისე­თი გრძნო­ბაა, რო­მე­ლიც რა­დი­კა­ლურ ცვლი­ლე­ბებს იწ­ვევს ყვე­ლა სუ­ლი­ერ­ში­, ა­სე მგო­ნია...



ნივ­თი, რომ­ლის გა­რე­შეც არ შე­მიძ­ლია...


- ეს ტე­ლე­ფო­ნია, რომ­ლის გა­რე­შეც შე­უძ­ლე­ბე­ლი და გა­მო­რი­ცხუ­ლია, სად­მე წა­ვი­დე.

საყვარელ ადამიანს ვერ ვაპატიებ...

- ყვე­ლა­ფერს ვა­პა­ტი­ებ. იმი­ტომ არის ჩემ­თვის საყ­ვა­რე­ლი და გა­მორ­ჩე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი, რომ
ყვე­ლაფ­რის პა­ტი­ე­ბას შევ­ძლებ...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30