„2015 წლის შემდეგ მომავალს არ ვგეგმავ. ვცხოვრობ დღეს და აქ და ვაფასებ ყველა მომენტს, რაც დღეს მაქვს. ვთვლი, რომ ცხოვრება არის დღეს. არც გუშინ იყო და არც ხვალ იქნება და ამით უნდა ვიცხოვროთ“, - აცხადებს „სარკესთან" საუბარში განო მელითაური.
- განო, ამჟამად რას საქმიანობთ?
- გავაკეთე ინოვაციური სამკერვალო ფაბრიკა, რომელსაც ჩემს მეოთხე შვილს ვეძახი. მისი ისტორია დაიწყო 2017 წელს, როდესაც მე და კახა გაგნიძემ დავაფუძნეთ სრულიად ახალი ხედვის კომპანია, რომელსაც მოდის ინდუსტრიაში უნდა შეექმნა განსხვავებული
ბრენდები ქართული ბაზრისთვის.
ინოვაციური ფაბრიკის ისტორია დაიწყო მაშინ, როდესაც სამაგისტრო ნაშრომს ვასრულებდი პოლონეთში, ვარშავის მენეჯმენტის უნივერსიტეტში. ჩემი სადიპლომო ნაშრომი გავაკეთე სამეცნიერო კვლევაზე, რომელიც ეხებოდა ფერების მიმღებლობას საქართველოში. უნიკალური ნაშრომი გამოვიდა.
ინოვაციური სამკერვალო ფაბრიკა ორიენტირებულია სოციალური პროექტების განხორციელებაზეც. დაახლოებით შვიდწლიანი განვითარების გეგმა შევიმუშავეთ, რომლის ფარგლებშიც პირველი ნაბიჯი იყო ფერების მიმღებლობის კვლევა. შემდეგ მასზე დაყრდნობით უნდა გაკეთებულიყო ახალგაზრდული ტანსაცმლის ხაზი და ასეც მოხდა.
შარშან ბაზარზე გამოვიტანეთ ბრენდი კომბინიზონა, რომელიც იყო ქართველებისთვის და ასევე, საბავშვო ხაზი. მომხმარებელს იმდენად მოეწონა დიზაინი, ტანსაცმლის კონცეფცია, რომ დაახლოებით 3 კვირაში გაიყიდა სრული კოლექცია.
- როგორ ანაწილებთ დროს საქმესა და ბავშვებზე?
- სამწუხაროდ, ბავშვებთან 24 საათი ვერ ვარ. მაგრამ მათ გარეშე ჩემი არსებობა წარმოუდგენელია. ყველაფერს მათთვის ვაკეთებ. მშობლები მეხმარებიან.
გაგრძელება + ფოტო