ინტერვიუ

რა საერთო აქვს "ჩცდ"-ის “პავლეს” თავის პერსონაჟთან? - “კონკრეტულად როგორ მოვიქცეოდი მსგავს სიტუაციაში, ვერ გეტყვით...”

რა საერთო აქვს "ჩცდ"-ის “პავლეს” თავის პერსონაჟთან? - “კონკრეტულად როგორ მოვიქცეოდი მსგავს სიტუაციაში, ვერ გეტყვით...”
ყველაზე პოპულარულ ქართული ტელესერიალში, “ჩემი ცოლის დაქალებში” ახალი პერსონაჟების გამოჩენას ყოველთვის დიდი გამოხმაურება და ინტერესი მოჰყვება საზოგადოების მხრიდან. ბოლო ეპიზოდებში მაყურებლის ყურადღება მიმტანმა მიიპყრო, რომელიც მოულოდნელად მაკა ანჯაფარიძეს მოევლინა “მხსნელად”.

პავლეს როლს თეატრის მსახიობი გიორგი ოქრუაშვილი თამაშობს. ყველა მოუთმენლად ელის ახალი პერსონაჟის განვითარებას. “არ ვიცი რეალურად ამ პერსონაჟის ზრახვები, რაიმე მიზანი ამოძრავებს თუ კეთილშობილურად უდგას გვერდში მაკას”, - ამბობს მსახიობი.

პირველ რიგში, მაინტერესებს, როგორ მოხვდით სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" და რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში ამ
სერიალში გამოჩენის შემდეგ?


- დამირეკა ქასთინგმენეჯერმა ეკა მჟავანაძემ და შემატყობინა, რომ როლზე დამამტკიცეს. რაც შეეხება ცვლილებებს, არაჩვეულებრივ პარტნიორებთან თამაშის, რეჟისორებთან მუშაობის და სტაფთან ურთიერთობის ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე.


როგორც ვიცი, პროფესიით მსახიობი ხართ, მაგრამ თეატრზე მეტი მაყურებელი ჩვენს დროში კინოს ჰყავს. საქართველოში ყველაზე ცნობილ სერიალში მონაწილეობის შემდეგ, ცხადია, გაიზრდებოდა თქვენი ცნობადობა. ამჩნევთ ამას? ქუჩაში გცნობენ?

- რა თქმა უნდა, გაიზარდა და ეს ბუნებრივიცაა. თეატრში ნათამაშები 10 როლიდან იშვიათად გცნობენ, როცა საკმარისია, ეკრანზე გამოჩნდე და მაშინვე ფართო მასებისთვის ცნობადი ხდები.

გაიზარდა თუ არა თქვენდამი ინტერესი საპირისპირო სქესში, როგორ გამოხატავენ თქვენთან დაახლოების სურვილს და როგორია მეუღლის დამოკიდებულება?

- თქვენ წარმოიდგინეთ, დიდად არავის გამოუჩენია ინტერესი, თუმცა ასეც რომ მოხდეს, მეუღლე სავსებით ადეკვატურად მიიღებს, რადგან იცის ჩემი რეაქცია მსგავს ფაქტებზე.

ეს თქვენთვის პირველი კინოროლი იყო თუ მანამდეც გითამაშიათ რომელიმე ფილმში ან სერიალში?

- მითამაშია სტუდენტის ფილმში, მაგრამ ეს ჩემთვის ყველაზე მასშტაბური როლია მათ შორის, რაც აქამდე მითამაშია.

პავლესა და გიორგის შორის რა მსგავსებებსა და განსხვავებებს ხედავთ? მსგავს სიტუაციაში მოიქცეოდით თუ არა ისე, როგორც თქვენი პერსონაჟი მოიქცა?

- ყოველთვის, როცა რეალურ ცხოვრებაში ვაწყდები უსამართლობას, მეც ყოველთვის ასე ვიქცევი. მაგრამ მაინც, კონკრეტულად როგორ მოვიქცეოდი მსგავს სიტუაციაში, ვერ გეტყვით, ჯერჯერობით არ მაქვს ამ კითხვაზე პასუხი, რადგან არ ვიცი რეალურად ამ პერსონაჟის ზრახვები, რაიმე მიზანი ამოძრავებს თუ კეთილშობილურად უდგას გვერდში მაკას.


როგორია "ფორმულა კრეატივის" ჯგუფთან თანამშრომლობა?

- ძალიან საინტერესოა, მთელი სტაფი მობილიზებულია, თითოეული მათგანი თავისი საქმის პროფესიონალია.

ფოტო: "ჩცდ"; facebook
FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93