ვალერი მელაძე და ალბინა ჯანაბაევა შოუბიზნესის ერთ-ერთი განხილვადი წყვილია. ეს არცაა გასაკვირი, რადგან "ვია გრას" ყოფილი სოლისტის გამო მომღერალმა წერტილი დაუსვა თავის მრავალწლიან ქორწინებას და გაეყარა ცოლს, რომელთანაც სამი ქალიშვილი აკავშირებდა.
ირინა მელაძე იშვიათად აძლევს ინტერვიუს, მაგრამ ახლახან გადაწყვიტა დათანხმებოდა, ეპასუხა ჟურნალისტების კითხვაზე, აქვთ თუ არა ურთიერთობა გოგონებს ვარსკვლავურ დედინაცვალთან. ის ამბობს, რომ უკვე აღარ ნერვიულობს ქმრის ღალატზე. განქორწინებამდე 2 წლით ადრე ხვდებოდა ქმრის ღალატს. მუსიკოსი გაურბოდა ამ თემაზე საუბარს, მაგრამ ერთხელაც გაბედა და უთხრა ღალატის თაობაზე სიმართლე. თუმცა ახალი გატაცების სახელის ხსენება ვერ გაბედა.
მოგვიანებით ირინამ ალბინა ჯანაბაევას შესახებ მეგობრისგან შეიტყო. არადა, რამდენიმე წლის წინ ალბინას ბიჭის დაბადება მიულოცა ირინამ. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ბიჭი ვალერისგან ჰყავდა. წაიკითხეთ ვრცლად და დაათვალიერეთ ფოტოები