ინტერვიუ

გაიცანით მაშველი გოგონები, რომლებიც წელს ზღვაზე თქვენს უსაფრთხოებაზე იზრუნებენ

გაიცანით მაშველი გოგონები, რომლებიც წელს ზღვაზე თქვენს უსაფრთხოებაზე იზრუნებენ
"ჩვენ გვინ­და სტე­რე­ო­ტი­პე­ბი და­ვამ­სხვრი­ოთ და მა­მა­კა­ცი მაშ­ვე­ლე­ბის მსგავ­სად, ადა­მი­ა­ნე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე ვიზ­რუ­ნოთ", - ამ­ბობს AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ერთ-ერთი მაშ­ვე­ლი გო­გო­ნა, რო­მე­ლიც წელს შავი ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე დამ­სვე­ნე­ბელ­თა უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე იზ­რუ­ნე­ბს.
მაშ­ვე­ლი გო­გო­ნე­ბი აჭა­რის სა­ნა­პი­რო­ზე წელს პირ­ვე­ლად გა­მოჩ­ნდნენ. ისი­ნი ბა­თუ­მის სა­ზღვაო აკა­დე­მი­ის კურ­სან­ტე­ბი არი­ან, მათ შე­სა­ბა­მი­სი წვრთნე­ბი ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხურ­ში უკვე გა­ი­ა­რეს. რო­გორც შსს-ში გან­მარ­ტა­ვენ, მაშ­ვე­ლი გო­გო­ნე­ბის მო­ვა­ლე­ო­ბა იქ­ნე­ბა პლაჟ­ზე პატ­რუ­ლი­რე­ბა, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში დახ­მა­რე­ბის გა­მო­ძა­ხე­ბა, პირ­ვე­ლა­დი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნა და გა­და­უ­დე­ბე­ლი აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, უშუ­ა­ლოდ სა­მაშ­ვე­ლო პრო­ცეს­ში
ჩარ­თვა.

ერთ-ერთი მაშ­ვე­ლი ქრის­ტი­ნე დიდ­მა­ნი­ძე ბა­თუ­მის სა­ზღვაო აკა­დე­მი­ა­ში ბიზ­ნე­სის მარ­თვის ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობს. იგი ამ­ბობს, რომ სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო პრო­ფე­სი­ას 20 წლის ასაკ­ში უკვე და­ე­უფ­ლა და ფიქ­რობს, რომ მის­თვის მთა­ვა­რი სა­ნა­პი­რო­ზე მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბაა.



"ბა­თუ­მის სა­ზღვაო აკა­დე­მი­ა­ში მე­ო­რე კურ­სის სტუ­დენ­ტი ვარ. ჩვენს სას­წავ­ლე­ბელ­ში შსს-ს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მო­ვიდ­ნენ და სტუ­დენ­ტებს შე­მოგ­ვთა­ვა­ზეს ვა­კან­სია, რომ­ლის მი­ხედ­ვით, ბა­თუ­მის სა­ნა­პი­რო­ზე გო­გო­ნებს მაშ­ვე­ლის პო­ზი­ცი­ა­ზე მუ­შა­ო­ბა მა­მა­კა­ცებ­თან ერ­თად შე­ეძ­ლოთ. ჩემი კურ­სი­დან სამ­ნი წა­მო­ვე­დით, გა­ვი­ა­რეთ ტრე­ნინ­გე­ბი, რო­გორც სა­მე­დი­ცი­ნო, ასე­ვე სა­მაშ­ვე­ლო ინ­ვენ­ტა­რის გა­მო­ყე­ნე­ბის კუ­თხით. ჩემ­თვის მთა­ვა­რია, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ზღვა­ში ყოფ­ნი­სას იყ­ვნენ უსაფრ­თხოდ და მო­ვუ­წო­დებ მათ, რომ სიფრ­თხი­ლე გა­მო­ი­ჩი­ნონ. გან­სა­კუთ­რე­ბით პა­ტა­რებს მი­აქ­ცი­ონ ყუ­რა­დღე­ბა... ცოტა ვღე­ლავ, რად­გან ძა­ლი­ან სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო საქ­მეა, იყო მაშ­ვე­ლი და ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლე­ზე იზ­რუ­ნო. თი­თო­ე­ულ­მა მაშ­ველ­მა უნდა იცო­დეს, რომ სა­ნა­პი­რო­ზე ყოფ­ნი­სას ყუ­რა­დღე­ბა არ უნდა მო­ა­დუ­ნოს და მაქ­სი­მა­ლუ­რი გა­ა­კე­თოს ადა­მი­ა­ნე­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად. მე პი­რა­დად, სურ­ვი­ლი მაქვს გა­ვა­კე­თო ის საქ­მე, რა­საც ბი­ჭე­ბი აკე­თე­ბენ და და­ვიც­ვა ზღვა­ში მყო­ფი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა", - ამ­ბობს ქრის­ტი­ნე დიდ­მა­ნი­ძე.



სტე­რე­ო­ტი­პე­ბის დამ­სხვრე­ვა სურს აკა­დე­მი­ის კი­დევ ერთ კურ­სანტს, ქეთი მე­ლი­ქიშ­ვილს.

გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
e87a93