ინტერვიუ

გაჰყვება თუ არა რეგიონში საცხოვრებლად მეუღლე ზურა ხაჩიძეს

გაჰყვება თუ არა რეგიონში საცხოვრებლად მეუღლე ზურა ხაჩიძეს
"ქუ­ჩის ბი­ჭე­ბის" წევ­რი, მომ­ღე­რა­ლი ზურა ხა­ჩი­ძე გუ­შინ სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის გუ­ბერ­ნა­ტო­რის, ბე­სიკ ამი­რა­ნაშ­ვი­ლის მე­სა­მე მო­ად­გი­ლის პოსტზე და­ი­ნიშ­ნა. მის­თვის დღეს პირ­ვე­ლი სა­მუ­შაო დღე იყო. რა პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას გეგ­მავს რე­გი­ონ­ში მომ­ღე­რა­ლი და გაჰ­ყვე­ბა თუ არა სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­ში მე­უღ­ლე ხა­თუ­ნა ჟორ­და­ნია, ამის შე­სა­ხებ ზურა ხა­ჩი­ძე AMBEBI.GE-ს ესა­უბ­რა.

- ზურა, რო­გორ ჩა­ი­ა­რა პირ­ველ­მა სა­მუ­შაო დღემ სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის გუ­ბერ­ნა­ტო­რის მო­ად­გი­ლის რან­გში?


- დღეს გუ­ბერ­ნა­ტორ­თან ერ­თად ინ­ვეს­ტო­რებს შევ­ხვდით. რე­გი­ონ­ში ტექ­ნი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი იყო, რო­მელებიც ბა­ტონ ბესო ამი­რა­ნაშ­ვილ­თან ერ­თად კარ­გად და­ვა­ლა­გეთ. ასე რომ, პირ­ვე­ლი სა­მუ­შაო დღე პო­ზი­ტი­უ­რად
და­ი­წყო.

- მე­უღ­ლე, ხა­თუ­ნა ჟორ­და­ნია გა­მოგ­ყვე­ბათ რე­გი­ონ­ში სა­ცხოვ­რებ­ლად?


- მარ­ტო გად­მო­ვე­დი სა­ცხოვ­რებ­ლად ბორ­ჯომ­ში, ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი კი თბი­ლის­ში დარ­ჩნენ. ჩვე­ნი ქა­ლიშ­ვი­ლი - ანას­ტა­სია სწავ­ლობს, გა­მოც­დე­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბა და ბორ­ჯომ­ში ვერ გად­მო­ვიყ­ვან­დით.

- შე­ა­თან­ხმეთ ოჯა­ხის წევ­რებ­თან ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა?


- როცა ეს შე­მო­თა­ვა­ზე­ბა მი­ვი­ღე, რა თქმა უნდა, ოჯა­ხის წევ­რებს ვე­სა­უბ­რე. მათ იცი­ან, რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩემ­თვის ჩემი რე­გი­ო­ნი და შე­სა­ბა­მი­სად მი­ვი­ღეთ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და შე­მო­თა­ვა­ზე­ბას დავ­თან­ხმდი. შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცას ჩემი არ სჯე­რა, მაგ­რამ ჩე­მამ­დეც ინიშ­ნე­ბოდ­ნენ მომ­ღერ­ლე­ბი თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე, მა­გა­ლი­თად, გოგა ხა­ჩი­ძე და მან იმ რე­გი­ო­ნის­თვის ძა­ლი­ან ბევ­რი კარ­გი საქ­მე გა­ა­კე­თა. ზუს­ტად ის მი­მარ­თუ­ლე­ბა ჩა­მა­ბა­რეს, რა­საც 25 წე­ლია ვემ­სა­ხუ­რე­ბი: ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, მის­თვის სა­ჭი­რო ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი და მზად ვარ, ყვე­ლა­ფე­რი პირ­ნათ­ლად შე­ვას­რუ­ლო. განაგრძეთ კითხვა
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93