"ქუჩის ბიჭების" წევრი, მომღერალი ზურა ხაჩიძე გუშინ სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის, ბესიკ ამირანაშვილის მესამე მოადგილის პოსტზე დაინიშნა. მისთვის დღეს პირველი სამუშაო დღე იყო. რა პროექტების განხორციელებას გეგმავს რეგიონში მომღერალი და გაჰყვება თუ არა სამცხე-ჯავახეთში მეუღლე ხათუნა ჟორდანია, ამის შესახებ ზურა ხაჩიძე AMBEBI.GE-ს ესაუბრა.
- ზურა, როგორ ჩაიარა პირველმა სამუშაო დღემ სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილის რანგში?
- დღეს გუბერნატორთან ერთად ინვესტორებს შევხვდით. რეგიონში ტექნიკური პრობლემები იყო, რომელებიც ბატონ ბესო ამირანაშვილთან ერთად კარგად დავალაგეთ. ასე რომ, პირველი სამუშაო დღე პოზიტიურად დაიწყო.
- მეუღლე, ხათუნა ჟორდანია გამოგყვებათ რეგიონში საცხოვრებლად?
- მარტო გადმოვედი საცხოვრებლად ბორჯომში, ჩემი ოჯახის წევრები კი თბილისში დარჩნენ. ჩვენი ქალიშვილი - ანასტასია სწავლობს, გამოცდებისთვის ემზადება და ბორჯომში ვერ გადმოვიყვანდით.
- შეათანხმეთ ოჯახის წევრებთან ეს გადაწყვეტილება?
- როცა ეს შემოთავაზება მივიღე, რა თქმა უნდა, ოჯახის წევრებს ვესაუბრე. მათ იციან, რამდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის ჩემი რეგიონი და შესაბამისად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და შემოთავაზებას დავთანხმდი. შეიძლება ვიღაცას ჩემი არ სჯერა, მაგრამ ჩემამდეც ინიშნებოდნენ მომღერლები თანამდებობებზე, მაგალითად, გოგა ხაჩიძე და მან იმ რეგიონისთვის ძალიან ბევრი კარგი საქმე გააკეთა. ზუსტად ის მიმართულება ჩამაბარეს, რასაც 25 წელია ვემსახურები: ღონისძიებები, მისთვის საჭირო ინფრასტრუქტურული პროექტები და მზად ვარ, ყველაფერი პირნათლად შევასრულო. განაგრძეთ კითხვა