ინტერვიუ

"თურმე დაჭრილი გოგონა, რომელსაც ტელევიზიით ვუყურებდი, ჩემი შვილი ყოფილა" - ინტერვიუ მაკო გომურის დედასთან

"თურმე დაჭრილი გოგონა, რომელსაც ტელევიზიით ვუყურებდი, ჩემი შვილი ყოფილა" - ინტერვიუ მაკო გომურის დედასთან
20-21 ივ­ნი­სის აქ­ცი­ის დარ­ბე­ვი­სას, 19 წლის სტუ­დენ­ტმა მაკო გო­მურ­მა თვა­ლი და­კარ­გა. სა­ა­ვად­მყო­ფო­დან იგი რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­მო­წე­რეს. მაკო გუ­შინ სამ­კურ­ნა­ლოდ ევ­რო­პა­ში გა­ემ­გზავ­რა. ჟურ­ნალ "გზა­ში" გა­მოქ­ვეყ­ნდა ინ­ტერ­ვიუ მა­კოს დე­დას­თან, მაია ინი­აშ­ვილ­თან. გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რი­დებს:
"ემო­ცი­უ­რად ძა­ლინ მძი­მედ ვარ. ჩვენ არაგ­ვის­პირ­ში ვცხოვ­რობთ. 3 გოგო და ერთი ბიჭი მყავს. იმ ღა­მეს აქ­ცი­ას ტე­ლე­ვი­ზი­ით ვუ­ყუ­რებ­დი. არ ვი­ცო­დი, ჩემი შვი­ლე­ბი იქ თუ იყ­ვნენ. სა­ღა­მოს რომ ვე­ლა­პა­რა­კე, მი­თხრეს, მა­ღა­ზია რომ და­ი­კე­ტე­ბა (ერთ-ერთ სუ­პერ­მარ­კეტ­ში მუ­შა­ო­ბენ), სახ­ლში წა­ვალ­თო. 12 სა­ა­თის შემ­დეგ და­ვუ­რე­კე. მო­მა­ტყუ­ეს, სახ­ლში
მივ­დი­ვარ­თო. თურ­მე აქ­ცი­ა­ზე ყო­ფი­ლან და არ გა­მიმ­ხი­ლეს, გა­მიფრ­თხილ­დნენ, არ მა­ნერ­ვი­უ­ლეს.


იმ ღა­მეს ტე­ლე­ვი­ზორ­თან გვი­ა­ნო­ბამ­დე შევ­რჩი, დარ­ბე­ვის კად­რებს ვუ­ყუ­რე და მე­უღ­ლეს ვუ­თხა­რი, ეს გოგო ჩვენს მა­კოს რო­გორ ჰგავს-მეთ­ქი, მაგ­რამ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რომ ის სახ­ლში იყო და და­ვი­ძი­ნე. თურ­მე ის დაჭ­რი­ლი გო­გო­ნა, რო­მელ­საც ტე­ლე­ვი­ზი­ით ვუ­ყუ­რებ­დი, რო­გორ გაჰ­ყავ­დათ, ჩემი შვი­ლი ყო­ფი­ლა. მე­ო­რე დღეს დი­ლა­ად­რი­ან ავ­დე­ქი. ჩემი გოგო და ბიჭი მო­ვიდ­ნენ. მათ არ ვე­ლო­დე­ბო­დი და და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე მივ­ხვდი, რა­ღაც მოხ­და. და­მამ­შვი­დეს, ნუ გე­ში­ნია, ყვე­ლა­ნი ცო­ცხლე­ბი ვართ, მაგ­რამ მა­კოს თვა­ლი და­უ­ზი­ან­დაო. ძა­ლი­ან ვი­ნერ­ვი­უ­ლე, გან­ვი­ცა­დე, მაგ­რამ ახლა ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ის არის, რომ შვი­ლი ცო­ცხა­ლი მყავს. გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
e87a93