ინტერვიუ

"ერთ დღესაც ძალიან მომინდა იმიჯი შემეცვალა" - როგორ გამოიყურება "ლუნა" ცხვირის ოპერაციის შემდეგ

"ერთ დღესაც ძალიან მომინდა იმიჯი შემეცვალა" - როგორ გამოიყურება "ლუნა" ცხვირის ოპერაციის შემდეგ
ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" მსა­ხი­ობ­მა - ქეთი ხუ­ციშ­ვილ­მა რი­ნოპ­ლას­ტი­კა გა­ი­კე­თა. რა­ტომ გა­და­წყვი­ტა ცხვი­რის ფორ­მის შეც­ვლა და ხომ არ უკავ­შირ­დე­ბა სე­რი­ა­ლის სი­უ­ჟეტს ეს ამ­ბა­ვი, ამის შე­სა­ხებ ქე­თის ვე­სა­უბ­რეთ...
- რი­ნოპ­ლას­ტი­კა რამე კონ­კრე­ტუ­ლი მი­ზე­ზის გამო არ გა­და­მი­წყვე­ტია. ოპე­რა­ცია, სის­ხლი, ასე­თი რა­ღა­ცე­ბი ძა­ლი­ან მა­ში­ნებ­და. ამი­ტომ ცხვი­რის პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცი­ის გა­კე­თე­ბის სურ­ვი­ლი წი­ნათ არა­სო­დეს გამ­ჩე­ნია. ერთ დღე­საც, 41 წლის ასაკ­ში, ძა­ლი­ან მო­მინ­და იმი­ჯი შე­მეც­ვა­ლა. პირ­ველ რიგ­ში, ცხვირს "მი­ვა­დე­ქი": კლი­ნი­კა­ში წა­ვე­დი, ოპე­რა­ცი­ის დღე დავ­ნიშ­ნეთ და რი­ნოპ­ლას­ტი­კა გა­ვი­კე­თე. უკ­მა­ყო­ფი­ლო კი არა, ქალი ის­ტე­რი­კა­ში
ვარ, ისე მომ­წონს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ცოტა ხნის წინ გა­ვი­კე­თე და ცხვი­რი ჯერ კი­დევ შე­სი­ვე­ბუ­ლი მაქვს.

- რო­გო­რი რე­აქ­ცია გქონ­და, რო­დე­საც სახ­ვე­ვე­ბის მოხ­სნის შემ­დეგ, სარ­კე­ში პირ­ვე­ლად ჩა­ი­ხე­დე?


- ვა­ი­მე!.. ჰო, კლი­ნი­კა­ში სახ­ვე­ვე­ბი რომ მო­ვიხ­სე­ნი, სა­კუ­თა­რი გა­რეგ­ნო­ბა მე­უ­ცხო­ვა. არ მო­მე­წო­ნა-მეთ­ქი, - ამას ვერ ვი­ტყვი, მაგ­რამ ჯერ "და­უ­ლა­გე­ბე­ლი", და­სი­ვე­ბუ­ლი იყო, რა თქმა უნდა, თუმ­ცა უც­ბად, მა­ინც სხვა სახე და­ვი­ნა­ხე. არა­ნა­ი­რი შიში არ მიგ­რძნია - ვი­ცო­დი, რომ ჩა­ცხრე­ბო­და და ძა­ლი­ან მა­გა­რი დად­გე­ბო­და.

- ცხვი­რის ახალ­მა და ლა­მაზ­მა ფორ­მამ შენს ხა­სი­ათ­ზე ზე­გავ­ლე­ნა ხომ არ მო­ახ­დი­ნა?


- რა თქმა უნდა, ახა­ლია და ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, ადა­მი­ა­ნი აჟი­ტი­რე­ბუ­ლი ხარ. როცა შენი თავი მოგ­წონს, ხა­სი­ა­თიც გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა. ყო­ველ დი­ლით, სარ­კე­ში ჩა­ხედ­ვი­სას სა­კუ­თა­რი თავი მომ­წონს.



- აღ­ნიშ­ნე, იმი­ჯის შეც­ვლა გა­დავ­წყვი­ტე და ცხვი­რით და­ვი­წყეო. კი­დევ რის შეც­ვლას აპი­რებ?


- კბი­ლე­ბი ჩა­ვის­ვი... არ ვგეგ­მავ, რომ გა­რეგ­ნო­ბა­ში, თუნ­დაც - სა­ხე­ზე, რამე შე­ვიც­ვა­ლო.

- ჩაც­მის სტი­ლი, ვარ­ცხნი­ლო­ბა?


- ძა­ლი­ან "თა­ვი­სუ­ფალ" ვარ­ცხნი­ლო­ბას ვა­ტა­რებ. ქორ­წილ­შიც რომ წა­ვი­დე, გან­სა­კუთ­რე­ბულ, სა­ლო­ნურ ვარ­ცხნი­ლო­ბას არ ვი­კე­თებ - შე­იძ­ლე­ბა, თმა შინ მო­ვი­წეს­რი­გო და ისე წა­ვი­დე, თან - ჯინ­სის სა­მოს­ში გა­მო­წყო­ბი­ლი. თუ დამ­ჭირ­და, რა თქმა უნდა, სა­ლონ­საც ვსტუმ­რობ, მა­გა­ლი­თად - ფრჩხი­ლებს ვი­წეს­რი­გებ ხოლ­მე.

- "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფი საქ­მის კურ­სში იყო, როცა ცხვი­რის პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცი­ის გა­კე­თე­ბას აპი­რებ­დი?


- რა თქმა უნდა. სხვაგ­ვა­რად არ გა­მო­დის: ერთ-ერთ მთა­ვარ როლს ვას­რუ­ლებ. შე­იძ­ლე­ბა, პერ­სო­ნა­ჟის გარ­კვე­ულ ცვლი­ლე­ბა­ზე უარი თქვან, მაგ­რამ თან­ხმო­ბა მი­ვი­ღე, რის გა­მოც შე­მოქ­მე­დე­ბით ჯგუფს დიდ მად­ლო­ბას ვუხ­დი. გაგრძელება + ფოტო
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93