ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობმა - ქეთი ხუციშვილმა რინოპლასტიკა გაიკეთა. რატომ გადაწყვიტა ცხვირის ფორმის შეცვლა და ხომ არ უკავშირდება სერიალის სიუჟეტს ეს ამბავი, ამის შესახებ ქეთის ვესაუბრეთ...
- რინოპლასტიკა რამე კონკრეტული მიზეზის გამო არ გადამიწყვეტია. ოპერაცია, სისხლი, ასეთი რაღაცები ძალიან მაშინებდა. ამიტომ ცხვირის პლასტიკური ოპერაციის გაკეთების სურვილი წინათ არასოდეს გამჩენია. ერთ დღესაც, 41 წლის ასაკში, ძალიან მომინდა იმიჯი შემეცვალა. პირველ რიგში, ცხვირს "მივადექი": კლინიკაში წავედი, ოპერაციის დღე დავნიშნეთ და რინოპლასტიკა გავიკეთე. უკმაყოფილო კი არა, ქალი ისტერიკაში ვარ, ისე მომწონს, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნის წინ გავიკეთე და ცხვირი ჯერ კიდევ შესივებული მაქვს.
- როგორი რეაქცია გქონდა, როდესაც სახვევების მოხსნის შემდეგ, სარკეში პირველად ჩაიხედე?
- ვაიმე!.. ჰო, კლინიკაში სახვევები რომ მოვიხსენი, საკუთარი გარეგნობა მეუცხოვა. არ მომეწონა-მეთქი, - ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ ჯერ "დაულაგებელი", დასივებული იყო, რა თქმა უნდა, თუმცა უცბად, მაინც სხვა სახე დავინახე. არანაირი შიში არ მიგრძნია - ვიცოდი, რომ ჩაცხრებოდა და ძალიან მაგარი დადგებოდა.
- ცხვირის ახალმა და ლამაზმა ფორმამ შენს ხასიათზე ზეგავლენა ხომ არ მოახდინა?
- რა თქმა უნდა, ახალია და ასეთ შემთხვევაში, ადამიანი აჟიტირებული ხარ. როცა შენი თავი მოგწონს, ხასიათიც გიუმჯობესდება. ყოველ დილით, სარკეში ჩახედვისას საკუთარი თავი მომწონს.
- აღნიშნე, იმიჯის შეცვლა გადავწყვიტე და ცხვირით დავიწყეო. კიდევ რის შეცვლას აპირებ?
- კბილები ჩავისვი... არ ვგეგმავ, რომ გარეგნობაში, თუნდაც - სახეზე, რამე შევიცვალო.
- ჩაცმის სტილი, ვარცხნილობა?
- ძალიან "თავისუფალ" ვარცხნილობას ვატარებ. ქორწილშიც რომ წავიდე, განსაკუთრებულ, სალონურ ვარცხნილობას არ ვიკეთებ - შეიძლება, თმა შინ მოვიწესრიგო და ისე წავიდე, თან - ჯინსის სამოსში გამოწყობილი. თუ დამჭირდა, რა თქმა უნდა, სალონსაც ვსტუმრობ, მაგალითად - ფრჩხილებს ვიწესრიგებ ხოლმე.
- "ჩემი ცოლის დაქალების" შემოქმედებითი ჯგუფი საქმის კურსში იყო, როცა ცხვირის პლასტიკური ოპერაციის გაკეთებას აპირებდი?
- რა თქმა უნდა. სხვაგვარად არ გამოდის: ერთ-ერთ მთავარ როლს ვასრულებ. შეიძლება, პერსონაჟის გარკვეულ ცვლილებაზე უარი თქვან, მაგრამ თანხმობა მივიღე, რის გამოც შემოქმედებით ჯგუფს დიდ მადლობას ვუხდი. გაგრძელება + ფოტო