ინტერვიუ

მერსი სულხანიშვილის თავის მოვლის რუტინა და ტანის სკრაბის საიდუმლო რეცეპტი

მერსი სულხანიშვილის თავის მოვლის რუტინა და ტანის სკრაბის საიდუმლო რეცეპტი
ჟურნალისტი და ტელეწამყვანი მერსი სულხანიშვილი ყოველთვის ლამაზად გამოიყურება. ის მუდამ ცდილობს, ფორმაში იყოს. ზაფხულში კანს განსაკუთრებული მოვლა და მზის სივებისგან დაცვა სჭირდება. ამავე დროს, ლამაზი რუჯიც.

ყველა ქალს საკუთარი თავის მოვლის ხრიკები აქვს. როგორია მერსი სულხანიშვილის ზაფხულის თვის მოვლის რუტინა და რა არის მისი სილამაზის საიდუმლო რეცეპტებს ის თავად გაგვიმხელს.

მერსი ზაფხულში როგორ უვლი სახის კანს?


- სახის მოვლას სეზონი არ სჭირდება. ყველაზე სეზონზე ერთნაირად ვიტარებ სხვადასხვა სახის პროცედურებს, ჩემს დერმატო კოსმეტოლოგს ვანდობ გარეგონობას. ყოველთვის
საუკეთესო პროცედურებს მთავაზობს და მეც თვალდახუჭული ვენდობი. მან უკეთ იცის, რა სჭირდება ჩემს კანს. სიმართლე, რომ გითხრათ, სახლის პირობებში განსაკუთრებულს არაფერს არ ვიკეთებ. მინიმალური ყოველდღიური რუტინა მაქვს. სახლის პირობებში ვცდილობ ნატურალური პროდუქცია გამოვიყენო.


რომელ ნატურალურ პროდუქტებს ანიჭებ უპირატესობას?

- ერთ-ერთი ჩემი საყვარელი პროდუქტია ქოქოსი, კაკაო, შია. სხვათა შორის, ქოქოსის კარაქს ვიყენებ მაკიაჟის მოსაცილებლადაც. ამ პროდუქტების შემთხვევაში ქართულს ვანიჭებ უპირატესობას. ზაფხულის სეზონზე, ძალიან მიყვარს მარწყვის ნიღაბი. უმარტივესია მისი მოხმარება. მარწყვი უნდა დავჭყლიტოთ და წავისვათ დაბანილ სახეზე, გავიჩეროთ 15 წუთი და ჩამოვიბანოთ თბილი წყლით.

თვალის ირგვლივ კანს როგორ უვლი?

- ამ ბოლო დროს ძალიან პოპულარულია „პაჩები“ თვალების ქვეშ. სხვათა შორის, მოლოდინს გადაჭარბა იმდენად კმაყოფილი ვარ. სულ რაღაც 15 წუთში დგები ფორმაში. მაკიაჟამდე აუცილებლად მაგას ვიყენებ. ასევე, ჩემი აღმოჩენა თერმული წყალია, რომელიც ჩემი ფავორიტია დღის განმავლობაში.

რაიმე შენი საფირმო ნიღბის რეცეპტი თუ გაქვს?

- ერთი ძალიან მაგარი ტანის სკრაბის რეცეპტს გაგიმხელთ, რომლის მომზადება ნებისმიერ ქალბატონს შეუძლია სახლის პირობებში. ის არის არაჩვეულებრივი, არა მხოლოდ მკვდარ უჯრედებს მოგაშორებით სხეულიდან, არამედ არაჩვეულებრივი დამატენიანებელი ეფექტიც აქვს. ასევე, იქიდან გამომდინარე, რომ ერთ-ერთი ინგრედიენტი ვაშლის ძმარია, ცელულიტის პრევენციაშიც მცირედით, თუმცა წვლილს აუცილებლად შეიტანს.

  • 3 სუფრის კოვზი ნალექიანი ყავა;
  • 1 სუფრის კოვზი მარილი;
  • 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი;
  • 1 სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი;

ზღვისთვის, რუჯისთვის როგორ ამზადებ კანს?

- სიმართლე გითხრათ ზღვაზე სეირნობა უფრო მიყვარს, ვიდრე რუჯის მიღება. ზოგადად მზის აბაზანებს ამ ბოლო დროს იშვიათად ვიღებ. არ მომწონს ძალიან სიშავე. ზომიერი რუჯისთვის წელიწადში ორჯერ ვსტუმრობ სოლარიუმს. შემოდგომაზე და გაზაფხულზე 60 წუთი. რაც შეეხება აუზს, სეზონის განმავლობაში რამდენჯერმე მისვლა საკმარისია სასურველი ფერის მისაღებად. რუჯის მისაღებად როგორც სოლარიუმში, ასე აუზსა თუ ზღვაზე ვიყენებ კაკაოს კარაქს, რომელიც საოცარი ფერის მიღებაში მეხმარება.

გარუჯვის შემდეგ როგორ უვლი კანს?

- ყოველდღიურად სხეულის დასატენიანებლად ქოქოსის კარაქს ვიყენებ. აქვე გეტყვით იმას, რომ დღესდღეობით სასურველი ფერის მისაღებად არსებობს ტანის მაკიაჟები, ტონერები, ბრონზერები.

პ.ს. აქვე გეტყვით იმას, რომ ლამაზი კანის თუ სხეულის საიდუმლო არის სწორი, კვება, იკვებეთ სწორად. ივარჯიშეთ, მიიღეთ ბევრი სითხე. დღეში სულ მცირე 2-3 ლიტრი წყალი. სახეზე ღიმილი, რაც შეიძლება მეტი გაიღიმეთ და იყავით შინაგანად ბედნიერები.

ნინო გასვიანი
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
e87a93