დიზაინერი ეკა ბალანჩივაძე ყოველთვის მოვლილად და ლამაზად გამოიყურება. თუ როგორ უვლის ეკა თავს, როგორია მისი თავის მოვლის ხრიკები და მიმართავს თუ არა პლასტიკური ჩარევებისთვის თავის მეუღლეს, კოტე მათითაშვილს, ეკა თავად გვიამბობს:
- თავის მოვლას "რუტინას" ვერ დავარქმევ, თუმცა ასე უწოდებენ.
საღამოს აუცილებლად ვიბან სახეს მაკიაჟისგან სპეციალური ქაფისმაგვარი საპნით. ვთვლი, რომ მხოლოდ ესეც საკმარისია, იმდენად კარგი და ეფექტური საშუალებაა. ის არა მარტო აშორებს მაკიაჟს, არამედ ატენიანებს კანს, ასხივოსნებს და კანი თითქოს შიგნიდან ბრწყინავს. ვხმარობ სახის შრატს და დამატენიანებელს ლიფტინგით. ასევე, 6 თვეში ერთხელ ვცდილობ სახის დასატენიანებლად მივმართო ესთეტიკის ცენტრებს.
- არ მახსოვს, მაგრამ 27 წლიდან მივაგენი იმ კონკრეტულ მოვლის საშუალებებს, რასაც დღემდე ყოველდღიურად ვიყენებ. ამ კითხვით მივხვდი, რომ ძალიან ერთგული ვარ. 10 წელი გამოდის, რაც ერთსა და იმავე პროდუქტს არ ვღალატობ.
- არა, ადრე გამიკეთებია და მივხვდი, რომ ჩემი კანისთვის არ არის მისაღები. მაგალითად, არაჟანი მიცხიმიანებს კანს, მაწონი მიშრობს, თაფლი ალერგიას მაძლევს და ასე შემდეგ. მე პირადად ვერავის ვერ გავუწევ რეკომენდაციას, სახლის პირობებში სამზარეულოდან აღებული მასალები სახეზე დაიდოს. ძალიან სავალალო შედეგი აქვს ასეთ ცდებს, დამიჯერეთ. ზოგადად, მიყვარს იმპროვიზაციები და ცდების ჩატარება. ამიტომ თამამად შემიძლია გირჩიოთ. პროფესიონალებს ჰკითხეთ, კონკრეტულად თქვენი კანის ტიპს რა მოუხდება. წყალი სვით! წყალი არის ელექსირი ახალგაზრდობის და მშვიდი ძილი. ეს ორი რამეა, რაც არც ფინანსებს საჭიროებს და ვერანაირი ძვირად ღირებული მოვლის საშუალება ვერ შეცვლის.
- აუცილებელი პროცედურაა სახის დატენიანება, სპეციალური საშუალებებით ან კოსმეტოლოგთან, თუ რა თქმა უნდა, პრობლემური კანი არ არის, მაგრამ პირველ რიგში, უნდა გაიაროთ კონსულტაცია დერმატო-კოსმეტოლოგთან თქვენი კანის ტიპის დადგენისთვის.
- ბოლო დროს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, თუმცა ადრე სახლიდან უმაკიაჟოდ არ გავდიოდი. ასაკთან ერთად იცვლება გემოვნება და შეხედულებები, ასევე - ტენდენციები და ზომიერების გრძნობაც, რაც პატარა ასაკში არ არსებობს. ვთვლი, რომ ყველაზე კარგ ასაკში ვარ. ზუსტად ვიცი, რა მჭირდება. დილეტანტურ რჩევებს ან ზედმეტ მოვლის საშუალებებს არ ვიყენებ. რეკლამის მსხვერპლი აღარ ვარ. მაკიაჟს თუ ვიკეთებ, აუცილებლად ვხმარობ ტონალურს, კონტურებისთვის მუქ ტონალურს და ჰაილაითერს ყვრიმალების მკვეთრად გამოსახატად. ასევე - ტუშს და პომადების ნაცვლად ტუჩის ფანქარს. არ მიყვარს მუქი ან მკვეთრი ჩრდილები და ეგრეთ წოდებული სმოუქი აიზი.
- კი, მაქვს. ტუჩები რომ უფრო გამოიკვეთოს, ტუჩის კონტურის ოდნავ ზევით უნდა დაიჩრდილოთ თვალის ჩრდილით და შემდეგ სპონჟის დაჭერით ტონალური გადაიტაროთ, ან ცხვირის ვიზუალური დათხელება ჰაილაითერის, თეთრი და ნაცრისფერი კორექტორის საშუალებით. ეს ყველაფერი ჩემი ექსპერიმენტების შედეგია.
- ზაფხულისთვის მეტად ვემზადები ხოლმე, რადგან ვიცი, რომ მზე და ქლორიანი აუზები ძალიან აშრობს კანს და თმას. აუცილებლად ვიყენებ სახისთვის დამცავ კრემს. მიუხედავად იმისა, რომ ვგიჟდები რუჯზე, სოლარიუმსაც მივმართავ, მაგრამ ზომიერად და სანდო სოლარიუმში დავდივარ. რჩევა მაქვს პატარა გოგონებისთვის: ეცადეთ, არ დაიწვათ კანი, არ გამოაშროთ და არ დაწვეთ მზეზე დამცავი საშუალებების გარეშე. პრიალა კანი ბევრად ლამაზია, ვიდრე გარუჯული გამომშრალი, ნაოჭებიანი კანი. სოლარიუმი არც ისეთი კატასტროფაა, თუ მას რაციონალურად გამოიყენებთ. ჩემი აზრით, ზედმეტი არაფერი არ არის ლამაზი, ოქროსფერი რუჯი ჯანმრთელი ბევრად ლამაზია. ვსვამ ბევრ წყალს! ძალიან მნიშვნელოვანია წყალი, რადგან ადამიანის ორგანიზმი 80% წყალია. არ შეიძლება აშიმშილო კანი, ანუ გამოიშრო.
- ჯერ არა. კოტე წინააღმდეგია ნებისმიერი ჩარევის, თუ აუცილებელი არ არის. თვლის, რომ ახირებაა. მაგალითად, ცხვირის კორექციას ვთხოვ 1 წელია და უარი მაქვს. არც მისმენს. რომ ველაპარაკები, თემა გადააქვს. მაინც ყველაზე ლამაზი ქალი მაშინ არის, როცა მისი საყვარელი ადამიანი მასზე ზრუნავს და ბედნიერია.
თამარ ბერიძე