ინტერვიუ

რის გარეშე ვერ წარმოუდგენია ზაფხული შეყვარებულ ნათია წიწილაშვილს

რის გარეშე ვერ წარმოუდგენია ზაფხული შეყვარებულ ნათია წიწილაშვილს
მსახიობ ნათია წიწილაშვილს საზაფხულო არდადეგების შესახებ ვესაუბრეთ. მართალია, მთაში დასვენება არ უყვარს, მაგრამ შვილის - "ჩემი ცოლის დაქალების" პატარა მსახიობის, ანასტასია კალანდაძის გამო ზაფხულის გარკვეულ მონაკვეთს იქ მაინც ატარებს...

- მთელი წლის გადაღლილი (ფიზიკურად, ემოციურად, ფსიქოლოგიურად), ზაფხულის არდადეგებს ძალიან ველოდები ხოლმე. როგორც ყველა ელის შვებულებას, დასასვენებლად წასვლას, მეც ერთი სული მაქვს, როდის წავალ. დასასვენებლად ჩემთვის ყველაზე საყვარელი ადგილი ზღვაა. რა თქმა უნდა, ზღვაზე ბავშვი მიმყავს, მაგრამ მასთან ერთად დასასვენებლად წასვლა "დასვენებას" არ ნიშნავს (იცინის). ისე
გამოდის, რომ ჯერ ბავშვი მიმყავს, დაისვენებს, შემდეგ ბავშვის გარეშე, მარტო ისევ ზღვაზე მივდივარ და ემოციურად ვისვენებ.

- ზღვაზე დროს როგორ ატარებ?

- თითქოს დასაქმებულივით ვარ: დღეში ორჯერ ზღვის სანაპიროზე ჩასვლის პროცედურა, დილას ადრე ადგომა... ასე თუ ისე, რეჟიმში ხარ. თან, გარუჯვაც ძალიან მიყვარს, თუმცა მზის გულზე ისეთ საათებში არასოდეს ვარ, როცა მზე პიკშია. აუცილებლად დილას ადრე ვდგები, 9 საათზე უკვე სანაპიროზე ვარ. მაქსიმუმ, 12-მდე ვრჩები. მერე საღამოს 5-დან ისევ ჩავდივარ. ჩემთვის ერთგვარი მედიტაციაა სანაპიროზე წოლა, გარუჯვა, ზღვის ყურება, ტალღების ხმა... ალბათ, ზღვა ყველაზე მეტად ამიტომ მიყვარს. მთაში უბრალოდ, არ ვიცი, რა უნდა ვაკეთო ხოლმე (იცინის), მაგრამ ბავშვის გამო იქ გამგზავრება მაინც მიწევს.

- კარგად დასვენებას ახერხებ? ალბათ, ბევრი ადამიანი მოდის ფოტოს გადასაღებად, გამოსალაპარაკებლად. თან, ახლა შენი გოგონაც - ნასტიაც პოპულარულია...

- მგონი, ამ საკითხში ნასტიამ მაჯობა (იცინის). ვერ ვიტყვი, რომ ხალხის ყურადღება დისკომფორტს მიქმნის და ვწუხდები, პირიქით - მეც ძალიან მიხარია, არასოდეს შევწუხებულვარ. მადლობელი ვარ, რომ ადამიანებს ასე ვუყვარვარ... კი, დასვენებას ყოველთვის ვახერხებ. ვცდილობ, განვიტვირთო, მარტო დავრჩე... ყოფილა შემთხვევა, სანაპიროზე მარტოც ჩავსულვარ და აბსოლუტურად არანაირი პრობლემა არ შემქმნია.

- თუ ყოფილა ისეთი შემთხვევა, როცა მიგიჩნევია, რომ კარგ ფორმაში არ ხარ და ამის გამო გულშემატკივართან ერთად ფოტოს გადაღებაზე უარი გითქვამს?

- არა, სხვათა შორის, არასოდეს! სულ ვცდილობ, ფორმაში ვიყო, მოწესრიგებულად გამოვიყურებოდე და ასეთი ვარ კიდეც (იცინის). ამიტომ ფოტოს გადაღებაზე უარი არასოდეს მითქვამს. ფორმაში რომც არ ვიყო, ადამიანს გულს მაინც არ გავუტეხ და ფოტოს გადაღებაზე უარს არ ვეტყვი.

- შენი პლაჟური ჩაცმულობა როგორია? მოდურ ტენდენციებს ითვალისწინებ?

- ვფიქრობ, XXI საუკუნეში და კონკრეტულად 2019 წელს ისეთი მოდაა, რომელიც ადამიანს ბევრ საშუალებას აძლევს, აარჩიოს თუნდაც, ტანისამოსი, საცურაო კოსტიუმი... რა თქმა უნდა, გარკვეული ტენდენციაც არის, ახალი მოდელები იქმნება. ცხადია, ამას ყურადღებას ვაქცევ და დიდი სურვილი მაქვს, როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასევე პლაჟზეც კარგად გამოვიყურებოდე. ეს საკითხი მეორეხარისხოვანი არასოდეს უნდა იყოს, ხელი არასოდეს უნდა ჩაიქნიო - რა მნიშვნელობა აქვს, რა მაცვიაო... ნებისმიერი ქალი იმისკენ მიილტვის, რომ ლამაზად გამოიყურებოდეს. გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
e87a93