ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა გამოცემამ, "Elle"-მა ანჯელინა ჯოლისთან ცოტა ხნის წინ ბლიც-ინტერვიუ ჩაწერა.
მსახიობი პასუხობს ისეთ კითხვებზე, როგორებიც ამ დრომდე მისთვის არ დაუსვამთ.
ჯოლიმ პირველად გაამხილა, ვინ ცხოვრობს მის სახლში, რომელი საჭმელი უყვარს ყველაზე მეტად და რომელ მუსიკალურ ჯგუფს ანიჭებს უპირატესობას.
ბრედ პიტთან დაშორების შემდეგ მის გარშემო არაერთი ჭორი დაგროვდა.
ფაქტია, რომ მსახიობი ყველა მათგანს პასუხს ვერ გასცემს, თუმცა შეგვიძლია ამ ბლიც-ინტერვიუს მეშვეობით მასზე გარკვეული აზრი შევიქმნათ.
- რომელია თქვენი საყვარელი საჭმელი, რომლის მირთმევაც გსიამოვნებთ და გამშვიდებთ?
- ჩაი და შოკოლადი.- სახლში ყოფნა თუ სეირნობა?
- სეირნობა.- რომელი ჯგუფი მოგწონთ: "Rolling Stones" თუ "Beatles"?
- ინგლისური ჯგუფი: "Clash".- საყვარელი საგანი, რომლის კოლექციაც გაქვთ...
- წიგნები.- ზღვის სანაპიროს ამჯობინებთ თუ მთაში ყოფნას?
- უდაბნოს და ჯუნგლებს.- დაბლებზე უფრო ხშირად დადიხართ, თუ მაღალქუსლიანებზე?
- ყველაფერს თავისი ადგილი და დრო აქვს.- ბოულინგი თუ პარაშუტით გადმოხტომა?
- ფრენა.- კატა თუ ძაღლი?
- მყავს 2 ძაღლი, კურდღელი, გველი, კუ. სახლში ფაქტობრივად ცხოველთა სამყარო მაქვს.- რის გამო ხართ მადლიერი თქვენი ცხოვრებისგან?
- რომ მყავს შვილები და თავისუფლება მაქვს.- რაიმე სიახლე, რაც ბოლო დროს ისწავლეთ...
- შეშის დაჩეხვა.- განუხორციელებელი ამბიცია...
- ძალიან ბევრი რამ, ეს ჯერ კიდევ დასაწყისია.