ინტერვიუ

"ბედნიერი ვარ, რომ ჩემს შვილს ასეთი კარგი მამა ჰყავს..." - ქეთა თოფურია ყოფილ ქმარსა და შვილის აღზრდაზე

"ბედნიერი ვარ, რომ ჩემს შვილს ასეთი კარგი მამა ჰყავს..." - ქეთა თოფურია ყოფილ ქმარსა და შვილის აღზრდაზე
ქეთა თოფურიას შესახებ ბევრი ჭორ-მართალი ვრცელდება. ამიტომ დროდადრო თავადვე თანხმდება ინტერვიუებზე და აქტუალურ შეკითხვებს პასუხობს ხოლმე. ეს ინტერვიუც ერთ-ერთი მათგანია, რომელიც მარია მალნიკოვას "იუთუბ-არხზე", შოუში "მაშა ჰკითხავს" მანამდე ჩაწერა, სანამ იტალიაში წავიდოდა დასასვენებლად. ქეთამ გულახდილად უპასუხა შოუს წამყვანის და ასევე უცნობი ადამიანების შეკითხვებს.

გუფთან დაშორების შესახებ აღნიშნა, რომ თავად არ სურდა ამაზე კომენტარის გაკეთება.
- პირადი პირადად უნდა დარჩეს. რატომ დავშორდით? იმიტომ, რომ სხვადასხვა ცხოვრების წესი გვაქვს. ბევრჯერ ვეცადეთ, რაღაც საერთო გაგვეკეთებინა, მაგრამ
არ გამოგვივიდა. სამწუხაროდ, არ გამოგვივიდა. თუმცა მე ის ძალიან მიყვარდა...

ქეთის თქმით, ყოფილ ქმართან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს, თანაც, მასთან დაშორების მიზეზი სულაც არ ყოფილა გუფი. ისინი მანამდე დაშორდნენ ერთმანეთს.

- ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ვეცადეთ თავის დროზე ქორწინების აღდგენას, მაგრამ არ გამოგვივიდა, ეს ის აღარ იყო. როცა ქმარს დავშორდი, არც მაშინ გამიკეთებია კომენტარი, მერე კი გუფზე დაიწყეს საუბარი. ეგონათ, მის გამო დავშორდით. არადა, ჩვენ უკვე დიდი ხანი არ ვცხოვრობდით ერთად. ცუდად არც დავშორებივარ ლევს და ახლაც შესანიშნავი ურთიერთობები გვაქვს. ბედნიერი ვარ, რომ ჩემს შვილს ასეთი კარგი მამა ჰყავს. გაგრძელება + ვიდეო
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
e87a93