ინტერვიუ

"გახდი ბესტსელერის ავტორი 2019"-ის გამარჯვებული, რომლის ნაწარმოებმა მკითხველზე ემოციური შთაბეჭდილება დატოვა

"გახდი ბესტსელერის ავტორი 2019"-ის გამარჯვებული, რომლის ნაწარმოებმა მკითხველზე ემოციური შთაბეჭდილება დატოვა
"ყვა­ვი­ლე­ბი სახ­ლთან ახ­ლოს" - ალ­ბათ, ყვე­ლას გეც­ნო­ბათ ცნო­ბი­ლი იმპრე­სი­ო­ნის­ტი მხატ­ვრის, კლოდ მო­ნეს შთამ­ბეჭ­და­ვი ნა­მუ­შევ­რის ეს სა­ხელ­წო­დე­ბა. ბევ­რის­თვის ეს ფრა­ზა მხო­ლოდ ლე­გენ­და­რულ მხატ­ვარ­თან აღარ ასო­ცირ­დე­ბა - ცოტა ხნის წინ გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-მა“ „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი 2019"-ის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი გა­მო­ავ­ლი­ნა, რო­მელ­თა­გან ერთ-ერ­თის ნა­წარ­მო­ებს სწო­რედ „ყვა­ვი­ლე­ბი სახ­ლთან ახ­ლოს“ ჰქვია.

ეს ხალ­ხის ერთ-ერთი რჩე­უ­ლის, 38 წლის თა­მარ გო­დე­რი­ძის ნა­მუ­შე­ვა­რია, რო­მელ­მაც მკი­თხველ­ზე ემო­ცი­უ­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა და­ტო­ვა. ნა­წარ­მო­ე­ბი ორ ნა­წი­ლა­დაა გა­ყო­ფი­ლი: გო­გოს ნა­წი­ლი და ბი­ჭის ნა­წი­ლი. ორი­ვეს ის­ტო­რია გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, ემო­ცი­უ­რი და შთამ­ბეჭ­და­ვია უამ­რა­ვი
პა­რა­ლე­ლი­თა და სა­ოც­რად „ადა­მი­ა­ნუ­რი“ თავ­გა­და­სავ­ლე­ბით.

ავ­ტორს წე­რის გა­მოც­დი­ლე­ბა ბავ­შვო­ბი­დან აქვს, თუმ­ცა ეს მისი პირ­ვე­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბია. თა­მარ გო­დე­რი­ძე ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გია, თუმ­ცა მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბაც აქვს მი­ღე­ბუ­ლი. მუ­შა­ობს ოჯა­ხის ექი­მად, სხვა­დას­ხვა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რია და სა­მე­დი­ცი­ნო მი­მარ­თუ­ლე­ბით ლექ­ცი­ებს კი­თხუ­ლობს. რო­გორც თა­ვად გვი­ამ­ბო, კონ­კურ­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, სტუ­დენ­ტე­ბის­გან გან­სა­კუთ­რე­ბულ მხარ­და­ჭე­რას გრძნობ­და.



თა­მარ გო­დე­რი­ძის „ყვა­ვი­ლე­ბი სახ­ლთან ახ­ლოს“ წიგ­ნის მა­ღა­ზი­ე­ბის თა­რო­ებ­ზე მალე გა­მოჩ­ნდე­ბა, მა­ნამ­დე კი, შეგ­ვიძ­ლია, ავ­ტო­რი უკეთ გა­ვიც­ნოთ:

- რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ, ბედი გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L"-ის კონ­კურ­სში გე­ცა­დათ?


- კონ­კურსს შემ­თხვე­ვით, ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში წა­ვა­წყდი. მე­უბ­ნე­ბი­ან, ფეხი რომ ავიდ­გი, იქი­დან პა­ტა­რა ჩა­ნა­ხა­ტებს და ლექ­სებს ვწერ­დი. შემ­დეგ რა­ღაც პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში შევ­წყვი­ტე, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით გან­ვაგ­რძე. ალ­ბათ, დად­გა დრო, რო­დე­საც ეს ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი­ყო და თა­ვი­სი სა­ხე­ლი დარ­ქმე­ო­და. ამ­გვარ ბიძ­გად მი­ვი­ღე „პა­ლიტ­რა L"-ის ეს პრო­ექ­ტი და წერა და­ვი­წყე.

პა­ცი­ენ­ტებ­თან, სტუ­დენ­ტებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ძა­ლი­ან დიდი პრო­ფე­სი­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა და­მიგ­როვ­და. მი­მაჩ­ნია, რომ მე­დი­ცი­ნა და ექი­მო­ბა არ არის მხო­ლოდ წამ­ლის და­ნიშ­ვნა და რა­ღა­ცის­თვის თვალ­ყუ­რის დევ­ნე­ბა. ხან­და­ხან ორ­გა­ნუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი მიგ­ვიყ­ვა­ნია ბო­ლომ­დე, დაგ­ვიძ­ლე­ვია პრობ­ლე­მა, მაგ­რამ შემ­დეგ ექი­მი­სა და პა­ცი­ენ­ტის ურ­თი­ერ­თო­ბა ფსი­ქო­ლო­გი­სა და პა­ცი­ენ­ტის ურ­თი­ერ­თო­ბად გარ­დაქ­მნი­ლა. ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, იმ­დე­ნად ბევ­რი და სა­ინ­ტე­რე­სო შტრი­ხი გა­მოკ­ვე­თი­ლა... დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ეს ყვე­ლა­ფე­რი დაგ­როვ­და.

მე ჩემს ნა­წარ­მო­ებს რე­ა­ლიზ­მის გა­მო­ხატ­ვის ფორ­მად აღ­ვიქ­ვამ­დი. მას­ში თი­თო­ე­უ­ლი პერ­სო­ნა­ჟი, გარ­კვე­ულ­წი­ლად, თან არ­სე­ბობს, თან არ არ­სე­ბობს. მას­ში არის ძა­ლი­ან ბევ­რი პა­რა­ლე­ლი. რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ამ ნა­წარ­მო­ებ­ში ყვე­ლა მკი­თხვე­ლი გან­სხვა­ვე­ბულ პა­რა­ლელს იჭერს, ქვე­ტექ­სტებს ხე­დავს. რო­გორც მი­თხრეს, ყვე­ლას­თვის ერთხელ წა­კი­თხვა არ იყო საკ­მა­რი­სი. რა­ღა­ცებს და­უბ­რუნ­დნენ, რა­ღა­ცებს ჩა­ე­ძივ­ნენ, ზოგ­მა სა­კუ­თა­რი თავი აღ­მო­ა­ჩი­ნა, ზოგ­მა - ახ­ლო­ბე­ლი.

ბევ­რის­გან მო­ვის­მი­ნე ორი ფრა­ზა, რო­მე­ლიც ჩემ­თვის, რო­გორც ავ­ტო­რის­თვის, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია: ზოგ­მა მი­თხრა, რომ ცრემ­ლე­ბით და­ას­რუ­ლა ამ ნა­წარ­მო­ე­ბის კი­თხვა და ზოგ­მა - რომ ერთი ამო­სუნ­თქვით წა­ი­კი­თხა.

- თქვენ ხალ­ხის ერთ-ერთი რჩე­უ­ლი გახ­დით. რამ­დე­ნად ელო­დით ასეთ მხარ­და­ჭე­რას?


- არ ვე­ლო­დი, რად­გან ამის­თვის არა­ნა­ი­რი გათ­ვლა არ გა­მი­კე­თე­ბია. გმირს ქმნი, შემ­დეგ კი ის თა­ვი­სით იწყებს მოძ­რა­ო­ბას. თვი­თონ გკარ­ნა­ხობს და თვი­თონ გა­ი­ძუ­ლებს. რაც უნდა გინ­დო­დეს, რომ შენი გმი­რი სხვა­ნა­ი­რად მო­იქ­ცეს, ვერ მო­ა­ხერ­ხებ - იქ­ცე­ვა ისე, რო­გორც მას უნდა.

საკ­მა­ოდ მას­შტა­ბუ­რი და დატ­ვირ­თუ­ლი კონ­კურ­სი იყო, ჰყავ­და უამ­რა­ვი მო­ნა­წი­ლე. თავ­და­პირ­ვე­ლად, მათი ჩა­მო­ნათ­ვა­ლი 87-ს აღ­წევ­და. ვერ ვი­ტყო­დი, რომ ასეთ მხარ­და­ჭე­რას ვე­ლო­დი. რო­გორც ჩანს, ჩემი პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის მან­ძილ­ზე, ამ­დენ ადა­მი­ან­თან ურ­თი­ერ­თო­ბის შე­დე­გად, ბევ­რი ნაც­ნო­ბი და მე­გო­ბა­რი და­მიგ­როვ­და. თუმ­ცა ასეთ შე­დეგს მა­ინც არ ვე­ლო­დი.

უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბის­გა­ნაც უდი­დე­სი მხარ­და­ჭე­რა მი­ვი­ღე. „ფე­ის­ბუქ­ზე“ ძა­ლი­ან ბევ­რი აზი­ა­რებ­და, კი­თხუ­ლობ­და. მე­კი­თხე­ბოდ­ნენ, რო­დის და­ი­ბეჭ­დე­ბაო. რო­გორც პა­ცი­ენ­ტებ­ში, ისე სტუ­დენ­ტებ­ში, ელ­ვის სის­წრა­ფით გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია.

- ში­ნა­არ­სობ­რი­ვად რას მო­ი­ცავს „ყვა­ვი­ლე­ბი სახ­ლთან ახ­ლოს“ და რა­ტომ არის ის ემო­ცი­ე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი?


- ში­ნა­არ­სობ­რი­ვად, შეგ­ვიძ­ლია ასე ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბოთ: რამ­დე­ნად კარ­გია ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის ბევ­რი ფიქ­რი და რამ­დე­ნად გვპა­რავს ის დროს სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის ძი­ე­ბა­ში, ანუ კარ­გია თუ ცუდი, როცა ადა­მი­ა­ნი ბევ­რი ფიქ­რის შემ­დეგ კი მი­ვი­და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ­დე, მაგ­რამ ამა­სო­ბა­ში ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რი რამ გა­მო­ტო­ვა. ვი­ტყო­დი, რომ აქ ახალ­გაზ­რდო­ბა­ში ერ­თმა­ნეთ­გა­მო­ტო­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბაა აღ­წე­რი­ლი, რომ­ლე­ბიც, სა­ბო­ლო­ოდ, მა­ინც ერ­თად აღ­მოჩ­ნდე­ბი­ან, მაგ­რამ ტკი­ვი­ლი ახ­ვედ­რებთ ერ­თმა­ნეთს. მერე ყვე­ლა­ფე­რი ლაგ­დე­ბა, მაგ­რამ, რო­გორც წვი­მის შემ­დეგ მზეა, შემ­დეგ ისევ წვიმს და არას­დროს არა­ფე­რია ერ­თფე­რო­ვა­ნი, ისე იც­ვლე­ბა მათი ცხოვ­რე­ბა და ისევ მო­დის გარ­კვე­უ­ლი ნე­გა­ტი­ვი.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ხელს, რო­გორც კი პირ­ვე­ლი ნა­წი­ლის წერა დავასრუ­ლე, და­ვარ­ქვი „ლექ­სე­ბად აკინ­ძუ­ლი ცრემ­ლე­ბი“. იქ არის ერთ-ერთი მო­მენ­ტი, რო­მელ­შიც ნახ­სე­ნე­ბია კლოდ მო­ნეს ნა­ხა­ტი „ყვა­ვი­ლე­ბი სახ­ლთან ახ­ლოს“. გა­მოგ­ზავ­ნამ­დე 5 წუ­თით ადრე „ლექ­სე­ბად აკინ­ძუ­ლი ცრემ­ლე­ბი“ თვალ­ში ნე­გა­ტი­უ­რად მომ­ხვდა, სას­წრა­ფოდ მოვხსე­ნი და და­ვარ­ქვი „ყვა­ვი­ლე­ბი სახ­ლთან ახ­ლოს“.

რო­გორც კი ამ სა­თა­უ­რით რო­მა­ნი „პა­ლიტ­რა L"-ში გავ­გზავ­ნე, კარ­ზე გა­ის­მა ზა­რის ხმა. რო­დე­საც გა­ვა­ღე, დამ­ხვდა გოგო, ხელ­ში ყვა­ვი­ლე­ბით და­ხუნძლუ­ლი დიდი თა­ი­გუ­ლით, რო­მელ­საც ყიდ­და. მი­თხრა, რომ 7 ლარი ღირ­და. რა თქმა უნდა, შე­ვი­ძი­ნე. იმ ყვა­ვი­ლებ­მა იცო­ცხლა კონ­კურ­სის დას­რუ­ლე­ბამ­დე. კონ­კურ­სის პირ­ვე­ლი ტური და­ი­წყო 7 ივ­ნისს და დამ­თავ­რდა 7 ივ­ლისს, ჩემ მიერ დაგ­რო­ვე­ბუ­ლი ხმე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა კი 7 227 აღ­მოჩ­ნდა. ასე­თი „მი­ზეზ-შე­დე­გობ­რი­ვი“ დამ­თხვე­ვა იყო, რო­მე­ლიც იღ­ბლი­ა­ნიც აღ­მოჩ­ნდა.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
e87a93