ინტერვიუ

ემიგრაციაში მოსმენილი ამბები და საზღვარგარეთ ცხოვრების ტვირთი - ახალი ქართული რომანი „ოდისევსის სინდრომი“

ემიგრაციაში მოსმენილი ამბები და საზღვარგარეთ ცხოვრების ტვირთი - ახალი ქართული რომანი „ოდისევსის სინდრომი“
ემიგ­რა­ცია სა­ზღვარ­გა­რეთ და დევ­ნი­ლო­ბა აფხა­ზე­თი­დან - ეს ის ორი თე­მაა, რომ­ლებ­ზეც ახალ­გაზ­რდა ავ­ტო­რი, ნანი მან­ვე­ლიშ­ვი­ლი თა­ვის სა­დე­ბი­უ­ტო რო­მან­ში, „ოდი­სევ­სის სინ­დრომ­ში“, სა­უბ­რობს. პრო­ფე­სი­ით ის­ტო­რი­კო­სი სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნუ­რი ის­ტო­რი­ე­ბის ძი­ე­ბა­შია, რის შემ­დგო­მაც ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­კუ­თარ შე­მოქ­მე­დე­ბა­ში გა­და­აქვს.

ნანი 24 წლი­საა და ეს მისი პირ­ვე­ლი რო­მა­ნია, რო­მელ­მაც კონ­კურ­სში „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი 2019“ გა­ი­მარ­ჯვა. მკი­თხველს მისი წა­კი­თხვის სა­შუ­ა­ლე­ბა შე­მოდ­გო­მა­ზე ექ­ნე­ბა.

„ბავ­შვო­ბი­დან ვწერ, ად­რე­ულ ასაკ­ში ლექ­სებს ვწერ­დი ხოლ­მე. ჩემი ბა­ბუა პო­ე­ტი იყო და 12-მდე კრე­ბუ­ლი აქვს გა­მო­ცე­მუ­ლი. მისი დიდი დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ
წერა და­ვი­წყე და მალე ჩემი წიგ­ნიც გა­მო­ი­ცე­მა. ბა­ბუ­ას რამ­დე­ნი­მე ლექ­სი ჩემს რო­მან­შიც გა­მო­ვი­ყე­ნე, რო­გორც ერთ-ერთი პერ­სო­ნა­ჟის გუ­ლის­თქმა. რო­მანს ჩემი ბავ­შვო­ბის მო­გო­ნე­ბებ­სა და ამ მო­გო­ნე­ბებ­ში ყვე­ლა­ზე ძვირ­ფას ადა­მი­ა­ნებს, ბე­ბი­ებ­სა და ბა­ბუ­ებს ვუ­ძღვნი. მოზ­რდი­ლო­ბის ასაკ­ში უკვე ჩა­ნა­ხა­ტე­ბის წერა და­ვი­წყე. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გარ­დამ­ტე­ხი აღ­მოჩ­ნდა სა­ბერ­ძნეთ­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე თვე. ერთი სე­მესტრის გან­მავ­ლო­ბა­ში ათენ­ში ვსწავ­ლობ­დი და სწო­რედ იქ ნა­ნახ­მა და გა­გო­ნილ­მა ის­ტო­რი­ებ­მა მომ­ცა სტი­მუ­ლი, რომ წიგ­ნი და­მე­წე­რა,“ - ასე იხ­სე­ნებს ნანი მან­ვე­ლიშ­ვი­ლი ბავ­შვო­ბა­სა და წე­რის პირ­ველ მცდე­ლო­ბას.

სა­ბერ­ძნეთ­ში მოს­მე­ნი­ლი ის­ტო­რი­ე­ბი რა ფორ­მით გად­მო­ე­ცით რო­მან­ში? ნა­წარ­მო­ე­ბი სრუ­ლად რე­ა­ლურ ფაქ­ტებ­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი?
- ათენ­ში ქარ­თველ ემიგ­რან­ტებ­თან ერ­თად ვცხოვ­რობ­დი. ესე­ნი იყ­ვნენ ძი­რი­თა­დად ქა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­მუ­შა­ოდ იყ­ვნენ წა­სუ­ლე­ბი. აქე­დან ეს ყვე­ლა­ფე­რი სხვაგ­ვა­რად ჩანს. რე­ა­ლო­ბა კი სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და ბევ­რად უფრო რთუ­ლია და მინ­დო­და ეს ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვი­საც და­მე­ნახ­ვე­ბი­ნა. ვის­მენ­დი გან­სხვა­ვე­ბულ ის­ტო­რი­ებს, რო­მელ­თაც რა­ღაც სა­ერ­თო ჰქონ­და. ჩემი რო­მა­ნის ფა­ბუ­ლა იმ ის­ტო­რი­ე­ბი­და­ნაა აღე­ბუ­ლი, მაგ­რამ არა პირ­და­პირ გად­მო­ტა­ნი­ლი. მკი­თხველს ამ ის­ტო­რი­ე­ბის ჩე­მე­უ­ლი ვა­რი­ან­ტი შევ­თა­ვა­ზე.
მთა­ვარ გმირს, კა­ტე­რი­ნა­საც ჰყავს პრო­ტო­ტი­პი, რო­მელ­მაც მო­მიყ­ვა თა­ვი­სი ის­ტო­რია, მაგ­რამ მისი ცხოვ­რე­ბის ბევ­რი დე­ტა­ლი შევ­ცვა­ლე.ემიგ­რა­ცი­ის პა­რა­ლე­ლუ­რად, რო­მან­ში აფხა­ზე­თის თე­მა­საც ვე­ხე­ბი. ამ ის­ტო­რი­ებ­შიც მყავს პრო­ტო­ტი­პი, რო­მე­ლიც პა­ტა­რა იყო, რო­დე­საც სო­ხუ­მი­დან უკა­ნას­კნე­ლი თვითმფრი­ნა­ვით გა­მოფ­რინ­და.
რო­მანს „ოდი­სევ­სის სინ­დრო­მი“ ჰქვია. რა დატ­ვირ­თვა აქვს მას?
- რო­მა­ნის სა­ხელ­ზე ძა­ლი­ან დიდი ხანი ვფიქ­რობ­დი, სა­ბო­ლო­ოდ კი „ოდი­სევ­სის სინ­დრო­მი“ გა­დავ­წყვი­ტე. ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბი და­ვუ­კავ­ში­რე ან­ტი­კურ ოდი­სევსს, რო­მე­ლიც ტო­ვებს სამ­შობ­ლოს, მოგ­ზა­უ­რობს ზღვებ­ზე და დაბ­რუ­ნე­ბას ვერ ახერ­ხებს. ჩემი რო­მა­ნის მთა­ვა­რი იდე­აც ესაა, რომ ადა­მი­ა­ნებს სა­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა უნ­დათ, მაგ­რამ ვერ ახერ­ხე­ბენ. ბრძო­ლას სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის­თვის სხვა­დას­ხვა ხი­ფა­თი ახ­ლავს, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ ოდი­სევ­სი მა­ინც ახერ­ხებს ამას. ასო­ცი­ა­ცი­უ­რად, ყვე­ლა ემიგ­რან­ტის ცხოვ­რე­ბა ოდი­სევ­სი­სას ჰგავს, ისი­ნი გა­ნიც­დი­ან მო­ნატ­რე­ბას და სწამთ, რომ ოდეს­მე აუ­ცი­ლებ­ლად დაბ­რუნ­დე­ბი­ან სა­შობ­ლო­ში.
რო­მა­ნი სპე­ცი­ა­ლუ­რად კონ­კურ­სის­თვის და­წე­რეთ თუ უკვე და­წე­რი­ლი გქონ­დათ?
- კონ­კურ­სის გა­მო­ცხა­დე­ბამ­დე ერთი წლით ადრე უკვე მინ­დო­და ამ რო­მა­ნის და­წე­რა, მაგ­რამ თით­ქოს მზად არ ვი­ყა­ვი. კონ­კურ­სის გა­მო­ცხა­დე­ბის შე­სა­ხებ გა­ვი­გე თუ არა, მა­შინ­ვე გა­დავ­წყვი­ტე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. კონ­კურ­სი რომ არა, ამ რო­მანს ოდეს­მე აუ­ცი­ლებ­ლად და­ვას­რუ­ლებ­დი, რად­გან ძი­რი­თა­დი სი­უ­ჟე­ტი უკვე მქონ­და, მაგ­რამ კონ­კურ­სმა წე­რის პრო­ცე­სი უფრო და­აჩ­ქა­რა.
- კონ­კურ­სში ხალ­ხის რჩე­უ­ლი გახ­დით. ამას რამ­დე­ნად ელო­დით და რას ნიშ­ნავს ავ­ტო­რის­თვის, რომ ის მკი­თხვე­ლის რჩე­უ­ლია?
ხალ­ხის რჩე­უ­ლო­ბას ნამ­დვი­ლად არ ვე­ლო­დი. თან პირ­ველ ტურ­ში სხვა ავ­ტო­რე­ბი იყ­ვნენ და­წი­ნა­უ­რე­ბუ­ლი. მკი­თხველს რო­მა­ნის და­სა­წყი­სი აქვს წა­კი­თხუ­ლი და ასე მომ­ცა ხმა, შე­სა­ბა­მი­სად დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და­მე­კის­რა - მათ ხომ სა­კუ­თარ წარ­მოდ­გე­ნა­ში კარგ ნა­წარ­მო­ებს მის­ცეს ხმა და ახლა სწო­რედ ასე­თის გა­მო­ცე­მას ელი­ან.

სხვა რო­მან­ზეც ხომ არ მუ­შა­ობთ?
- ჯერ ბევ­რი ის­ტო­რია უნდა მო­ვის­მი­ნო, და­ვაგ­რო­ვო ამ­ბე­ბი და მერე ეს ყვე­ლა­ფე­რი რო­მა­ნად ვაქ­ციო. ახ­ლაც არის ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში რამ­დე­ნი­მე სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­თა ის­ტო­რი­ი­და­ნაც სა­ინ­ტე­რე­სო ფა­ბუ­ლა შე­იქ­მნე­ბა. აფხა­ზე­თის თე­მა­ზეც ვფიქ­რობ ერთი რო­მა­ნის და­წე­რას...
ზო­გა­დად, წე­რის გა­რე­შე ჩემი ცხოვ­რე­ბა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. ამი­ტომ მე სულ ვწერ­დი და დავ­წერ მო­მა­ვალ­შიც. შე­იძ­ლე­ბა ისი­ნი არც და­ი­ბეჭ­დოს, მაგ­რამ მე ჩემ­თვის მა­ინც დავ­წერ.
- პრო­ფე­სი­ით ის­ტო­რი­კო­სი ხართ. რა­ტომ ის­ტო­რია და პრო­ფე­სია წე­რა­ში თუ გეხ­მა­რე­ბათ?
ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ ის­ტო­რი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა, არა­ვის მო­ე­წო­ნა, მაგ­რამ მე ძა­ლი­ან მინ­დო­და და ჩა­ვა­ბა­რე. ზო­გა­დად ადა­მი­ა­ნუ­რი ის­ტო­რი­ე­ბი მიყ­ვარს, ის­ტო­რი­ა­საც ვუ­ყუ­რებ, რო­გორც ადა­მი­ან­თა ის­ტო­რი­ებს და არა სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის ან სამ­ხედ­რო ის­ტო­რი­ებს. სა­მა­გის­ტრო კვლე­ვის დროს, ჩემი თემა შე­ე­ხე­ბო­და ქარ­თვე­ლი ქა­ლე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში, ჩემი მი­ზა­ნი იყო, ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის და­მე­ნახ­ვე­ბი­ნა უც­ნო­ბი ქა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც იბ­რძოდ­ნენ, თუნ­დაც სა­კუ­თა­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის კონ­კრე­ტულ ეპო­ქა­ში.
დოქ­ტუ­რან­ტუ­რა­ში სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბას ვა­პი­რებ და ჩემი კვლე­ვა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გაგ­რძელ­დე­ბა. თუმ­ცა კი­დევ ერთი სა­კი­თხია, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს და რო­მელ­საც ჩემი სა­ბა­კა­ლავ­რო კვლე­ვა ეხე­ბო­და.ეს არის ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას პე­რი­ო­დი და აშშ-ის პო­ლი­ტი­კა. ამ სა­კი­თხის კვლე­ვის დრო­საც გა­მო­იკ­ვე­თა სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლე­ბი. აღ­ნიშ­ნულ დო­კუ­მენ­ტებს გრი­ფი „სა­ი­დუმ­ლო“ ადევს, რაც კვლე­ვის პრო­ცესს ცოტა არ­თუ­ლებს. ზო­გა­დად, დო­კუ­მენ­ტებ­ზე ეს გრი­ფი 30 წლის მერე იხ­სნე­ბა ხოლ­მე. მეც ვცდი­ლობ, ამ პე­რი­ოდს და­ვამ­თხვიო ჩემი კვლე­ვა.
იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ეს თე­მაც მა­ინ­ტე­რე­სებს, 2018 წელს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღე კონ­კურ­სში „და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­დან თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა­კენ - რეს­პუბ­ლი­კის 100 წელი", სა­დაც პირ­ვე­ლი ად­გი­ლი ავი­ღე და პრე­ზი­დენ­ტის რჩე­უ­ლი გავ­ხდი. ესე­ის ერ­ქვა "ფე­ნიქ­სუ­რი ას­წლე­დი".
სა­ბო­ლო­ოდ კი, ის­ტო­რია და, გან­სა­კუთ­რე­ბით, ჩემი კვლე­ვე­ბი სა­ინ­ტე­რე­სო პერ­სო­ნა­ჟე­ბის შექ­მნა­ში ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბა.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
e87a93