ცოტა ხნის წინ „PeopleTalk"-ის "იუთუბარხზე" გამოქვეყნდა ინტერვიუ, სადაც მომღერალმა პირველად ისაუბრა თავის რჩეულზე და რეპერ გუფთან დაშორების მთავარ მიზეზზე.
გარდა ამისა, ქეთამ ისაუბრა იმაზეც, თუ როგორი ურთიერთობა აქვს დედასთან და ყოფილ ქმართან.
ჩვენ გთავაზობთ ინტერვიუდან ყველაზე მთავარ შეკითხვებს და პასუხებს.
როგორც იცით, ცოტა ხნის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქეთას რჩეული ბიზნესმენი და დიპლომატი ლევ ძენგოვია.
მომღერალმა აღნიშნა, რომ ჭორები მათი შეხვედრის შესახებ სიმართლეს შეესაბამება.
მან თქვა: „სიმართლეა, რომ მე და ლეო ერთმანეთს მინსკში, მის დაბადების დღეზე შევხვდით“. გაირკვა, რომ ბიზნესმენმა მაშინ დაბადების დღეზე ჯგუფი „A'Studio“ მიიწვია.
„ჩვენ ერთმანეთს საგრიმიოროში გადავეყარეთ და მხოლოდ რამდენიმე სიტყვით შემოვიფარგლეთ. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი ერთმანეთს დავუკავშირდით და ურთიერთობაც ნელ-ნელა დაიძრა. ასე დაიწყო ეს ყველაფერი", - ამბობს ქეთა.
"24 საათის მანძილზე ტელეფონზე ვიყავით ჩამოკიდებულნი. არც მე მეძინა და არც მას", - აღიარა ქეთამ.
"ხანგრძლივი სატელეფონო საუბრების შემდეგ ლეომ მოსკოვში ჩამომაკითხა. ეს ალბათ ერთი ნახვით სიყვარულია. დიახ, ეს ნამდვილად ხდება". ბიზნესმენს მეგობრებიც დადებითად ახასიათებენ და ამბობენ, რომ მას განსაკუთრებული სული აქვს და ნამდვილი ადამიანია, რითიც ყველაფერია ნათქვამი.
ქეთას ყოფილი მეუღლე - ბიზნესმენი ლევ გეიხმანი მომღერლის ახალ რჩეულს არ იცნობს, მაგრამ როგორც ქეთიმ თქვა, ახალი ამბის გაგების შემდეგ ასეთი პასუხი გასცა: „შენი ბედნიერება ყველას ბედნიერებაა“.
„ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ის ძალიან კარგი მამაა და მის მიმართ მხოლოდ დადებითის თქმა შემიძლია. ის ხშირად ნახულობს ოლივიას და შაბათ-კვირასაც ერთად სეირნობენ“.
დედაზე
"დედასთან იდეალური ურთიერთობა მაქვს. ახლა სწორედ მასთან ერთად ვცხოვრობ და ქალიშვილის გაზრდაში მეხმარება. შვილთან და დედასთან ერთად ბევრს ვმოგზაურობ.
გასაგებია, რომ არსებობენ ძიძები, რაც მშვენიერია, მაგრამ როდესაც ჩემი შვილი დედაჩემთანაა, თავს გაცილებით მშვიდად ვგრძნობ".
გუფზე
"ვფიქრობ, რომ თუ მასთან ურთიერთობაზე სინანულით ვისაუბრებ, ეს ცუდი იქნება. ვიცი, რომ ჩემზე ბევრ რამეს ამბობს.
გუფისთვის ბევრი კარგი რამ გავაკეთე და მისთვის ცუდი არც ახლა მინდა.
მსურს, ბედნიერი იყოს და ყველაფერი კარგად ჰქონდეს".
ქეთამ ასევე კომენტარი გააკეთა კიდევ ერთ ჭორთან დაკავშირებით. მას ჰკითხეს, იყო თუ არა სიმართლე, რომ ზაფხულში რეპერთან ურთიერთობის აღდგენას ცდილობდა (ეს სიტყვები ჟურნალისტს ადრე გუფმა უთხრა).
ქეთა: "გუფი მერყევი ადამიანია, არასტაბილური. მიუხედავად იმისა, თუ რა გზებით ვცდილობდით ურთიერთობის აღდგენას, მე ამ ყველაფერს ვერ დავუშვებდი.
მისმა ქმედებებმა ჩემს გრძნობებზე გავლენა იქონია. ეს ერთადერთი მიზეზია. როცა მივხვდი, რომ მასთან ყოფნა არ შემეძლო, გულწრფელად ვუთხარი".
აქვე იყო საუბარი იმაზეც, ნამდვილად დაბლოკა თუ არა ქეთამ გუფი „ინსტაგრამზე“, რაზეც ასეთი პასუხი მიიღეს: „ იმედგაცრუებული ვიყავი, როცა ვხედავდი, როგორ ასაჯაროებდა ჩვენს პირადს. ვფიქრობ, რომ ეს ლამაზი არაა, როცა შენს პირადს ყველა უყურებს. ამ თემაზე საუბარი აღარ მსურს. უბრალოდ გულწრფელად მსურს, რომ ბედნიერი იყოს“.
პლასტიკურ ქირურგიაზე
„ნორმალური დამოკიდებულება მაქვს. რინოპლასტიკას მივმართე და ძალიან კმაყოფილი ვარ. ამ ყველაფერს არ ვნანობ, თუმცა მეტად პლასტიკურ ქირურგიასთან შეხება აღარ მქონია“.