ინტერვიუ

"ძალიან კარგად ვიყავით, ახლა არანაირი შეხება არ გვაქვს" - ვინ დაანგრია თინა მახარაძის და დიმუ მენაბდის ურთიერთობა

"ძალიან კარგად ვიყავით, ახლა არანაირი შეხება არ გვაქვს" - ვინ დაანგრია თინა მახარაძის და დიმუ მენაბდის ურთიერთობა
28 წლის დიმუ მენაბდე ყვითელი პრესისთვის საინტერესო რამდენიმე წლის წინ იმის გამო გახდა, რომ ის სკანდალური მსახიობის, თინა მახარაძის შეყვარებული იყო. თინა აპირებდა, საყვარელი მამაკაცი ამერიკაში წაეყვანა, მაგრამ ეს ვერ შეძლო. დიმუ მენაბდე რამდენიმე კვირის წინ „მასტერშეფში“ გამოჩნდა და მაყურებელს თავი არაერთი დეტალით დაამახსოვრა. სოციალურ ქსელში დიმუს მიერ მომზადებული კერძის ვიდეოს გამოქვეყნებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ისევე, როგორც ჟიურის სხვა წევრებმა, საზოგადიების დიდმა ნაწილმაც ის კონსტანტინე თედელურს მიამსგავდა. დიმუს ვიდეოს ქვევით უამრავი კომენტარი კიდევ მისი და
თინა მახარაძის გარშემო გაჩნდა.

„რეიტინგი“ „მასტერშეფის“ მონაწილეს ესაუბრა.

- პროფესიით ხმის ინჟინერი ვარ. ლონდონში დავეუფლე ამ პროფესიას და ამის პარალელურად ვმუშაობდი იქ ბარებში. სამზარეულოში მუშაობის დიდი გამოცდილება მაქვს და ამიტომ გადავწყვიტე „მასტერშეფში“ მონაწილეობის მიღება. მაინტერესებდა, რა შესაძლებლობები მქონდა. 15 წლის ვიყავი, როდესაც ინგლისში წავედი. ორი არჩევანი მქონდა, ან მიმტანი უნდა ვყოფილიყავი, ან სამზარეულოში მემუშავა. თავდაპირველად მიმტანად დავიწყე, მაგრამ არ მომეწონა. გადავედი სამზარეულოში, სადაც ორი წელი ვიმუშავე. შემდეგ თბილისში დავბრუნდი და ვმუშაობ ჩემი საქმიანობით. ახლა ერთ-ერთი ბარის წილი ჩემია.

- ელოდით ათეულში მოხვედრას?

- იმდენად ბევრი კარგი მზარეული იყო, დიდი მოლოდინი არ მქონია, თუმცა, ვიცი რა, რომ არ ვარ ცუდი მზარეული, მოლოდინი მქონდა ათეულში მოხვედრის.

- მაყურებელმა და ჟიურის ორმა წევრმა ჟიურის ერთ-ერთ წევრს, შეფ კონსტანტინე თედელურს მიგამსგავსათ. თქვენც ასე ფიქრობთ?

- ორი სხვადასხვა ადამიანი ვართ. უბრალოდ, ორივეს გვაქვს ულვაში და გრძელი თმა. ეს შოუს დაგეგმილი ნაწილი არ ყოფილა, მაგრამ როცა მივედი, რამდენიმე ადამიანმა მიმამსგავსა. ჩემს "ფეისბუქზეც" თუ ნახავთ, სულ სხვადასხვანაირად გვაქვს თმაც და წვერიც.

- ჟიურიმ ამ სეზონზე განაცხადა, რომ განსაკუთრებულად მკაცრი იქნებოდა. თქვენ როგორ შეაფასებთ მათ სიმკაცრეს?

- მე ვთვლი, ობიექტურია ჟიური, როგორც ლუკა, ასევე ლევანი და კონსტანტინე. იმის მიუხედავად, რომ ლუკასთან საქმიანი შეხება მაქვს, თქვენც ნახავთ, რომ შეფასებების გაკეთებისას, ის ამას არ ითვალისწინებს.

- სახლში თავად ამზადებთ კერძებს?

- კი, მარტო ვცხოვრობ და აქედან გამომდინარე, მიწევს სახლში კერძების მომზადება, თუმცა, ერთი კონკრეტული კერძი არ მაქვს ამოჩემებული. ჩავდივარ მაღაზიაში, რაც მომეწონება ვიზუალურად ვყიდულობ და სახლში ვატარებ ექსპერიმენტებს.

- საუბრისას თქვით, რომ ინგლისში ცხოვრობდით 5 წელი. რატომ დაბრუნდით საქართველოში?

- 20-21 წლის ასაკში დავბრუნდი საქართველოში. ცოლი მოვიყვანე და დავბრუნდი. იმ მომენტში უფრო კომფორტული იყო აქ ცხოვრება. ლონდონში დატვირთულია ცხოვრება, ბევრი უნდა იშრომო, საშუალო დონეს რომ მაინც მიაღწიო. შესაძლოა, ამ ასაკში აქ არ დავბრუნებულიყავი, მაგრამ მაშინ ასე მოხდა. მოკლედ, დავბრუნდი, ცოლი მოვიყვანე და ერთ წელიწადში დავამთავრეთ ურთიერთობა.

- თუ არ ვცდები, რამდენიმე წლის წინ თქვენს შეყვარებულთან, თინა მახარაძესთან აპირებდით ამერიკაში წასვლას...

- რატომღაც ორჯერ მივიღე უარი ამერიკიდან.

გაგრძელება

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
დათო
აუ რა ეშველება ახლა საქართველოს. მეტი საქმე არა გაქვთ.
09:57 / 12-11-2019
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
e87a93