ინტერვიუ

ეკო ფანგანის ჯადოსნური ახალი წელი (ფოტო)

ეკო ფანგანის ჯადოსნური ახალი წელი (ფოტო)

დღესასწაულები და განსაკუთრებით „ახალი წელი“ ეკო ფანგანს ძალიან უყვარს. ის „ახალი წლისთვის“ დიდი ხნით ადრე იწყებს მზადებას და ყველანაირ რიტუალს, ტრადიციას, თუ ასტროლოგის რჩევას ითვალისწინებს. მისი სახლი, რომელშიც ერთი წლის წინ მარტო გადავიდა საცხოვრებლად, უკვე ზღაპრულად არის მორთული.

ეკო რას ნიშნავს შენთვის „ახალი წელი“?

- ვგიჟდები ყველა დღესასწაულზე, რადგან ყოველი დღესასწაული რაღაც დამტებითი მიზეზია გაღიმების, მილოცვის, საჩუქრის ჩუქებისა, თუ გართობაზე ფიქრის. ახალი წელი არის ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი დღესასწაული, მთელი მსოფლიო აღნიშნავს. ეს არის ჯადოსნური, მაგიური
ღამე. ჩვენ, ადამიანებს ხომ ასე გვგონია, რომ უნდა ჩავიფიქროთ სურვილები, როგორ განწყობაზეც ვიქნებით ამ ღამეს, მთელი წელი გაგვყვება. ეს ხომ ვიცით, რომ რეალურად ასე არ არის, მაგრამ ვცდილობთ, როგორც წესი და რიგია ისე მოვიქცეთ.


სად ხვდები ”ახალ წელს“?

- „ახალ წელს“ სახლში ვერ ვხვდები, ეგეთი ფუფუნება არ მაქვს. სულ ღონისძიებები მაქვს. წელს აჭარაში მივდივარ, სამთავრობო კონცერტები უნდა წავიყვანო და შემდეგ ღამით „კასტელო მარეში“ ვარ ღონისძიების წამყვანი.

როგორ ემზადები „ახალი წლისთვის“?

- დიდი ხანი ვემზადები „ახალი წლისთვის“. ადრე ძალიან მომწონდა ნაძვის ხის მორთვა. მერე მომბეზრდა და დედაჩემი რთავდა, სხვადასხვანაირი დიდი ნაძვის ხეები აქვს. შარშან მარტო გადავედი საცხოვრებლად და სხვა ხალისი გამიჩნდა, უკვე მე თვითონ უნდა მომეწყო. შარშან მქონდა ორი დიდი ნაძვის ხე, არც ერთი არ მომეწონა, წავედი მესამე ვიყიდე, მოკლედ, კარგად გავისარჯე და დავიხარჯე კიდეც. ვცდილობ, რომ მთელი სახლი მოვრთო, ნაძვის ხე, ოთახის სხვადასხვა კუთხეში მიდევს სხვადასხვა ზომის და ფორმის თოვლის ბაბუები რამდენიმენაირი საახალწლო კუთხე მაქვს, ერთი ოქროსფერი, მეორე ვერცხლისფერი და წითელი. საძინებელშიც მაქვს ერთი პატარა ნაძვის ხე და განათება. ასევე, აივანზეც მაქვს განათებები. მალე საახალწლო სუფრას გადავაფარებ მაგიდას და ნელ-ნელა შევავსებ. მე ისედაც ტკბილეული და ხილი სულ მაქვს მაგიდაზე. აბაზანაშიც საახალწლო პირსახოცები მიკიდია და ლოგინის თეთრეულიც კი საახალწლო მაქვს. ჩემთან სტუმრობა უყვართ მეგობრებს. მეც ვეპატიჟები, ხან ჩაის ვსვამთ, ხან ღვინოს ვწრუპავთ, ეკრანზე ბუხარს ჩავრთავთ და ნამდვილი ახალი წელია ჩემს სახლში.

ასტროლოგიურ რჩევებს თუ ითვალისწინებ?

- ყველაფერს ყურადღებას ვაქცევ და ვითვალისწინებ. რასაც მეტყვიან ყველაფერი მომწონს. ეს განწყობას ამაღლებს. მეცოდებიან ადამიანები, ვსაც არაფრის არ სჯერა, ან ღმერთის უნდა გწამდეს ან ასტროლოგიის, ან ეზოთერიკის. რაღაცის უნდა სჯეროდეს ადამიანს, თორემ ისე ძალიან ცოდვაა. ბევრი ასტროლოგი იმდენ სისულელეს ამბობს, გაგეცინება, მაგრამ სულ ვიცავ, შარშან იმდენი რკო დავყარე მაგიდაზე, აბა ყვითელი სანთლებიო და დავდგი. პატარა ვირთხუნიები უკვე მყავს მაგიდაზე დასკუპებული.



ახალი წლის ღამეს რაიმე რიტუალებს ასრულებ?

- მთელი ცხოვრება ვწერდით სურვილებს ფურცლებზე, მერე ვწვავდით, შამპანურში ვყრიდით და იმას ვსვამდით მანამ, სანამ 12 საათი დადგებოდა, ეს ყველაფერი უნდა მოგვესწრო. დედაჩემი გვაკეთებინებდა. ისეთი მონდომებულები ვიყავით, ერთ წუთში ხუთჯერ დავწვავდით, ჩავყრიდით ჭიქაში და დავლევდით, მაგრამ ახლა მე 12 საათზე სცენაზე რომ ვდგავარ ამ ყველაფერს ვეღარ ვახერხებ.



ხათუნა კორთხონჯია

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
...
ამ ქალს ეკატერინე ჰქვია, თუ ეკოლოგიურადაა სუფთა? საიდან იღებს მისი სახელი ძირს?
20:44 / 23-12-2019
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
e87a93