ინტერვიუ

"ლადოს მხრივ დიდი კომფორტი მაქვს, ყველაფერში მეხმარება" - როგორ მოხვდა "ჩცდ"-ში ირინა ონაშვილი და რას ჰყვება ოჯახურ ცხოვრებაზე

"ლადოს მხრივ დიდი კომფორტი მაქვს, ყველაფერში მეხმარება" - როგორ მოხვდა "ჩცდ"-ში ირინა ონაშვილი და რას ჰყვება ოჯახურ ცხოვრებაზე
სე­რი­ალ­ში „ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი“ გა­სულ შა­ბათ-კვი­რას „მის სა­ქარ­თვე­ლო 2003“ ირი­ნა ონაშ­ვი­ლი გა­მოჩ­ნდა. ის აგენტ ქალს თა­მა­შობს, რო­მე­ლიც ცოტ­ნე ცო­ტაშ­ვი­ლის პერ­სო­ნა­ჟის­გან ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბას ცდი­ლობს. ირი­ნას გა­მო­ჩე­ნას ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი სე­რი­ა­ლის მე­თექ­ვსმე­ტე სე­ზონ­ში დიდი რე­ზო­ნან­სი მოჰ­ყვა. სა­ზო­გა­დო­ე­ბას აინ­ტე­რე­სებს, რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა მისი და ცოტ­ნე ცო­ტაშ­ვი­ლის პერ­სო­ნა­ჟის ის­ტო­რია. ასე­ვე, კომ­პლი­მენ­ტებ­საც არ იშუ­რე­ბენ ირი­ნას მი­მართ. AMBEBI.E ირი­ნა ონაშ­ვილს ესა­უბ­რა.

- ირი­ნა, რო­გორ მოხ­ვდით სე­რი­ალ­ში „ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი“?


- „ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის“ სტა­ფის ერთ-ერ­თმა წევ­რმა როცა და­მი­ბა­რა კას­ტინგზე, გა­მე­ცი­ნა. რად­გან სხვა­ნა­ი­რი ლინ­კე­ბი
მაქვს ამ სე­რი­ალ­თან, დიდი ხა­ნია ვუ­ყუ­რებ, ბევრ მსა­ხი­ობ­თან ვმე­გობ­რობ კი­დეც და ძა­ლი­ან მიყ­ვარს მთე­ლი გუნ­დი. მე პა­რო­დი­ებს ვა­კე­თებ და სულ მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, მა­გა­რი ნიჭი გაქვს და კარ­გი იქ­ნე­ბა, სე­რი­ალ­ში თუ მოხ­ვდე­ბიო. ეს არ არის სე­რი­ა­ლი, სა­დაც ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის­თვის სცა­ლი­ათ. შენი გა­სა­კე­თე­ბე­ლი საქ­მე შენ უნდა გა­ა­კე­თო, მაგ­რამ ვცა­დე. გარ­და­სახ­ვა დამ­ჭირ­და და ეს რთუ­ლი იყო. გა­და­ღე­ბე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა მაქვს, მაგ­რამ კი­ნო­გა­და­ღე­ბა სულ სხვა რამე ყო­ფი­ლა. მინ­და ჩემი დიდი პა­ტი­ვის­ცე­მა გა­მოვ­ხა­ტო მთე­ლი გუნ­დის მი­მართ. გა­რე­დან მარ­ტი­ვად ჩანს ყვე­ლა­ფე­რი, თუმ­ცა რთულ ეტა­პებს გა­დი­ან სე­რი­ა­ლის გა­და­ღე­ბი­სას.

- ელო­დით ასეთ რე­ზო­ნან­სულ გა­მოხ­მა­უ­რე­ბას სე­რი­ა­ლის ეთერ­ში გას­ვლის შემ­დეგ?


- ვე­ლო­დი დიდ გა­მოხ­მა­უ­რე­ბას, რად­გან სე­რი­ალს დიდი რე­ი­ტინ­გი აქვს. როცა ასეთ პლატ­ფორ­მას შე­ე­ხე­ბა საქ­მე, სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­მოხ­მა­უ­რე­ბაც დი­დია. სხვა პრო­ექ­ტებ­შიც მი­მი­ღია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, მაგ­რამ ასე­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა არ მოჰ­ყო­ლია. ჩემ­გან გან­სხვა­ვე­ბულ ამ­პლუ­ა­ში წარვდე­ქი მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე. ვარ აგენ­ტი ქალი, რო­მე­ლიც თა­ვი­სი ხერ­ხე­ბით ცდი­ლობს ცოტ­ნე ცო­ტაშ­ვი­ლის პერ­სო­ნა­ჟის ყუ­რა­დღე­ბის მიქ­ცე­ვას და ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მო­ცინცვლას.

- რა სა­ერ­თო გაქვთ თქვენს პერ­სო­ნაჟ­თან, მე­დე­ას­თან?

- არა­ნა­ი­რი სა­ერ­თო არ გვაქვს. არც კი ვიცი, რო­გორ უნდა მოვ­ხიბ­ლო ასე­თი ტექ­სტე­ბით ადა­მი­ა­ნი. გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93