სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“ გასულ შაბათ-კვირას „მის საქართველო 2003“ ირინა ონაშვილი გამოჩნდა. ის აგენტ ქალს თამაშობს, რომელიც ცოტნე ცოტაშვილის პერსონაჟისგან ინფორმაციის მიღებას ცდილობს. ირინას გამოჩენას ყველაზე პოპულარული სერიალის მეთექვსმეტე სეზონში დიდი რეზონანსი მოჰყვა. საზოგადოებას აინტერესებს, როგორ განვითარდება მისი და ცოტნე ცოტაშვილის პერსონაჟის ისტორია. ასევე, კომპლიმენტებსაც არ იშურებენ ირინას მიმართ. AMBEBI.E ირინა ონაშვილს ესაუბრა.
- ირინა, როგორ მოხვდით სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“?
- „ჩემი ცოლის დაქალების“ სტაფის ერთ-ერთმა წევრმა როცა დამიბარა კასტინგზე, გამეცინა. რადგან სხვანაირი ლინკები მაქვს ამ სერიალთან, დიდი ხანია ვუყურებ, ბევრ მსახიობთან ვმეგობრობ კიდეც და ძალიან მიყვარს მთელი გუნდი. მე პაროდიებს ვაკეთებ და სულ მეუბნებოდნენ, მაგარი ნიჭი გაქვს და კარგი იქნება, სერიალში თუ მოხვდებიო. ეს არ არის სერიალი, სადაც ექსპერიმენტებისთვის სცალიათ. შენი გასაკეთებელი საქმე შენ უნდა გააკეთო, მაგრამ ვცადე. გარდასახვა დამჭირდა და ეს რთული იყო. გადაღებების გამოცდილება მაქვს, მაგრამ კინოგადაღება სულ სხვა რამე ყოფილა. მინდა ჩემი დიდი პატივისცემა გამოვხატო მთელი გუნდის მიმართ. გარედან მარტივად ჩანს ყველაფერი, თუმცა რთულ ეტაპებს გადიან სერიალის გადაღებისას.
- ელოდით ასეთ რეზონანსულ გამოხმაურებას სერიალის ეთერში გასვლის შემდეგ?
- ველოდი დიდ გამოხმაურებას, რადგან სერიალს დიდი რეიტინგი აქვს. როცა ასეთ პლატფორმას შეეხება საქმე, საზოგადოების გამოხმაურებაც დიდია. სხვა პროექტებშიც მიმიღია მონაწილეობა, მაგრამ ასეთი გამოხმაურება არ მოჰყოლია. ჩემგან განსხვავებულ ამპლუაში წარვდექი მაყურებლის წინაშე. ვარ აგენტი ქალი, რომელიც თავისი ხერხებით ცდილობს ცოტნე ცოტაშვილის პერსონაჟის ყურადღების მიქცევას და ინფორმაციის გამოცინცვლას.
- რა საერთო გაქვთ თქვენს პერსონაჟთან, მედეასთან?
- არანაირი საერთო არ გვაქვს. არც კი ვიცი, როგორ უნდა მოვხიბლო ასეთი ტექსტებით ადამიანი.
გაგრძელება