ინტერვიუ

თავის მოვლის რეცეპტები და წონაში კლების საიდუმლო თამო ვაშალომიძისგან

თავის მოვლის რეცეპტები და წონაში კლების საიდუმლო თამო ვაშალომიძისგან
თამო ვაშალომიძის ვიზუალი ყოველთვის ყურადღების ცენტრშია. მან გარეგნობაში ცვლილებები შეიტანა, ასევე, გახდა და ძალიან კარგ ფორმაშია. თამო „მარაოს“ მკითხველს უზიარებს თავის მოვლის რეცეპტებს და წონაში კლების საიდუმლოს.


როგორია შენი დილის რუტინა?

- ჩემი დილა იწყება ყინულით. ორი წელიწადია ტრადიციად მაქვს, სახეზე ორ ყინულის კუბს ვიტარებ ყოველ დილით. შეშუპებას ყინული აუცილებლად შველის. შემდეგ დღის მკვებავს ვისვამ, საღამოსაც მკვებავს ვისვამ. რომ გითხრათ, რომ სახეზე ბევრ რამეს ვიკეთებ ან კოსმეტოლოგის სახის წმენდებს ვიტარებ, ასე არ არის. იყო პერიოდი, როდესაც
დილით ადგომისთანავე თვალებს ვიშავებდი. სხვათა შორის, ჩემმა ბიჭმა გადამაჩვია მუქ მაკიაჟს და რამდენი თვეა უკვე აღარ ვიკეთებ.

რამდენიმე წუთი რომ გქონდეს მოსამზადებლად, პირველ რიგში რომელ კოსმეტიკურ საშუალებებს გამოიყენებდი?

- გაღვიძება მიჭირს, თორემ თუ გავიღვიძე, ხუთ წუთში მზად ვარ. მე კოსმეტიკას ყოველდღიურად არ ვხმარობ, მოლოდ მკვებავს ვისვამ.

რა აუცილებელი კოსმეტიკური ნივთები გიდევს ჩანთაში?

- თუ სადმე მივდივარ, ჩანთაში უნდა ჩავყარო ტონალური, "რუჟი" და პომადა. მე დილით პომადით რომ გავიქცე, ასე არ ხდება.

სახის ნიღბებს ხმარობ?

- თვეში ერთხელ ვიკეთებ ჟანგბადის ნიღაბს, რომელიც მადევს სახეზე საათ-ნახევარი. რადგან სოლარიუმში აქტიურად დავდივარ, კანისთვის აუცილებელია ჟანგბადი. ყინული ძალიან დამეხმარა ორსულობის დროს. ვისაც ორსულობა გამოუცდია, ყველამ იცის, რომ პირველი ორი-სამი თვე არის ძალიან რთული. მე გული არ ამრევია, მაგრამ საშინელი უხასიათობა და ტოქსიკოზი მქონდა, აგრესიული ვიყავი და სახე მქონდა შეშუპებული. ერთ-ერთ სატელევიზიო შოუში გურანდა გაბუნიამ თქვა (ღმერთმა აცხონოს), ყინულს ვისვამდი სახეზეო. მეც ვცადე და მეც და ჩემს მეგობრებსაც მას შემდეგ ტრადიციად გვექცა.

სამზარეულოში ხილის და ბოსტნეულის სახეზე გამოყენება არ გიცდია?

- არა, ბევრი იდებს კიტრის ნიღბებს, მაგრამ ვინ უთხრათ, რომ კიტრის ნიღაბი კარგია კანისთვის? იმდენ შხამს შეიცავს, ალერგიულია. სოფია რომ ჭამს, ძალიან აყრის. ასევე, მაწონი მჟავას შეიცავს, კანს წვავს. ვისაც ჭკუა აქვს, არ გაიკეთებს. თუ პრობლემური კანი აქვს, მივა ადამიანი კოსმეტოლოგთან და იმკურნალებს. ბევრს არ აქვს ფინანსური საშუალება და ურჩევნია მივიდეს და ოცლარიანი კრემი იყიდოს. მეც მქონდა გაჭირვების პერიოდი. იტალიურ ეზოში ვცხოვრობდი, არ მქონდა იმის ფუფუნება, რომ ასლარიანი კრემები მესვა სახეზე, მაგრამ არის ბიუჯეტური ძალიან კარგი პროდუქცია, რითიც შეგიძლია მოუარო თავს. შენი თავი უნდა გიყვარდეს ადამიანს.

როგორ დაიკელი წონაში?

- როდესაც დაკლება მინდა, იმ პერიოდში არ ვჭამ ძილის წინ სამი საათით ადრე. თუ მშიერი ვარ, 59 კგ ვარ, თუ ნაჭამი - 60 კგ. ამ წონას ვინარჩუნებ, მაგრამ თუ ამას გადავედი და ბევრი შოკოლადი ვჭამე, ცომეულს ვიღებ მენიუდან, ცხიმიან საჭმელს ვერიდები და ჩემი დიეტა ასე შემოიფარგლება. არაფერს არ ვკრძალავ, რადგან იყო პერიოდი, როდესაც ძალიან მკაცრ დიეტებზე ვიყავი, გრამობით ვიკვებებოდი, მოხარშული ბრინჯი, მოხარშული ქათამი და უარესად გავსუქდი, მერე რომ ვარღვევდი. ფსიქოლოგიურადაც „დამერხა“, გაგიჟებული ვიყავი, იმიტომ, რომ ჩემი მეგობრები ჭამდნენ და არ იმატებდნენ. მერე სოფიაზე რომ დავორსულდი, შევიმუშავე ჩემებური კვების რაციონი. პურს ისედაც არ ვჭამდი, გაზიანი სასმელი არ დამილევია, ბორჯომს ისედაც არ ვსვამდი, მხოლოდ ნაბახუსევზე თუ დავლევ და ასე ვინარჩუნებ ფორმას.

დიეტას ვარჯიშს არ ახმარ ფორმის შესანარჩუნებლად?

- ვარჯიში არის აუცილებელი, მაგრამ ვარჯიშის დოზასაც გააჩნია, იმიტომ, რომ ყოველდღე ვვარჯიშობდი, ცხიმი გადაიზარდა კუნთად და ვეღარ ვხდებოდი. კვირაში ვვარჯიშობ ორჯერ და ვცდილობ, ფეხები ძალიან არ დავტვირთო, იმიტომ, რომ ფეხების გასუქებისკენ მაქვს მიდრეკილება. პირადი მწვრთნელის მეთვალყურეობის ქვეშ ვაკონტროლებ ამ ყველაფერს.

ხათუნა კორთხონჯია

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93